რანჩი: ქალაქი ინდოეთში

რანჩი — ინდოეთის შტატ ჯარხანდის დედაქალაქი.

წარსულში რანჩი ჯარხანდის მოძრაობის ცენტრი იყო, რომელიც სამხრეთ ბიჰარის, ჩრდილოეთ ოდიშას, დასავლეთ დასავლეთ ბენგალისა და დღევანდელი ჩატისგარჰის აღმოსავლეთ ნაწილის ტომების რეგიონებისთვის დამოუკიდებელი შტატის მოთხოვნით გამოდიოდა. ჯარხანდის შტატი 2000 წლის 15 ნოემბერს შეიქმნა ბიჰარის დანაყოფებისგან: ჩოტა-ნაგპურისა და სანთალ-პარგანასისგან. რანჩი ერთ-ერთია ას ინდურ ქალაქს შორის, რომლებიც „ჭკვიანი ქალაქის მისიის“ ფარგლებში „ჭკვიან ქალაქად“ გარდაქმნისთვის შეირჩა.

დასახლებული პუნქტი
რანჩი
ჰინ. राँची
ბენგ. রাঁচি
სანტ. ᱨᱟᱺᱪᱤ
რანჩი: ეტიმოლოგია, გეოგრაფია, დემოგრაფია
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
კოორდინატები 23°21′20″ ჩ. გ. 85°20′05″ ა. გ. / 23.35556° ჩ. გ. 85.33472° ა. გ. / 23.35556; 85.33472
ფართობი 652.02 კმ²
ცენტრის სიმაღლე 651±1 მეტრი
ოფიციალური ენა ჰინდი ენა და Santali
მოსახლეობა 1 073 440 (2011)
სატელეფონო კოდი 651
ოფიციალური საიტი http://www.ranchi.nic.in/
რანჩი — ინდოეთი
რანჩი

რანჩი ჯარხანდის შტატის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. ღირსშესანიშნაობებს შორისაა ჯაგანათის ტაძარი და რატუს სასახლე.

რანჩის ეკონომიკა სწრაფად იზრდება. ვითარდება პარკები, სპეციალური ეკონომიკური ზონები და სამრეწველო ტერიტორიები. რანჩს ხშირად „ჩანჩქერთა ქალაქადაც“ მოიხსენიებენ.

ეტიმოლოგია

ხალხური ლეგენდის თანახმად, კაპიტანმა ორაონის ტომის სოფელი „არჩი“ საკუთარი შტაბ-ბინისთვის შეარჩია. ადგილობრივი ნაგპურის დიალექტზე არჩი ბამბუკის ტყეს ნიშნავს. ბრიტანელებმა უყურადღებობის გამო მას არჩის ნაცვლად „რანჩი“ უწოდეს. კაპიტანმა თომას უილკინსონმა სოფელ კიშუნპურს რანჩი უწოდა. 1927 წლამდე ეს ადგილი რანჩის სახელით იყო ცნობილი.

თავის წიგნში, „მუნდაები და მათი ქვეყანა“, ანთროპოლოგი სარატ ჩანდრა როი წერს, რომ ქალაქის სახელწოდება მუნდარული სიტყვიდან, არანჩი , წარმოდგება. მეორე ვერსიით კი, ქალაქის სახელი მომდინარეობს „მოკლე ჯოხის“ დასახელებიდან, რომელსაც მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სარეკად იყენებდნენ. სხვა ვერსიით, არანჩი ორ კვირაში ერთხელ გამართული ბაზრის დასახელებაა.

კიდევ ერთი ადგილობრივი ლეგენდის მიხედვით, რანჩის სახელწოდება ადგილობრივი ჩიტის სახელიდან, რისიდან მომდინარეობს, რომელიც მეტწილად პაჰარი-მანდირის მიდამოებში ბინადრობს. რისი მუნდარის ენაზე ეწოდება შავ ძერასაც (Milvus migrans).

