რონ მაკგოვნი

რონ მაკგოვნი (ინგლ.

2 ნოემბერი, 1963, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია) — ამერიკელი მუსიკოსი, უკეთ ცნობილი როგორც მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის პირველი ბასისტი.

რონ მაკგოვნი
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი რონალდ მაკგოვნი
დაბ. თარიღი 2 ნოემბერი, 1962 (1962-11-02) (61 წლის)
დაბ. ადგილი ლოს-ანჯელესი
ჟანრ(ებ)ი მძიმე მეტალი, თრეშ მეტალი
საქმიანობა მუსიკოსი
ინსტრუმენტ(ებ)ი ბას-გიტარა
აქტიური 1981–1982, 1986–1988

მუსიკალური კარიერა

Leather Charm და მეტალიკა

1981 წლის ივნისში მაკგოვნიმ და მისი ბავშვობის მეგობარმა ჯეიმზ ჰეტფილდმა გიტარისტ ჰიუ ტანერთან ერთად შექმნეს ჯგუფი Leather Charm. ტანერი ჰეტფილდს მისი წინა ჯგუფიდან - ფანტომ ლორდიდან მოჰყვა.. ცოტა ხანში ჯგუფი ტანერმა დატოვა და ჩაანაცვლეს ტროი ჯეიმზით. დრამერ ჯიმ მულიგანის შემდგომმა წასვლამ გამოიწვია ჯგუფის დაშლა. გვიან 1981 წელს ჯეიმზმა დაიწყო თანამშრომლობა დრამერ ლარს ულრიხთან, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა მეტალიკა. მალე მათ დაიმატეს მაკგოვნი ბას-გიტარაზე და დეივ მასტეინი გიტარაზე.

მაკგოვნის გატარებული დრო მეტალიკაში არ იყო სასიამოვნო. მას ხშირად მოსდიოდა კამათი ლარსთან და დეივთან. განსაკუთრებით დაშინებული იყო დეივისგან, რომელმაც ერთხელ რონის ბას-გიტარაზე ლუდი გადაასხა, რის გამოც რონს დენმა დაარტყა და ოთახის ბოლომდე იფრინა. მაკგოვნიმ იგრძნო, რომ მისი როლი მეტალიკაში იყო უფრო მეტად ტრანსპორტის მიმწოდებლის და მონეტარული, ვიდრე პატივსაცემი წევრის. საბოლოოდ, ამ მზარდი დაძაბულობის გამო მან ჯგუფი დატოვა 1982 წლის 12 დეკემბერს. მალე იგი ჩაანაცვლეს კლიფ ბარტონით.

მიუხედევად პირადი კონფლიქტებისა მაკგოვნის გატარებული მცირე დრო მეტალიკაში იყო პროდუქტიული და მნიშვნელოვანი ძლიერ წარმატებული ჯგუფის ადრეულ სტადიაზე. მან ჩაწერა რამდენიმე დემო, მათ შორის ერთ-ერთი მის საკუთარ ავტოფარეხში, Power Metal და ყველაზე უფრო შესამჩნევი საკონცერტო შესრულება No Life 'til Leather. ჩანაწერი Hit The Lights მაკგოვნისთან ერთად შესულია ალბომში Metal Massacre Vol. 1.

მეტალიკის დატოვების შემდეგ რონს გული გაუტყდა მუსიკის დაკვრაზე და მისი მოწყობილობების უმეტესობა გაყიდა.

Phantasm

1986 წელს მაკგოვნი ჯგუფ ჰირაქსის ვოკალისტმა კეიტონ დე პენამ დაარწმუნა დაბრუნებოდა მუსიკას. ამ ორმა, ჯგუფ დეზის დრამერმა გენე ჰოგლანმა და კიდევ რამდენიმე მუსიკოსმა ჩამოაყალიბეს თრეშ მეტალ ჯგუფი Phantasm. ჯგუფმა გამოუშვა დემო, მაგრამ ალბომი არასოდეს ჩაუწერია. 1988 წელს ჯგუფი დაიშალა მის წევრებს შორის უთანხმოების გამო. 2001 წელს თრეშ ლეიბლმა Deep Six Records გამოუშვა Wreckage CD, ნაკრები, რომელიც შეიცავდა ჯგუფის იმავე სახელწოდების დემოს 1987 წლის კონცერტიდან.

პირადი ცხოვრება

მაკგოვნი შოტლანდიური წარმოშობისაა. ჰყავს ორი ვაჟი, ჯასტინი და ტაილერი, და ქალიშვილი, ჯორდანი. ამჟამად ცხოვრობს ჩრდილოეთ კაროლინაში.


რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

წინამორბედი:
პირველი
მეტალიკის ბასისტი
1982
შემდეგი:
კლიფ ბარტონი

Tags:

რონ მაკგოვნი მუსიკალური კარიერარონ მაკგოვნი პირადი ცხოვრებარონ მაკგოვნი რესურსები ინტერნეტშირონ მაკგოვნი სქოლიორონ მაკგოვნი19632 ნოემბერიაშშბას-გიტარაინგლისური ენაკალიფორნიალოს-ანჯელესიმეტალიკამუსიკოსიმძიმე მეტალი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

აფხაზეთის ომი (1992-1993)შფოთვითი აშლილობებიიაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმიშვიდი მომაკვდინებელი ცოდვაპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშიკოპენჰაგენიძველი ეგვიპტელუი XIVევროკავშირიIOSჰიპერბოლა (ენა)მწვადიორგაზმილეიკოციტოზირუსეთის ისტორიაევროკომისიაიუსტინიანე Iრენესანსიქართული ხალხური ცეკვებისაბერძნეთიაზიის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგიაCadillacდედამიწის დღენიდერლანდებიმეტამორფოზიდიდი გეოგრაფიული აღმოჩენებიარგონავტებიფემინიზმიბოროდინოს ბრძოლაგიორგი XIIმენსტრუაციასოკოებიბაგრატიონებიილია ჭავჭავაძეანა კალანდაძესაქართველოს სამხედრო წოდებებისასწორი (ასტროლოგია)ლევან აბაშიძე (მსახიობი)დუნაიხვიჩა კვარაცხელიაანტიკური ხანავენდეტაყივანახველამამუკა მდინარაძეკანადაევერესტიქუნთრუშატოლერანტობასამთა კავშირიმცხეთააპენდიციტიC ჰეპატიტიბუდაპეშტისამოქალაქო საზოგადოებაკულტურაკომუნიკაციავარსქენ პიტიახშიიალტის კონფერენციასაქართველოს სახელმწიფო ჰიმნი29 აპრილიგრიგოლ ორბელიანიშიზოფრენიამორალივანუატუთბილისის ეროვნული პარკიპაოლო იაშვილიიაკობ გოგებაშვილიაშშ-ის პრეზიდენტების სიამორფოლოგია (ენათმეცნიერება)წმინდა გიორგიწყნარი ოკეანეგიორგი III (საქართველოს მეფე)ფუტისუვერენიტეტიქართული ღვინომოდერნიზმიწმინდა სამების საკათედრო ტაძარი🡆 More