სამოქალაქო თავისუფლება

სამოქალაქო თავისუფლება — ლიბერალი მთავრობების მიერ წამოყენებული გარანტიები და თავისუფლებები, სათანადო სამართლებრივი პროცედურა ადამიანის უფლებების შეზღუდვის დაუშვებლობასთან დაკავშირებით.

ქვეყნების მიხედვით განსხვავდება ამ ტერმინის გამოყენებაც, სამოქალაქო თავისუფლება შესაძლოა მოიცავდეს სინდისის თავისუფლებას, პრესის თავისუფლებას, რელიგიის თავისუფლებას, გამოხატვის თავისუფლებას, შეკრების თავისუფლებას, უსაფრთხოების უფლება, სიტყვის თავისუფლება, საკუთრების უფლება, კანონის წინაშე თანასწორუფლებიანობა, სამართლიანი სასამართლოს უფლება და სიცოცხლის უფლება. სამოქალაქო თავისუფლებებში ასევე შედის საკუთრების ქონის უფლება და თავდაცვის უფლება. სამოქალაქო თავისუფლებებსა და სხვა სახის თავისუფლებებს შორის განსხვავება გამოიხატება პოზიტიურ თავისუფლებებსა/უფლებებსა და ნეგატიურ თავისუფლებებს/უფლებებს შორის განსხვავებაში.

ზოგადი მიმოხილვა

სამოქალაქო თავისუფლება 
გატეხილი თავისუფლება: სტამბოლის არქეოლოგიური მუზეუმი

ბევრ თანამედროვე სახელმწიფოს აქვს კონსტიტუცია, უფლებათა ბილი ან კონსტიტუციის მსგავსი სხვა დოკუმენტები, რომლებიც ამავე ქვეყანაში უზრუნველყოფენ ადამიანის სამოქალაქო უფლებათა დაცვას. სხვა სახელმწიფოებს მიღებული აქვთ იმავე სახის კანონები, რომელთა შორისაა მაგალითად ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და საერთაშორისო ხელშეკრულება სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებზე. ზოგიერთი სამოქალაქო უფლებების არსებობა და მათი გავრცელება სადავო საკითხია. ასეთი უფლებების რიცხვს მიუკუთვნება საკუთრების უფლება, სქესობრივი უფლებები და სამოქალაქო ქორწინება. ასევე საკამათოა სამოქალაქო თავისუფლების შელახვისას მსხვერპლის გარეშე დანაშაულის არსებობა. შემდეგი საკითხია სახელმწიფოში საგანგებო მდგომარეობის ან საბრძოლო მოქმედებების პერიოდში შეუძლია თუ არა ხელისუფლებას შეზღუდოს სამოქალაქო თავისუფლებები და თუ შეუძლია რა ხარისხით.

სამოქალაქო თავისუფლებების ოფიციალური კონცეფცია დათარიღებულია 1215 წელს შემუშავებული თავისუფლების დიდი ქარტიის დოკუმენტით, რომელიც თავის მხრივ უკვე არსებულ დოკუმენტზე - თავისუფლების ქარტიაზე - იყო დაფუძნებული.

აზია

ჩინეთი

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კონსტიტუცია (რომელიც მხოლოდ კონტინენტური ჩინეთის ტერიტორიაზე ვრცელდება ჰონგ-კონგის, მაკაოსა და ტაივანის გამოკლებით), განსაკუთრებით მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებებისა და ვალდებულბების ნაწილი, ითვალისწინებს სამოქალაქო თავისუფლებების დაცვას. ტაივანს, რომელიც გამოყოფილია ჩინეთისგან, საკუთარი კონსტიტუცია აქვს.

ინდოეთი

ინდოეთის კონსტიტუციის მესამე ნაწილი, რომლითაც ადამიანის ფუნდამენტური უფლებებია გათვალისწინებული, იცავს ინდოეთის მოქალაქეების თავისუფლებებს და უზრუნველყოფს მათ მშვიდობიან ცხოვრებას სახელმწიფოში. ექვსი ფუნდამენტური უფლება მოიცავს თანასწორუფლებიანობას, თავისუფლების უფლებას, ექსპლუატაციის აკრძალვის უფლებას, რელიგიის თავისუფლებას, კულტურულ და საგანმანათლებლო უფლებებსა და ბოლოს კონსტიტუციური დაცვის საშუალებების გამოყნების უფლებას.

