სამეკლესიიანი ბაზილიკა

სამეკლესიიანი ბაზილიკა — საქართველოში შემუშავებული ბაზილიკის თავისებური ვარიანტი (აღმოაჩინა და შეისწავლა გ.

ჩუბინაშვილმა). საქართველოს გარეთ უცნობია. გარედან არ განსხვავდება ჩვეულებრივი სამნავიანი ბაზილიკისაგან, მაგრამ შიგნით ნავები ერთმანეთისაგან გამოყოფილია არა ბოძებით, არამედ კედლებით, ე. ი. არსებითად აქ ერთ შენობაში გაერთიანებულია ერთმანეთთან კარებით დაკავშირებული 3 სამლოცველო ეკლესია, რომლებშიც დღის განმავლობაში ცალ-ცალკე რამდენიმეჯერ იხდიდნენ წირვას.

სამეკლესიიანი ბაზილიკის პირველი ნიმუშები VI საუკუნის შუა წლებს მიეკუთვნება. თანდათან მან უფრო ჩამოყალიბებული და რთული სახე მიიღო. გვერდის ეკლესიები (ნავები) ერთმანეთს დაუკავშირდა დასავლეთი შემაერთებელი გალერეით და შუა ეკლესიაში (ნავში) შესასვლელიც ამ გალერეიდანაა. ამავე დროს ჩნდება ახალი მოტივი - გვერდის ეკლესიების ორი ან სამთაღიანი ღია შესასვლელები.

სამეკლესიიანი ბაზილიკის ტიპის საკულტო ნაგებობები X საუკუნემდეე არსებობდა, შემდეგ აქა-იქ გვხვდება. სამეკლესიიანი ბაზილიკის ცნობილი ნიმუშებია VI-VII საუკუნეების ეკლესიები ზეგანში, ნეკრესის მონასტერში, ქვემო ბოლნისში, დმანისსა და სხვა.

ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 8, გვ. 717, თბ., 1984

Tags:

ბაზილიკაეკლესია (ნაგებობა)საქართველო

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონიბარსელონალაზებიმცხეთის ჯვრის მონასტერიკუბური მეტრიწრეწირივირუსებიფსორიაზიმიხეილ ხერგიანიალავერდისვანური ენახეოფსის პირამიდაფოცხვერივახტანგ I გორგასალიმსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითბულგარეთიფესახივიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელიდეციმეტრიანტონიმიპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშიხვიჩა კვარაცხელიაბიძინა ივანიშვილიარაპენეტრაციული სექსირუსუდანიისლამიჯაყოს ხიზნებიალკოჰოლური სასმელიმამუკა მდინარაძემსოფლიო მიზიდულობის კანონიწმინდა სამების საკათედრო ტაძარიევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიეპილეფსიამერაბ კოსტავაგიორგი ლეონიძენიდერლანდებიჰემანგიომაალეგორიასასმელი წყალისათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალისამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაგამზრდელი (პოემა)დავით კაჭარავარევაზ ინანიშვილისაქართველოს სახელმწიფო გერბიახალციხეაბო თბილელის წამებასახელმწიფო საზღვარიევერესტიჩრდილოეთი ამერიკაფეხბურთიცოტნე დადიანიკონსერვატიზმიაფრიკის ქვეყნების სიალონდონიაჭარადედამიწის ისტორიამიქელანჯელო ბუონაროტისაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიაბარბიტურატებიფიოდორ დოსტოევსკითელავიქუნთრუშარუსთავითბილისის ზღვაუჯრედიკომპასიბორჯომიგლობალიზაციამთვარეაზოგრიგოლ ხანძთელიკონსტანტინოპოლიბიშკეკითემურლენგიძველი ეგვიპტეთურქეთიუფლისციხეაბსცისა🡆 More