რაინჰარდ ტრისტან ოიგენ ჰაიდრიხი (გერმ.
7 მარტი 1904 — გ. 4 ივნისი 1942) — გერმანელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. ნაცისტური გერმანიის SS-ისა და პოლიციის მაღალი რანგის თანამდებობის პირი და ჰოლოკოსტის მთავარი არქიტექტორი. რაიხის უშიშროების მთავარი სამმართველოს უფროსი (გესტაპოს, კრიპოსა და უსაფრთხოების სამსახურის ჩათვლით) და აგრეთვე ბოჰემიისა და მორავიის „სტელვერტრეტენდერ რაიხსპროტექტორი“.
რაინჰარდ ჰაიდრიხი | |
ჰაიდრიხი 1940 წელს | |
ბოჰემიისა და მორავიის რაიხსპროტექტორი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
29 სექტემბერი 1941 – 4 ივნისი 1942 | |
რაიხის უშიშროების მთავარი სამმართველოს დირექტორი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
27 სექტემბერი 1939 – 4 ივნისი 1942 | |
ინტერპოლის პრეზიდენტი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
24 აგვისტო 1940 – 4 ივნისი 1942 | |
გესტაპოს დირექტორი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
22 აპრილი 1934 – 27 სექტემბერი 1939 | |
დაბადებული | 7 მარტი, 1904 ჰალე ზაალზე, პრუსია, გერმანიის იმპერია |
გარდაცვლილი | 4 ივნისი, 1942 (38 წლის) პრაღა-ლიბენი, ბოჰემიისა და მორავიის პროტექტორატი (ახლანდელი პრაღა, ჩეხეთი) |
საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის კომისიის პრეზიდენტი და 1942 წლის იანვარში ვანზეს კონფერენციის ებრაელთა საკითის საბოლოო გადაწყვეტილების თავმჯდომარე, რაც მიზნათ ისახავდა გერმანიის მიერ ევროპაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყველა ებრაელის დეპორტაციასა და გენოციდს. ნაცისტური გერმანიის შიდა მტრების წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინატორი.
მრავალი ისტორიკოსი რაინჰარდ ჰაიდრიხს მიიჩნევს ნაცისტური რეჟიმის ყველაზე ბნელ ფიგურად; ადოლფ ჰიტლერი ახასიათებდა მას, როგორც „ადამიანს, რკინის გულით“.
This article uses material from the Wikipedia ქართული article რაინჰარდ ჰაიდრიხი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.