ბოსნია და ჰერცეგოვინა (ბოსნ.
Bosna i Hercegovina, ხორვატ. Bosna i Hercegovina, სერბ. Босна и Херцеговина); ასევე უწოდებენ: ბოსნია-ჰერცეგოვინა, აბრევიატურა - BiH — ქვეყანა სამხრეთ ევროპაში, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. მისი დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი არის სარაევო. მოსაზღვრე ქვეყნებია: ხორვატია ჩრდილოეთიდან, დასავლეთიდან და სამხრეთიდან; სერბეთი აღმოსავლეთიდან და მონტენეგრო სამხრეთ-აღმოსავლეთიდან. ბოსნია და ჰერცეგოვინა თითქმის ყველა მხრიდან ხმელეთით გარშემორტყმული ქვეყანაა, მას მხოლოდ ქალაქ ნეუმის გარშემო მდებარე 20 კილომეტრიანი სანაპირო ზოლი აქვს ადრიატიკის ზღვაზე. ქვვეყნის ცენტრალური და აღმოსავლეთი ნაწილი არის მთიანი, ჩრდილო-დასავლეთი მთაგორიანი ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთი შედარებით გაშლილია. ქვეყნის სამხრეთ რეგიონებში არის ხმელთაშუა ზღვის ჰავა და მცენარეული საფარი.
ბოსნია და ჰერცეგოვინა Bosna i Hercegovina Босна и Херцеговина ბოსნია და ჰერცეგოვინა | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
| ||||||
ჰიმნი: Intermeco | ||||||
| ||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | სარაევო 43°52′ ჩ. გ. 18°25′ ა. გ. / 43.867° ჩ. გ. 18.417° ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ბოსნიური, სერბული, ხორვატული | |||||
მთავრობა | ფედერაციული რესპუბლიკა | |||||
- | მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე | ბარიკ იზეტბეგოვიჩი | ||||
- | საპრეზიდენტო საბჭოს წევრები | ბარიკ იზეტბეგოვიჩი1 ნებოიშა რადმანოვიჩი2 ჟელკო კომშიჩი3 | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 51 197 კმ2 (127-ე) | ||||
- | წყალი (%) | 0.8 % | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2014 შეფასებით | 3 871 643 | ||||
- | 1991 აღწერა | 4 377 053 | ||||
მშპ (მუპ) | 2014 შეფასებით | |||||
- | სულ | $49.241 მილიარდი | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $9,986 | ||||
აგი (2013) | 0.735 (მაღალი) (81-ე) | |||||
ვალუტა | კონვერტირებადი მარკა (BAM ) | |||||
დროის სარტყელი | UTC+01:00 | |||||
- | ზაფხულის (DST) | UTC+02:00 (UTC) | ||||
ქვეყნის კოდი | BIH | |||||
Internet TLD | .ba | |||||
სატელეფონო კოდი | 387 | |||||
1საპრეზიდენტო საბჭოს წევრი: სერბი. |
1945 წლიდან იყო იუგოსლავიის ფედერაციაში შემავალი ერთ-ერთი რესპუბლიკა. 1990 წლის არჩევნების შემდეგ სათავეში ნაციონალისტები მოვიდნენ. სერბულ-ხორვატული კონფლიქტი გავრცელდა ბოსნიის ტერიტორიაზეც და 1991 წელს სერბთა არმიამ დაიკავა მოსაზღვრე რაიონები. რესპუბლიკამ გამოაცხადა სუვერენიტეტი, რასაც წინ აღუდგა სერბი მოსახლეობა. გაჩაღდა კონფლიქტი ეროვნულ ნიადაგზე. 1992 წელს ევროკავშირმა და აშშ-მ ცნო ბოსნია-ჰერცეგოვინის დამოუკიდებლობა. იმავე წელს მიღებულ იქნა გაეროს შემადგენლობაში. გაეროს კონტინგენტისა და ნატოს ჯარების ჩარევის შედეგად მოხერხდა კონფლიქტის შეჩერება. 1997 წელს ჩატარდა მრავალეროვნული არჩევნები. ჯერ კიდევ არ არის მოწესრიგებული ურთიერთობები ეთნიკურ ჯგუფებს შორის. დეიტონის შეთანხმებით აქ ფაქტობრივად გაეროს პროტექტორატია დამყარებული.
ქვეყანა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, მოიცავს ორი ისტორიულ-გეოგრაფიული ოლქის ბოსნიისა და ჰერცეგოვინის მიწებს. მისი მოსაზღვრე ქვეყნებია: სერბია, მონტენეგრო და ხორვატია. ფართობი - 51 129 კვ. კმ.
ქვეყნის ტერიტორიაზე ამჟამად სამი პოლიტიკურ-ეთნიკური ერთეულია: სერბიული რესპუბლიკა, მუსულმანურ-ხორვატული ფედერაცია, აგრეთვე საერთაშორისო ზედმხედველობის ქვეშ მყოფი ბრჩკოს რაიონი.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ბოსნია და ჰერცეგოვინა, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.