ყველა ადამიანს განურჩევლად რასისა, რელიგიისა, კასტისა თუ სქესისა აქვს უფლება მიმართოს პირველი ინსტანციის სასამართლოებსა და უზენაეს სასამართლოს საკუთარი ფუნდამენტური უფლებების დაცვის მიზნით. საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით უფლების დაცვისათვის არ არის აუცილებელი რომ ის მსხვერპლი იყოს, შესაძლოა მესამე მხარემ შეიტანოს სასამართლოში განაცხადი ფუნდამენტური უფლების დარღვევაზე. ეს უკანასკნელი ცნობილია როგორც „საზოგადოებრივი ინტერესის სასამართლო პროცესი“. მედიის ცნობებზე დაყრდნობით სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების მოსამართლეებსაც შეუძლიათ საქმის აღძვრა.

ფუნდამენტური უფლებები ხაზს უსვამს თანასწორუფლებიანობას და საკუთარი მოქალაქეებსათვის, მიუხედავად მათი წარმომავლობისა, უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ინსტიტუცებისა და უფლებების დაცვის ხელმისწავდომობას. მაშინ როდესაც სიცოცხლის უფლება და პირად ცხოვრების თავისუფლება ვრცელდება ყველა მოქალაქეზე, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება მხოლოდ ინდოეთის მოქალაქეებისთვისაა (მათ შორის არარეზიდენტები) გათვალისწინებული.

იაპონია

1947 წლიდან იაპონიას, ქვეყანა რომელშიც მმართველბის ფორმად კონსტიტუციური მონარქიაა და სოციალურად „კონსერვატიული საზოგადოებითაა დაკომპლექტებული, სადაც ცვლილებები თანმიმდევრულად მიმდინარეობს“, მიღებული აქვს ადამიანის უფლებების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გამორჩეული კონსტიტუცია. ძალიან ბევრ საკითხში იაპონიიის კონტიტუცია ჰგავს 1964 წელს მიღებულ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მიღებულ სამოქალაქო უფლებების აქტს, რადგან სწორედ ამ პერიოდში იაპონია კავშირის ქვეყნების მიერ იყო ოკუპირებული. ამ კონსტიტუციას ეჭვის თვალით უყურებდნენ მმართველ რიგებში, მაშინ როდესაც ჩვეულებრივი მოქალაქეები მხარს უჭერდნენ მას და მიაჩნდათ რომ კონსტიტუცია „არსებითი ცვილებებისკენ დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო“. მოკლე მიმოხილვის სახით კონტიტუცია ეხება ინდივიდების ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, კონკრეტულად განსაზღვრულია მე-10 დან მე-40 მუხლებამდე. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მუხლია 25-ე, რომელიც იცავს ადამიანის ღირსების უფლებას და აყალიებებს შემდეგს: „ადამიანებს უნდა ჰქონდეთ უფლება მინიმალური სტანდარტების მიხედვით შეინარჩუნონ ჯანსაღი და კუტურული ცხოვრება.“

მიუხედავად ლიბერალური კონსტიტუციების მიღებისა, რომელიც ხშირად იწოდება „ომის შემდგომ კონტიტუციად“ ან „მშვიდობის კონსტიტუციად“, იაპონიის ხელისუფლების ელიტა ცდილოდა ღია და პლურალისტური საზოგადოების ჩამოყალიბებას. მეორე მსოფლიოს ომის შემდეგაც, როდესაც 1952 წელს კავშირის ქვეყნებმა დატოვეს იაპონიის ტერიტორია, იაპონია მუდმივად საერთაშორისო კრიტიკის ქვეშ იყო მოქცეული. ამის მიზეზი იყო იაპონიის მიერ გატარებული პოლიტიკა, რომელიც არ აღიარებდა ომის დანაშაულებს, ვერ ინარჩუნებდა პრესის თავისუფლებას, მიმდინარეობდა რელიგიური დისკრიმინაცია, ასევე მოიკოჭლებდა ბავშვების, ქალების, უმცირესობებისა და უცხოელების დაცვის სფეროში, ბოლო პერიოდში კი, სისტემატური ჩაგვრა ლგბტ საზოგადოების.

