ჩეხოსლოვაკიის დაშლა (ჩეხ.
ამ მოვლენას ”ხავერდოვანი რევოლუცია” ეწოდა იმიტომ, რომ ის უსისხლოდ განხორციელდა. ის ორ ნაწილად გაიყო - ჩეხეთის რესპუბლიკა და სლოვაკეთი.
ხავერდოვანმა რევოლუციამ დაამხო ჩეხეთის კომუნისტური ხელისუფლება და მოხდა ახალი დემოკრატიული მთავრობის ფორმირება.
ჩეხოსლოვაკია დაარსდა პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, ავსტრია-უნგრეთის იმპერიის დაშლის შედეგად. 1917 წელს, შედგა შეხვედრა პიტსბურგში, (პენსილვანიაში, ]]ამერიკის შეერთებული შტატები]]), სადაც ჩეხოსლოვაკიის მომავალმა პრეზიდენტმა ტომაშ გარიგ მასარიკმა და ჩეხეთის და სლოვაკეთის სხვა წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს პიტსბურგის შეთანხმებას, რომლის თანახმად დაარსდა ახალი სახელმწიფო ჩეხოსლოვაკია. იგი შედგებოდა ორი თანასწორი ერის - სლოვაკებისა და ჩეხებისაგან. ამის შემდეგ, მალე ფილოსოფოსი ედუარდ ბენეში გამოვიდა დიდი ერთიანობის და საერთო ნაციის იდეით.
ზოგიერთი სლოვაკი არ იყო ამ იდეის მომხრე. 1939 წელს ჰიტლერის ზეწოლით შეიქმნა სლოვაკეთის პირველი რესპუბლიკა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ჩეხოსლოვაკია ევროპის რუკიდან საერთოდ გაქრა. ომის დასრულების შემდეგ ის კვლავ აღსდგა, თუმცა მალევე მოექცა საბჭოთა იმპერიის გავლენის ქვეშ.
1968 წელს ფედერაციის საკონსტიტუციო კანონმა ოფიციალურად აღადგინა 1917 წლის ტიპის ფედერალური სტრუქტურა, მაგრამ ”ნორმალიზაციის” პერიოდის განმავლობაში 1970-ან წლებში, ჰუსაკმა (თუმცა ის იყო სლოვაკი) პრაღის კონტროლის ქვეშ დააბრუნა ბევრი რამ. ასეთმა მიდგომამ წაახალისა კომუნიზმის დაცემის შემდეგ სეპარატიზმის ზრდა.
1991 წელს ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი ჩეხეთში 20% უფრო მაღალი იყო, ვიდრე სლოვაკეთში, მაგრამ მისი ზრდა იმედის მომცემი არ იყო გრძელვადიან პერსპექტივაში. 1991 წელს შეწყდა ჩეხეთიდან სლოვაკეთში თანხების ტრანსფერი, რომელიც აქამდე, როგორც წესი, ისე ხორციელდებოდა.
მრავალი ჩეხი და სლოვაკი იყო ჩეხოსლოვაკიის შემდგომი ფედერალური თანაცხოვრების მომხრე, თუმცა ზოგიერთი სლოვაკური პარტია გამოდიოდა სლოვაკეთის ეროვნული დამოუკიდებლობის და სრული თავისუფლების ლოზუნგით. მომდევნო წლებში სლოვაკეთის პოლიტიკურ პარტიებში ჩეხები ან საერთოდ არ ფიგურირებდნენ ან ძალიან მცირე რაოდენობით და პირიქით. ასეთ სიტუაციაში მთავრობამ მოითხოვა მუდმივი კონტროლი პრაღიდან. სლოვაკები განაგრძობდნენ დეცენტრალიზაციის მოთხოვნას.
1992 წელს ვაცლავ კლაუსმა და მისმა თანამოაზრეებმა წამოაყენეს ლოზუნგი - უფრო მჭიდრო ფედერაციის ("სიცოცხლისუნარიანი ფედერაცია") ან ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო. ვლადიმირ მეჩიარი და სხვა წამყვანი სლოვაკი პოლიტიკოსები ფიქრობდნენ რაღაც სხვა, განსაკუთრებული სახის კონფედერაციაზე. ორივე მხარემ დაიწო ივნისის თვეში ხშირი და ინტენსიური მოლაპარაკებები. შეხვედრაზე მხარეებმა გაიხსნა ხშირი და ინტენსიური მოლაპარაკებების ივნისში. 17 ივლისს სლოვაკეთის პარლამენტმა მიიღო სლოვაკი ერის დამოუკიდებლობის დეკლარაცია. ექვსი დღის შემდეგ, კლაუსი და მეჩიარი შეთანხმდნენ შეეწყვიტათ შეხვედრა. ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი გადადგა იმის ნაცვლად, რომ დაეცვა ჩეხოსლოვაკია დაშლისაგან, რომელსაც ეწინააღმდეგებოდა მოსახლეობის დიდი უმრავლესობა. 1992 წლის სექტემბერში ჩატარებული გამოკითხვით დაშლის მომხრე იყო მხოლოდ 37% სლოვაკი და 36% ჩეხი.
მოლაპარაკებების მიზანი გახდა მშვიდობიანი გაყოფა. 13 ნოემბერს ფედერალურმა კრებამ მიიღო კონსტიტუციის 541-ე აქტი, რომლის თანახმად სახელმწიფო ქონება ჩეხეთსა და სლოვაკეთს შორის თანაბრად უნდა განაწილებულიყო. 25 ნოემბერს მიღებული კონსტიტუციის 542-ე აქტის თანახმად, ისინი შეთანხმდნენ ჩეხოსლოვაკიის განაწილებაზე 1992 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით.
