სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულება

სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულება — საზავო ხელშეკრულება ოსმალეთსა და რუსეთს შორის, დაიდო 1878 წლის 3 მარტს სტამბოლის მახლობლად, სან-სტეფანოში.

ეს იყო პრელიმინალური (წინასწარი) ხელშეკრულება, რომლითაც დასრულდა რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომი.

სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულება
სან-სტეფანოს ზავის გაფორმება.

ისტორია

1856 წლის 18 (30) მარტის პარიზის ტრაქტატის პირობებს რუსეთის იმპერია ვერ ეგუებოდა. 1877 წელს რუსეთის საიმპერატორო ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ რევანშისათვის ხელსაყრელი დრო დადგა და ომი გამოუცხადა ოსმალეთს. საომარი მოქმედებები დაიწყო ორ ფრონტზე — ბალკანეთსა და კავკასიაში. ორივე ფრონტზე რუსეთმა დიდ წარმატებებს მიაღწია. 1877 წლის ნოემბერში რუსებმა ხანგრძლივი ბრძოლების შემდეგ აიღეს პლევნა, გადალახეს ბალკანეთის მთები და 1878 წლის 8 იანვარს ანდრიანოპოლი დაიკავეს. კავკასიის ფრონტზე ოსმალეთის არმიამ ასევე ვერ გაუძლო რუსეთის შეტევას. 1878 წლის 18 ნოემბერს რუსებმა ყარსი აიღეს. აჭარაში შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ დაწყებული შეტევა წარმატებით ვერ განვითარდა, რადგან რუსებმა ციხისძირი ვერ დაიკავეს. ომი ისე დასრულდა, რომ ბათუმში ისევ ოსმალთა გარნიზონი იდგა.

1878 წლის 19 თებერვალს (3 მარტს) სტამბოლთან ახლოს დაბა სან-სტეფანოში რუსეთსა და ოსმალეთს შორის დაიდო პრელიმინარული საზავო ხელშეკრულება.

სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულების მეცხრამეტე მუხლი ეხებოდა საქართველოს ისტორიულ ტერიტორიას. მეცხრამეტე მუხლის ძალით ოსმალეთს რუსეთისათვის ომის დროს დაკავებული ტერიტორიების უკან დაბრუნების სანაცვლოდ უნდა გადაეხადა ფული. ამ მიზნით განისაზღვრა თანხის ოდენობაც. სულ ომის დროს მიყენებული ზარალის ანაზღაურებისა და ტერიტორიების უკან დაბრუნების სანაცვლოდ ოსმალეთს რუსეთისათვის უნდა გადაეხადა 1410 (ათას ოთხას ათი) მლნ მანეთი. იმ ტერიტორიათა შორის, რომელიც რუსეთს დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ ოსმალეთისათვის უნდა დაებრუნებინა იყო: არტაანი, ყარსი, ბათუმი, ბაიაზეთი და ტერიტორია სოღანლუღამდე. საზავო ხელშეკრულების იგივე მეცხრამეტე მუხლში დაწვრილებით იყო აღწერილი ზემოთ ხსენებული ტერიტორიის საზღვრები. თუ ოსმალეთის რუსეთს დადგენილ თანხას არ გადაუხდიდა, საზღვარი რუსეთსა და ოსმალეთს შორის შემდეგნაირად განისაზღვრებოდა: არტაანი, ყარსი, ბათუმი და ბაიაზეთი რჩებოდა რუსეთის შემადგენლობაში. საზაზღვრო ხაზი იწყებოდა შავი ზღვის სანაპიროზე და გასდევდა მდინარეების ხოფასა და ჭოროხის წყალგამყოფს, შემდეგ მიუყვებოდა მთებს, ისე რომ საზაზღვრო ხაზი ართვინის სამხრეთით გადიოდა და ასე გრძელდებოდა მდინარე ჭოროხამდე (სოფლების ალატის და ბუშაგეტის მახლობლად). აქედან სასაზღვრო ხაზი მიუყვებოდა მდინარეების თორთომისა და ჭოროხის წყალგამყოფი მთების თხემს, გადიოდა სივრი-დაღის გადასასვლელზე, საიდანაც უხვევდა სამხრეთით და მიდიოდა ზივინამდე. ზივინის გზიდან სასაზღვრო ხაზი უხვევდა დასავლეთით, გადიოდა სოფელ არდოსტსა და ხორასანზე, საიდანაც დაეშვებოდა სამხრეთით სოღანლუღის მთებამდე, შემდეგ გასდევდა ალი-დაღის მთებს და სამხრეთიდან შემოუვლიდა ბაიაზეთს. მეცხრამეტე მუხლი ცალკე არ ადგენდა არტაანის, ყარსის, ბათუმის, ბაიაზეთის და სოღანლუღამდე ტერიტორიის ფასს. ბალკანეთში და კავკასიაში ოსმალეთისათვის დასაბრუნებელი ტერიტორიების საერთო ფასი განისაზღვრა 1100 (ათას ასი) მლნ მანეთით.

სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულების დადების დროისათვის ციხისძირსა და ბათუმში ისევ ოსმალეთის გარნიზონები იდგა.

ზავმა განამტკიცა ჩერნოგორიის, რუმინეთისა და სერბეთის დამოუკიდებლობა, საგრძნობლად გააფართვოა მათი საზღვრები; ბოსნიამ და ჰერცეგოვინამ მიიღეს ავტონომია ოსმალეთის იმპერიის ფარგლებში, ბულგარეთმა – დამოუკიდებლობა და მთავრის არჩევის უფლება, თუმცა ოსმალთა ვასალად მაინც რჩებოდა. ოსმალთა ჯარი ტოვებდა ბულგარეთის ტერიტორიას და მის სანაცვლოდ 3 წლის ვადით რუსეთის ჯარი უნდა შესულიყო. ოსმალეთი კისრულობდა ვალდებულებას გაეტარებინა მთელი რიგი ადმინისტრაციული რეფორმები ოსმალეთის სომხეთში და დაეცვა სომხები ქურთებისა და ჩერქეზების შემოსევებისაგან. „ბრწყინვალე პორტა“ კისრულობდა 1400 მლნ მანეთის კონტრიბუციას. ვინაიდან ეს თანხა ოსმალეთის ფინანსურ საშუალებას აღემატებოდა, რუსეთი დაკმაყოფილდა ოსმალთა მხრიდან ზოგიერთი დათმობითა და 310 მლნ მანეთის კონტრიბუციით. აზიაში ეს ტერიტორიები იყო ბათუმი, არტაანი, ყარსი, ბაიაზიდი და სხვა.

რუსეთმა ზავის პირობებით განიმტკიცა პოზიციები ბალკანეთსა და კავკასიაში. რუსეთის ამ წარმატებებმა ინგლისისა და ავსტრია-უნგრეთის უკმაყოფილება გამოიწვია. ინგლისელებმა დაითანხმეს რუსეთი დაედო ხელშეკრულება ლონდონში (1878 წ.), რომელიც ითვალისწინებდა სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულების პირობების გადასინჯვას, რაც საბოლოოდ ბერლინის კონგრესზე (1878 წ.) მოხდა. აზიაში ალაშკერტის ველი და ბაიაზიდი ოსმალეთს დაუბრუნდა. სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულება ბულგარელი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელ თარიღად ითვლება.

მონაწილე მხარეები

    • ნიკოლაი იგნატიევი
    • ალექსანდრ ნელიდოვი
    • საგარეო საქმეთა მინისტრი, სავფეთ-ფაშა
    • ოსმალთა ელჩი გერმანიაში, საადულა-ბეი

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 86.
  • სურგულაძე ა., რუსეთი XIX საუკუნის 60-80-იან წლებში, თბ., 1964
  • ვ. გურული, ლ. ჯიქია, „ტაო-კლარჯეთის, ლაზეთისა და აჭარის საკითხები 1812-1953 წლების საერთაშორისო ურთიერთობებში“, თბ., 2013

სქოლიო

Tags:

სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულება ისტორიასან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულება მონაწილე მხარეებისან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულება იხილეთ აგრეთვესან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულება ლიტერატურასან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულება სქოლიოსან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულება1878ოსმალეთის იმპერიარუსეთ-ოსმალეთის ომი (1877-1878)რუსეთის იმპერიასტამბოლი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

სოლომონ მეფემონდისაქართველოს პრეზიდენტიგიორგი V ბრწყინვალეაშშ-ის ისტორიანიდერლანდებიძირითადი საშუალების ცვეთაივანე მაჩაბელირუსეთის ისტორიავიკიპედიაბიზანტიის იმპერიაწითელაუნგრეთიადამიანიმონღოლთა ბატონობა საქართველოშისულგუნიკირჩხიბი (ასტროლოგია)მურა დათვიწიწვოვნებიოქტავიანე ავგუსტუსიმონა ლიზათბილისის მეტროპოლიტენიქანი (გეოლოგია)კონტინენტიმსოფლიოს მოსახლეობალუვრიკაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდაკავკასიური ნაგაზიბუნებრივი გადარჩევამონღოლებიინფორმაციაანა კალანდაძეოკეანესაქართველოს მთებიდათვინინო სალუქვაძეადიშის ოთხთავიგერმანიააფორიზმიირანის ისტორიარუის-ურბნისის საეკლესიო კრებამიხეილ ჯავახიშვილივაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალივახტანგ I გორგასალიფეხბურთირამადანიValve Corporationფინეთიბენჯამინ ფრანკლინინიუეპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშიშვეიცარიამწერებიღამურაალპებიკურო (ასტროლოგია)ეპითეტისათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალიობობებიმგელიდელფინებიქალწული (ასტროლოგია)ოქროს კვეთაალაზანილომი (ასტროლოგია)სალომე ზურაბიშვილიაღდგომასაქართველოს ოქროს ხანავენერაკონსტანტინე გამსახურდიაგამზრდელი (პოემა)ბასიანის ბრძოლასაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიბარდა სკლიაროსიომითბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიიუსტინიანე I🡆 More