სამია სულუჰუ

სამია სულუჰუ (დ.

27 იანვარი, 1960, ზანზიბარის სასულთნო) — ტანზანიელი პოლიტიკოსი, ჩამა ჩა მაპინდუზის პარტიის წევრი. ტანზანიის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ქალი, ტანზანიის პირველი ქალი პრეზიდენტი 2021 წლის 18 მარტიდან. 2010-2015 წლებში იყო პარლამენტის წევრი ქალაქ მაკუნდუჩიდან.

სამია სულუჰუ
სამია სულუჰუ
ტანზანიის პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა18 მარტი, 2021
წინამორბედიჯონ მაგუფული

ტანზანიის მე-10 ვიცე-პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
5 ნოემბერი, 2015 – 18 მარტი, 2021
პრეზიდენტიჯონ მაგუფული
წინამორბედიმოჰამედ ღარიბ ბილალი

ტანზანიის პარლამენტის წევრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2010 – 2015

დაბადებული27 იანვარი, 1960
ზანზიბარის სასულთნო
ეროვნებატანზანიელი
პოლიტიკური პარტიაჩამა ჩა მაპინდუზი
მეუღლეჰაფიდ ამეირი
შვილები4
საიტიhttp://samia.or.tz/

ბიოგრაფია

სამია სულუჰუ დაიბადა ზანზიბარის სასულთნოში, 1960 წლის 27 იანვარს. სწავლის დასრულების შემდეგ, 1977 წელს მუშაობა დაიწყო დაგეგმარებისა და განვითარების სამინისტროში. 1986 წელს დაასრულა მენეჯმენტის განვითარების ინსტიტუტი (ამჟამად მზუმბეს უნივერსიტეტი) და დაეუფლა საჯარო მმართველობის დიპლომს. 1992-1994 წლებში სწავლობდა მანჩესტერის უნივერსიტეტში და მიიღო ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი.

პოლიტიკური კარიერა

პოლიტიკაშია 2000 წლიდან, როდესაც აირჩიეს ზანზიბარის წარმომადგენელთა პალატის წევრად და პრეზიდენტ ამანი აბეიდ კარუმეს მთავრობაში მიიღო მინისტრის პორტფელი. 2010 წელს აირჩიეს ტანზანიის პარლამენტის წევრად მაკუნდუჩის საარჩევნო ოლქიდან, მიიღო ხმების 80 %. პრეზიდენტმა ჯაკაია კიკვეტემ დანიშნა კავშირის საქმეების მინისტრად.

2015 წელს მმართველი სოციალისტური პარტიის, ჩამა ჩა მაპინდუზის საპრეზიდენტო კანდიდატმა ჯონ მაგუფულიმ დაასახელა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად. , მათმა ტანდემმა გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში. 2021 წლის 18 მარტს, ჯონ მაგუფულის გარდაცვალების შემდეგ გახდა ქვეყნის პრეზიდენტი. იგი ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტია.

პირადი ცხოვრება

1978 წელს ცოლად გაჰყვა ჰაფიდ ამეირის. მათ ჰყავთ 4 შვილი.. მათი მეორე შვილი ვანუ ჰაფიდ ამეირი არის ზანზიბარის წარმომადგენელთა პალატის წევრი.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

სამია სულუჰუ ბიოგრაფიასამია სულუჰუ პოლიტიკური კარიერასამია სულუჰუ პირადი ცხოვრებასამია სულუჰუ რესურსები ინტერნეტშისამია სულუჰუ სქოლიოსამია სულუჰუ196020102015202127 იანვარიტანზანიაჩამა ჩა მაპინდუზი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

რთველიისლანდიასოფლის მეურნეობამელასაქართველოს დამოუკიდებლობის დღექართული დამწერლობაედუარდ შევარდნაძესაქართველოს სამეფოგრიგოლ რობაქიძეშუშანიკის წამებავულკანიპრიზმატელეფონების ნომრები საქართველოშიიუსტინიანე Iეროზიააღმოსავლეთი საქართველოფშავიწმინდა ნინოსაქართველოს მდინარეების სიაზოდიაქოქართლის ცხოვრებამიგრაციაკახეთის აჯანყება (1659)აგენტიქაქუცა ჩოლოყაშვილიშვედეთიდიმიტრი ყიფიანიისლამიალექსანდრე მაკედონელისაქართველო XII-XIII საუკუნეებშიმზეჩინეთის დიდი კედელიბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)ტროპიკული სარტყლებიათენისაქართველოს ფრინველთა სიარევაზ ინანიშვილიკალიებიმეორე მსოფლიო ომიანა კალანდაძეგოდერძის უღელტეხილილიონელ მესინიჰილიზმიანტარქტიდაადოლფ ჰიტლერიგალაკტიონ ტაბიძემიქელანჯელო ბუონაროტიკვადრატივინსენტ ვან გოგიჰორმონებიროდოსის კოლოსიაზიის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითნარკოტიკიხმოვანიევროპაკონსტიტუციასავიზო მოთხოვნები საქართველოს მოქალაქეებისთვისბორჯომი (წყალი)აზერბაიჯანისიონის ტაძარიმშვილდოსანი (ასტროლოგია)დედამიწის სტრუქტურაღორის სოლიტერიიასამანინიანგებიჯიქიკონსერვატიზმიშინაური ძაღლიკრწანისის ბრძოლანაციონალიზმიდედამიწის ისტორიამაგნიუმითავისუფლება (ფილოსოფია)შენგენის ზონაჯვაროსნული ლაშქრობებიძუძუმწოვრებიალექსანდრე ყაზბეგილადო გუდიაშვილიდავით III🡆 More