გეოგრაფია

რანჩი: ეტიმოლოგია, გეოგრაფია, დემოგრაფია 
თაგორის მთა

რანჩის გეოგრაფიული კოორდინატებია: ჩრდ. განედი 23°22′ და აღმ. გრძედი 85°20′. ქალაქი კირჩხიბის ტროპიკის მახლობლად მდებარეობს. რანჩის ფართობი 175 კმ²-ია. ქალაქი ზღვის დონიდან 651 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. გაშენებულია ჩოტა-ნაგპურის პლატოს სამხრეთ ნაწილსა და დეკანის პლატოს აღმოსავლეთ ნაწილში.

რანჩის ტოპოგრაფია გორაკ-ბორცვებისა და ხშირი ტროპიკული ტყეების კომბინაციითაა გამორჩეული, რის გამოც ქალაქის კლიმატი შტატის დანარჩენ ნაწილზე უფრო ზომიერია. აღსანიშნავია, რომ ხე-ტყის უკონტროლო ჭრის გამო ქალაქის საშუალო ტემპერატურა იზრდება.

კლიმატი

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით, რანჩი ჰუმიდური სუბტროპიკული კლიმატის (Cwa, სუბტროპიკული ოკეანური კლიმატი) სარტყელშია მოქცეული. მდებარეობისა და ტყეების გავლენით, ქალაქში უშვეულოდ რბილი კლიმატია. ზაფხულის ტემპერატურა 20-დან 42 °C-მდე მერყეობს, ხოლო ზამთრის ტემპერატურა 0-დან 25 °C-მდე იცვლება. ყველაზე ცივი თვეები დეკემბერი და იანვარია, რომლის დროსაც ზოგიერთ ადგილას ტემპერატურა შეიძლება გაყინვის წერტილამდე დაეცეს. საშუალო წლიური ნალექიანობის მაჩვენებელი 1 430 მმ-ს უდრის. ივნისიდან სექტემბრამდე ნალექიანობის მაჩვენებელი 1 100 მმ-ის ტოლია.

ჰავის მონაცემები — რანჩი
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
რეკორდულად მაღალი °C 31.6 35.0 39.0 43.4 43.1 43.3 38.0 34.6 34.5 33.2 32.0 29.8 43.4
საშუალო მაღალი °C 23.6 26.3 31.5 35.6 36.8 33.4 29.8 29.2 29.4 28.9 26.5 24.0 29.6
საშუალო დაბალი °C 9.8 12.6 16.8 21.2 23.3 23.5 22.7 22.4 21.8 18.6 13.6 9.9 18.0
რეკორდულად დაბალი °C 3.2 3.5 8.6 9.7 16.1 18.5 19.2 19.0 17.2 12.0 7.0 4.3 3.2
წვიმის საშუალო რაოდენობა (მმ) 16.7 21.2 25.0 21.8 61.7 249.4 336.6 319.1 247.3 76.6 10.8 11.6 1 397,7
წვიმიანი დღეები საშუალოდ 1.7 2.1 2.1 2.2 4.6 10.9 16.3 16.9 12.4 4.0 1.0 1.0 75.2
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) ) 47 40 31 29 39 64 82 83 78 65 54 50 55
წყარო: India Meteorological Department

დემოგრაფია

რელიგია რანჩიში (2011)
რელიგია პროცენტი
ინდუიზმი
  
64.31%
ისლამი
  
16.42%
სარნაიზმი
  
9.72%
ქრისტიანობა
  
8.52%
სხვა ან არარელიგიურები
  
1.03%

2011 წლის ინდოეთის აღწერის მიხედვით, რანჩის მუნიციპალური კორპორაცის მოსახლეობა 1 073 427 ადამიანს შეადგენს. ურბანული აგლომერაციის რაოდენობა 1 456 528 ადამიანს უდრის და ინდოეთს მასშტაბით 32-ე უდიდესი ურბანული აგლომერაციაა. მამაკაცები მოსახლეობის 52.1%-ს, ხოლო ქალები 47.9%-ს შეადგენენე. ქალაქში წერა-კითხვის ცოდნის დონე 87.68%-ის ტოლია. 2000 წელს ჯარხანდის შტატის შექმნასთან ერთად ქალაქში მოსახლეობის სწრაფი ზრდა დაიწყო. დასაქმების შესაძლებლობის ზრდასთან ერთად ქალაქში სამუშაოს მაძიებელი მიგრანტების ნაკადი წარმოიშვა.

