სახელმწიფო დუმა

სახელმწიფო დუმა (რუს.

სახელმწიფო დუმა არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: რუსეთის იმპერიის სახელმწიფო სათათბირო.

დუმის შენობა მდებარეობს მოსკოვის ცენტრში, მანეჟის მოედნიდან რამდენიმე მეტრში. მის წევრებს დეპუტატებს უწოდებენ. სახელმწიფო დუმამ ჩაანაცვლა რუსეთის უმაღლესი კრება, მას შემდეგ, რაც 1993 წლის საკონსტიტუციო კრიზისის გამო, ბორის ელცინმა ახალი კონსტიტუცია შეიმუშავა, რომელიც საყოველთაო რეფერენდუმით დამტკიცდა.

სახელმწიფო დუმა
Госуда́рственная ду́ма
ემბლემა
ტიპი
ორგანოს ტიპი რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების ქვედა პალატა
ხელმძღვანელები
თავმჯდომარე სერგეი ნარიშკინი, ერთიანი რუსეთი
2011-დან
სტრუქტურა
წევრები 450
Russian State Duma 2013.svg
პოლიტიკური ჯგუფები      ერთიანი რუსეთი (238)
     კომუნისტური პარტია (92)
     სამართლიანი რუსეთი (64)
     ლდპრ (56)
არჩევნები
საარჩევნო სისტემა პროპორციული
შერეულშევრებიანი პროპორციულ-მაჟორიტარული
ბოლო არჩევნები 4 დეკემბერი, 2011
სხდომების ადგილი
Фракция_ЕР_В_Зале_Пленарных_Заседаний_ГД.JPG
სახელმწიფო დუმის შენობა
მანეჟის მოედანი
მოსკოვი
საიტი
http://www.duma.gov.ru/ www.duma.gov.ru]

ისტორია

სახელმწიფო დუმა ჩამოყალიბდა 1906 წელს და ის რუსეთის პირველი არჩეული პარლამენტი იყო. მეფე ნიკოლოზ II-ის პირველი ორი მცდელობა, ის აქტიური გაეხადა, წარუმატებელი აღმოჩნდა. ამის შემდეგ, ყოველი დუმა შეკრებიდან რამდენიმე თვეში იშლებოდა. 1907 წლის საარჩევნო რეფორმის შემდეგ, ამავე წლის ნოემბერში, აირჩიეს მესამე დუმა, რომელიც ძირითადად ზედა კლასის წევრებისგან შედგებოდა, რადიკალური შეხედულებების ადამიანები კი დუმაში ვეღარ მოხვდნენ. 1905 წლის რევოლუციის შემდეგ დაარსებული დუმა რუსეთის ავტოკრატიულ სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებების მაუწყებელი იყო. გარდა ამისა, შემდეგში დუმამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რუსეთის ისტორიაში, რადგან ის თებერვლის რევოლუციის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი აღმოჩნდა, რომელმაც რუსეთში ავტოკრატიას ბოლო მოუღო.

1993 წლის დეკემბერში, ელცინის მხარდამჭერმა პარტიებმა არჩევნებში დუმის 175 ადგილი მოიპოვეს, მოწინააღმდეგე მემარცხენე ბლოკმა კი 125 ადგილი.

1990-იანი წლების მეორე ნახევარში, დუმა რეგიონული ლიდერებისა და ბიზნესმენების მხრიდან ლობირების საგანი გახდა, რადგან ისინი საგადასახადო ცვლილებებსა და საკანონმდებლო მფარველობას ელოდნენ.

2000-იანი წლების დასაწყისში, 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მოყოლებული, სახელმწიფო დუმის წარმმართველი ძალები იყვნენ პრეზიდენტის მხარდამჭერი პარტია „ერთობა“ და რუსეთის კომუნისტური პარტია.

უფლებამოსილებები

რუსეთის კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფო დუმას გააჩნია სპეციალური უფლებამოსილებები:

  • თანხმობა რუსეთის პრემიერ-მინისტრის დანიშვნაზე;
  • რუსეთის მთავრობის მუშაობის შედეგების ყოველწლიური მოსმენა;
  • რუსეთის მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება;
  • რუსეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის დანიშვნა და გათავისუფლება;
  • ბუღალტერთა პალატის თავმჯდომარისა და აუდიტორთა რაოდენობის ნახევრის დანიშვნა და გათავისუფლება;
  • რუსეთის სახალხო დამცველის დანიშვნა და გათავისუფლება;
  • ამნისტიის გამოცხადება;
  • რუსეთის პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება (მოითხოვს წევრთა ორ-მესამედს).

რუსეთის დუმას შეუძლია დეკრეტების გამოცემა.

მიმდინარე შემადგენლობა

ფრაქცია ლიდერი დეპუტატთა რაოდენობა ხმები არჩევნებზე
ერთიანი რუსეთი ვლადიმერ პუტინი 238 49.5%
რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტია გენადი ზიუგანოვი 92 19.2%
სამართლიანი რუსეთი სერგეი მირონოვი 64 13.2%
რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია ვლადიმერ ჟირინოვსკი 56 11.7%

რესურსები ინტერნეტში

Tags:

სახელმწიფო დუმა ისტორიასახელმწიფო დუმა უფლებამოსილებებისახელმწიფო დუმა მიმდინარე შემადგენლობასახელმწიფო დუმა რესურსები ინტერნეტშისახელმწიფო დუმაბორის ელცინიმოსკოვირეფერენდუმირუსეთის ფედერალური კრებარუსული ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ქართველ მოღვაწეთა პანთეონები მოსკოვშიბაგრატ IV (საქართველოს მეფე)ებრაელებინიკა არაბიძესაქართველოს ოქროს ხანაანგარიშთა გეგმაიმპრესიონიზმიკახეთიმდინარეთევზებიიაპონიაბაში-აჩუკივეფხვიქრისტეფორე კოლუმბიაუტიზმიაბანოთუბანიმარილებიათი მცნებასაქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტიუქმე დღეები საქართველოშიქალწული (ასტროლოგია)ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოალეგორიააფხაზეთირაბათის ციხეგველებივენერატუტე ლითონებიავსტრიაკოლხეთის სამეფოწყნარი ოკეანექართული ვაზის ჯიშებიცოტნე დადიანიძველი თბილისიდიდი გეოგრაფიული აღმოჩენებისისხლიპროტესტანტული რეფორმაციამარკ ტვენიოლიმპიური თამაშებითვითმმართველობაკუთხედავით IV აღმაშენებელიკახეთის აჯანყება (1659)თვითმფრინავის ბიჭების საქმეძუძუმწოვრებივატიკანიr1841დიდი ხუთშაბათისაქართველოს ტერიტორიული მოწყობასაქართველოს ფრინველთა სიადედამიწის ისტორიაიოსებ სტალინიჯემალ ქარჩხაძეოცდაათწლიანი ომირიცხვითი სახელიფშავილებომბოს მთებიკლიმატითემურლენგის ლაშქრობები საქართველოშივეშაპისნაირნიძველი ეგვიპტედანიაირანითავისუფლება (ფილოსოფია)მზის სისტემააფრიკის ქვეყნების სიაჰაერის დაბინძურებანაციონალ-სოციალიზმიმარშალის გეგმაბაზალეთის ტბაქართლისაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაეგვიპტეგრიგოლ რობაქიძემარჯნის რიფიალცჰაიმერის დაავადებამსოფლიოს უდიდესი ქალაქები🡆 More