ადამიანის უფლებების კანონპროექტის მიღების პირველი იაპონურ მცდელობად ითვლება XIX საუკუნეში შემუშავებული ე.წ. მეიჯის კონტიტუცია (1890), რომელიც პრუსიისა და დიდი ბრიტანეთის კონსტიტუციების მოდელების ნაზავს წარმოადგენდა. ამ კონსტიტუციამ არასაკმარისი გავლენა მოახდინა კანონის უზენაესობის პრინციპის დამკვიდრებაში, ისევე როგორც ზოგადად ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების კულტურის შეცვლაზე. საბოლოოდ იაპონიის მოკლე და მიზანმიმართულმა პოლიტიკამ ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ქვეყანა აქცია საერთაშორისო და ინდივიდუალური თავისუფლების დაცვის ჩემპიონად.

მიუხედავად იაპონურ კულტურასა და ლიბერალურ კონსტიტუციონალიზმის შორის არსებული განსახვავებებისა ამ სახელმწიფომ შეძლო ნაბიჯ-ნაბიჯ შეემცირებინა სასამართლო ცნებასა და უშუალო პრაქტიკას შორის არსებული სიცარიელე. 1979 წელს დეიტმა (იაპონიის პარლამენტმა) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონპროექტს მოაწერა ხელი, 1985 წელს დასაქმების სფეროში მიიღო ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანოს შესახებ კანონი, ამას გარდა გაატარა მრავალი რეფორმა ადამიანების უფლებათა დაცვის სფეროში, რაც ერთიანი და დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბების ძირითადი წინაპირობა გახდა.

ავსტრალია

სამოქალაქო თავისუფლება 
1900 წლის ავსტრალიის კონსტიტუცია

ავსტრალიას არ აქვს მოქმედი ადამიანის უფლებათა პაქტი ან მსგავსი იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტი, მაგრამ სამოქალაქო თავისუფლებების დაცვას უზრუნველყოფს მთელი რიგი წესებისა და რატიფიცირებული კონვენციების გზით. ავსტრალია იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელიც მონაწილეობას იღებდა 1948 წლის გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის შემუშავებაში. შემდგომში მისი ერთ-ერთი პირველი ხელმომწერი სახელმწიფოც გახდა.

ავსტრალიის კონსტიტუცია ნამდვილად მწირე ჩამონათვალს ითვალისწინებს, როგორიცაა რელიგიის თავისუფლება და უცხოელი რეზიდენტების დისკრიმინაციის აკრძალვა (ისტორიული ცრურწმენა, რომელიც ეფუძვნება სხვა ქვეყნის რეზიდენტების უხეშ მოპყრობას).

ევროპა

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში მოქმედებს (გარდა ბელარუსიისა). მასში გაერთიანებულია სამოქალაქო თავისუფლებები და ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოში სხვადასხვა კონსტიტუციური ძალის მქონეა.

ხავეროდოვანი რევოლუციის შემდეგ ჩეხოსლოვაკიაში გატარდა მთელი რიგი საკონსტიტუციო რეფორმები. 1991 წელს მიიღეს ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების ქარტია, რომელიც ისეთივე იურიდიული ძალის მქონე იყო, როგორც კონსტიტუცია. ჩეხოსლოვაკიის დაშლის შემდეგ კი ჩეხეთის რესპუბლიკაში ქარტიამ სრული სახე და ძალა შეინარჩუნა.

საფრანგეთში 1789 წელს, რევოლუციის პერიოდში, მიღებულმა ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაციამ სამოქალაქო თავისუფლებების მთელი რიგი სფეროები მოიცვა, რომელსაც ასევე კონსტიტუციური ძალა ჰქონდა.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ძირითადი კანონი, „გრუნდგეზეთსი“, იწყება სამოქალაქო თავისუფლებების ჩამონათვალით, პირველ ნაწილი ითვალისწინებს შემდეგს: „ადამიანის ღირსება ხელშეუვალია. მისი დაცვა და პატივისცემა ყველა საჯარო ხელისფულების მთავარი პრიორიტეტი და მოვალეობა უნდა იყოს.“ „ავსტირული სისტემის“ შედეგად ყველა ინდივიდს მიენიჭა უფლება მათი სამოქალაქო უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართონ გერმანიის ფედერალურ საკონსტიტუციო სასამართლოს. ამ პროცედურამ წლების განმავლობაში უზრუნველყო გერმანული სამართლის ჩამოყალიბება.