ენა

რანჩის Lingua Franca ჰინდია. რეგიონული ენის სტატუსი აქვს ნაგპურს. ჰინდიზე 799 133 ადამიანი საუბრობს, ურდუზე ― 130 457, ბენგალურზე ― 37 450, კურუხზე ― 24 762, მუნდარიზე ― 24 858, ხოლო მაითილიზე ― 16 746.

რელიგია

რანჩის მოსახლეობის უმრავლესობა (64.31%) ინდუიზმის მიმდევარია. მეორე უმსხვილეს რელიგიურ ჯგუფს ისლამის მიმდევრები წარმოადგენენ (16.42%). რელიგიურ უმცირესობას წარმოადგენენ: ქრისტიანები ― 8.52%, სიქჰები ― 0.39%, ჯაიანისტები ― 0.22%, ბუდისტები ― 0.06% და სხვ.

რესურსები ინტერნეტში

რანჩი: ეტიმოლოგია, გეოგრაფია, დემოგრაფია 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Tags:

რანჩი ეტიმოლოგიარანჩი გეოგრაფიარანჩი დემოგრაფიარანჩი რესურსები ინტერნეტშირანჩი სქოლიორანჩი2000ბიჰარიდასავლეთი ბენგალიინდოეთიინდოეთის ადმინისტრაციული დაყოფაოდიშაჩატისგარჰიჯარხანდი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

აშშ-ის სამოქალაქო ომიგურამ დოჩანაშვილიმარშალის გეგმაფუტკრებიგიორგი მიქაუტაძეპოსტერითბილისის მეტროპოლიტენიევროპამზემსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითხორვატიაკონსერვატიზმიდიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენატუბერკულოზირომის დაარსებაალბერტ აინშტაინიზაფხულითევდორე კველთელიანანურის ციხემთლიანი შიდა პროდუქტიდონ კიხოტიბერძნული კოლონიზაციაგიორგი II (საქართველოს მეფე)ამაზონიჯაყოს ხიზნებისვეტიცხოველიბანგლადეშიგულიქაქუცა ჩოლოყაშვილიკლიმენტი წიტაიშვილითურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისიგნალ იდუნა პარკისვანებისაერთაშორისო ურთიერთობებიჩინეთისაჰარაოთარ კიტეიშვილილუდვიგ ვან ბეთჰოვენისამასი არაგველისაქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრებიინოლა გურგულიასაქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებიდეზოქსირიბონუკლეინის მჟავააზიის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითსვანური კოშკილამპრობასაქართველოს სამეფოოპერამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2022საქართველო XIII საუკუნეშინახშირბადიქართული ვაზის ჯიშებიბორუსია დორტმუნდი (საფეხბურთო კლუბი)ტყესეფსისიგეოგრაფიული გარსიბახტრიონის ბრძოლაარჩილ არველაძეგელზენკირხენიშავი ზღვადედა ენაქრისტიანობაფოლკლორიჩეხეთის რესპუბლიკის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებინეიტროფილებისაქართველო XVIII საუკუნეშიკონსტანტინე გამსახურდიაკორუფცია27 მარტიბიჭვინთაერთა ლიგა (უეფა)გოგოთურ და აფშინაჩრდილოეთი კორეამონღოლეთიდადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიჰიპერბოლა (ენა)ლუარსაბ IIჟანა დ’არკი🡆 More