გაყოფა მოხდა ყოველგვარი ზეწოლის გარეშე, როგორც ამბობენ, ”ხავერდოვნად” ან ”ხავერდოვანი რევოლუციის” გზით, რომელსაც წინ უძღოდა მასობრივი მშვიდობიანი დემონსტრაციები და მოქმედებები, განსხვავებით სხვა პოსტკომუნისტური ქვეყნების დაშლისაგან (მაგ: საბჭოთა კავშირი და იუგოსლავია), რომელთაც თან ახლდა მასობრივი კონფლიქტები და არეულობანი.
არსებობდა ჩეხოსლოვაკიის გაყოფის რიგი მიზეზები. მაგ:
საზოგადოების ერთი ნაწილი ქვეყნის გაყოფას აუცილებლობას უკავშირებდა. ისინი მიანიშნებდნენ რამდენიმე მიზეზს:
საზოგადოების მეორე ნაწილი ქვეყნის დაყოფას უკავშირებს საერთაშორისო ფაქტორებს, როგორიცაა
რამდენადაც ჩეხოსლოვაკიის გერბი შედგენილია მისი შემადგენელი ისტორიული რაიონების სიმბოლოებით, თითოეულმა რესპუბლიკამ უბრალოდ, შეინარჩუნა საკუთარი სიმბოლო - ჩეხეთმა ლომის და სლოვაკეთმა ორმაგი ჯვარის. იგივე პრინციპი გამოყენებულ იქნა ჩეხოსლოვაკიის ორენოვანი ჰიმნის ორად გაყოფის დროს. სადავო გახდა მხოლოდ დროშა.
1990-1992 წლებში ჩეხოსლოვაკიის დროშა წარმოადგენდა წითელი და თეთრი ფერების კომბინაციას (ის პოლონეთის დროშისაგან გამოირჩეოდა მხოლოდ ფერების პროპორციებით.). დიდი ძიების შემდეგ გადაწყდა - ჩეხოსლოვაკიის დროშის შენახვა მნიშვნელოვანი ცვლილებებით.
ეროვნული ტერიტორია გაიყო შიდა საზღვრების მიხედვით. მიუხედავად ამისა, საზღვარი არ ყოფილა მკაფიოდ გამიჯნული გარკვეულ წერტილებსა და რაიონებში. ზოგან საზღვარი კვეთდა ქუჩას, მისასვლელ გზას და თემებს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში არსებობდა. ყველაზე სერიოზული პრობლემები წარმოიქმნა შემდეგ ოლქებში:
უმრავლესობა ფედერალური აქტივებისა გაყოფილიქნა 2/1-თან თანაფარდობით (დაახლოებით ჩეხეთისა და სლოვაკეთის მოსახლეობასტან შესაბამისად), მათ შორის არმიის შეიარარება, სარკინიგზო და საავიაციო ინფრასტრუქტურა. ზოგიერთი უმნიშვნელო დავა (მაგ: ოქროს მარაგზე, რომელიც ინახებოდა პრაღაში.) გაგრძელდა დაშლიდან რამდენიმე წელიწადს.
თავიდან ძველი ჩეხოსლოვაკიური ვალუტა, ჩეხოსლოვაკიური კრონა გამოიყენებოდა ორივე ქვეყანაში მიმოქცევის საშუალებად. ეკონომიკური ზარალის შიშმა ჩეხეთის მხარეს გამოიწვია ორი ქვეყნის მიერ ორი ეროვნული ვალუტის შექმნა ჯერ კიდევ 1993 წლის დასაწყისში. დასაწყისში ვალუტებს ჰქონდა თანაბარი გაცვლითი კურსი, მაგრამ მოგვიანებით სლოვაკურმა კრონამ დევალვაცია განიცადა (დაახლოებით 30%, 2004 წელს დაახლოებით 25-27%). 1993 წლის 2 აგვისტოდან დაწყებული ორი ვალუტა გამოირჩევა განსხვავებული მარკებით და ძველ ვალუტასთან კავშირსაც ამჟღავნებენ.
2009 წლის 1 იანვრიდან სლოვაკეთმა მიიღო თავის ვალუტად ევრო. ჩეხური მხარე აგრძელებს ჩეხური კრონას გამოყენებას.
არც ჩეხეთი და არც სლოვაკეთი არ აცხადებდნენ პრეტენზიას, როგორც ჩეხოსლოვაკიის ერთადერთი მემკვიდრე სახელმწოფო. ამის გამო გაეროში ჩეხოსლოვაკიის წევრობა შეწყდა, მაგრამ 1993 წელს გაერომ ჩეხეთი და სლოვაკეთი ცალკ-ცალკე მიიღო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები.
რაც შეეხება სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებს, ჩეხეთი და სლოვაკეთი შეთანხმდნენ - დაეცვათ ჩეხოსლოვაკიის სახელშეკრულებო მოვალეობები. ამდენად, მიღებულია, რომ ჩეხოსლოვაკიის მიერ მიღებული, ხელმოწერილი და რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებები ძალაში დარჩა და ორივე ქვეყანა თანაბრად აღიარებს და პატივს სცემს მათ.
ჩეხოსლოვაკიის მემკვიდრე ორივე სახელმწიფომ დაშლის შემდეგაც დიდხანს განაგრძო ქვეყნის კოდის გამოყენება + 42. 1997 წლის 28 თებერვალს შეიცვალა ეს კოდი და ორივე ქვეყანას ცალკ-ცალკე მიენიჭათ კოდები: + 420 ჩეხეთის რესპუბლიკას და + 421 სლოვაკეთს. სატელეფონო ზარები ორ ქვეყანას შორის პირდაპირია და არ საჭიროებს საერთაშორისო ზარების ქსელის გამოყენებას.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ჩეხოსლოვაკიის დაშლა, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.