გაერთიანებულმა სამეფომ სამოქალაქო თავისუფლებების დაცვა ჯერ კიდევ 1215 წელს თავისუფლების დიდი ქარტიის მიღებით დაიწყო, რასაც შემდგომში მოჰყვა XVII საუკუნეში განვითარებული პრეცედენტული სამართლის ჩამოყალიბება, რომელზეც დაფუძნდა ანგლო-ამერიკული სამართლის სისტემა. 1679 წელს გაერთიანებულმა სამეფომ მიიღო ჰაბეას კორპუს აქტი, ხოლო 1689 წელს უფლებათა ბილი. ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რეფორმად სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების განვითარების სფეროში.

ლიტერატურა

  • Dershowitz, Alan. "Preserving Civil Liberties." დაარქივებული 2009-07-10 საიტზე Wayback Machine. Reflections on the Fractured Landscape, spec. sec. of Chronicle of Higher Education, Chronicle Review, September 28, 2001. Accessed August 11, 2006.
  • Smith, Jean Edward, and Herbert M. Levine. Civil Liberties and Civil Rights Debated. Englewood Cliffs, NJ: Prentice Hall, 1988.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

სამოქალაქო თავისუფლება ზოგადი მიმოხილვასამოქალაქო თავისუფლება აზიასამოქალაქო თავისუფლება ავსტრალიასამოქალაქო თავისუფლება ევროპასამოქალაქო თავისუფლება ლიტერატურასამოქალაქო თავისუფლება რესურსები ინტერნეტშისამოქალაქო თავისუფლება სქოლიოსამოქალაქო თავისუფლებაგამოხატვის თავისუფლებაპრესის თავისუფლებარელიგიის თავისუფლებასიტყვის თავისუფლებასიცოცხლის უფლება

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

აუტიზმიაზიის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითეკვატორული კლიმატური სარტყელიგიორგი V ბრწყინვალევერცხლიბუნებრივი რესურსებიფრანც შუბერტიშენგენის ზონათანდებულიიაპონიანეიტროფილებიბოშებისაფრანგეთ-რუსეთის ომი (1812)ოშკიბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)ირანისეფსისიადაპტაციაბზობაჩარლი ჩაპლინიტუტე ლითონებიმშვილდოსანი (ასტროლოგია)ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი25 აპრილიზაქარია ფალიაშვილიჯვაროსნული ლაშქრობებიმურა დათვიავტორიტარიზმიგამარჯვების დღეთემურლენგის ლაშქრობები საქართველოშიკონსტიტუციაფოცხვერიისლამიეთიოპიასაქართველო-ევროპის კავშირის ურთიერთობებიგიორგი მამარდაშვილიევროპის საბჭოარაგვიადიშის ოთხთავიქალწული (ასტროლოგია)პოტსდამის კონფერენციანიდერლანდებიოცდაათწლიანი ომიტერორიზმირელიგიასაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშიფანდურიიუსტინიანე Iქართლის სამეფორუსული დამწერლობანაწლავებიკულტურამარი ანტუანეტიდისიდენტიგონიოს ციხესაქართველოს სახელმწიფო ჰიმნისაქართველოს ქალაქებიცივი ომიკახა კალაძეკავკასიამინერალებივინსენტ ვან გოგიკვადრატიშინაური კატააღმოსავლეთი საქართველოვახტანგ VIჰარი პოტერიჰიმალაინაციონალიზმიუკრაინაკვიპროსიწრეწირიწიგნი სიბრძნე სიცრუისაელენე ახვლედიანიგარემოს დაბინძურებაგამოფიტვასაქართველოს დემოგრაფიავიკისაწყობიმასონობა🡆 More