გერმანია

ქეშის გაწმენდა

გერმანია

ქეშის გაწმენდა

 
ადგილმდებარეობა რუკაზე

გერმანია ფედერაციული რესპუბლიკაა. სახელმწიფოს მეთაურია ფედერალური პრეზიდენტი, რომელიც სახელმწიფოს მეთაურად ითვლება. მთავრობის საქმიანობას ხელმძღვანელობს კანცლერი. გერმანია მდებარეობს ცენტრალურ ევროპაში. მოსაზღვრე ქვეყნებია: დანია, პოლონეთი, ჩეხეთი, ავსტრია, შვეიცარია, საფრანგეთი, ლუქსემბურგი, ბელგია, ნიდერლანდები..

გერმანია ადმინისტრაციულ-ტერიტორიულად იყოფა 16 ფედერაციულ მხარედ (Bundesland), მათ შორის 5 აღმოსავლეთ გერმანიის ტერიტორიაზე შეიქმნა, დანარჩენი — დასავლეთ გერმანიაში.

გერმანია
ხატულა რჩეული სტატია
Im Westen nichts Neues პირველი გამოცემის გარეკანი
Im Westen nichts Neues პირველი გამოცემის გარეკანი

"დასავლეთის ფრონტი უცვლელია" (Im Westen nichts Neues) არის ერიხ მარია რემარკის პირველი პოპულარული რომანი პირველი მსოფლიო ომის შესახებ, დაწერილი 1929 წელს. თარგმნილია 26 ენაზე და 2.5 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული. 1930 წელს მოხდა მისი ეკრანიზაცია და ფილმი ოსკარით დაჯილდოვდა. რომანის მეორე ეკრანიზაცია კი 1976 წელს შეიქმნა.


"დასავლეთის ფრონტი უცვლელია" აღწერს უბრალო ჯარისკაცის თვალით დანახულ პირველი მსოფლიო ომის საშინელებებს. რემარკი თავად იყო ომის ვეტერანი, იგი იბრძოდა 1917 წლიდან ომის ბოლომდე და არაერთხელ იყო დაჭრილი. ეს რომანიც, როგორც მისი რამდენიმე მომდევნო რომანი ავტობიოგრაფიული ხასიათისაა.

რომანის მთავარი გმირი პაულ ბოიმერი 18 წლის ასაკში გაიწვიეს ჯარში. ყაზარმაში რამდენიმე კვირიანი წვრთნის შემდეგ იგი და მისი რამდენიმე მეგობარი გადაისროლეს დასავლეთის ფრონტზე, სადაც იგი უამხანაგდება მასზე უფროს და გამოცდილ ჯარისკაცს კატჩინსკის, რომელიც ახალბედა პაულს და მის მეგობრებს ეხმარება რთულ სიტუაციებში და ასწავლის ფრონტზე ცხოვრებას. რომანში კარგადაა აღწერილი მათი მჭიდრო მეგობრობა.


არქივი•სრულად...
გერმანია
გერმანია
ხატულა შემთხვევითი სტატია

ბიდერმაიერი (Biedermeier) ცენტრალურ ევროპაში მიუთითებს ლიტერატურის, მუსიკის, მოდის, სახივითი ხელოვნებისა და ინტერიერის დიზაინის ნამუშევრებზე პერიოდში, რომელიც მოიცავს წლებს 1815-დან (ვენის კონგრესი), ნაპოლეონის ომების დასასრულსა და 1848, ევროპული რევოლუციების წელს და რადიკალურად განსხვავდება მისი წინამორბედი რომანული პერიოდისგან.

ტერმინი ბიდერმაიერი მომდინარეობს ფსევდონიმი გოტლიბ ბიდერმაიერისგან, რომელსაც სოფლის ექიმი ადოლფ კუსმაული და ვექილი ლუდვიგ აიხროდტი იყენებდნენ პოემებში, რომლებსაც მიუნხენის ფლიგენდენ ბლეტერნში (მფრინავი ფურცლები) აქვეყნებდნენ. ეს ლექსები პაროდიები იყო ბიდერმაიერის ეპოქის დეპოლიტიზირებულ და ვიწრო-ბურჟუაზიულ პოემებზე. სახელი შეიქმნა ორი პოემის სათაურის შერწყმით - Biedermanns Abendgemütlichkeit (ბიდერმანის საღამოს სიმყუდროვე) და Bummelmaiers Klage (ბუმელმაიერის საჩივარი), რომელიც იოზეფ ვიქტორ ფონ შეფელმა გამოაქვეყნა 1848 წელს იმავე ჟურნალში. ამ ეპოქის სახელად ეს სიტყვა 1900 წლიდან გამოიყენება.

ტიპიური ბიდერმაიერის პოეტები არიან ანეტ ფონ დროსტე-ჰიულშოფი, ადელბერტ ფონ ხამისო, ედუარდ მიორიკე და ვილჰელმ მიულერი.

ბიდერმაიერი განსაზღვრა ადრეული მე-19 საუკუნის გერმანიის ისტორიის ორმა ფაქტორმა. პირველი იყო მზარდი ურბანიზაცია და ინდუსტრიალიზაცია, რომელსაც შედეგად ახალი ურბანული საშუალო კლასის კრიზისი მოჰყვა, ამ უკანასკნელს კი - ახალი ტიპის მსმენელი. შუბერტის ადრეული ნაწარმოებები, რომელთა შესრულება ფორტეპიანოზე მნიშვნელოვანი მუსიკალური დახელოვნების გარეშეც შეიძლებოდა, მკაფიო ილუსტრაციაა ამ პერიოდში ხელოვნების უფრო ვრცელ მასებზე გავრცელების. უფრო მეტიც, ბიდერმაიერის მწერლები თავად იყვნენ მეტწილად საშუალო კლასიდან, განსხვავებით რომანული პერიოდისგან.

სრულად...
გერმანია
გერმანია
ხატულა რჩეული პიროვნება
კარლ გუცკოვი
კარლ გუცკოვი

კარლ ფერდინანდ გუცკოვი, გუცკო (გერმ. Karl Ferdinand Gutzkow ) (დ. 17 მარტი, 1811, ბერლინი — გ. 16 დეკემბერი, 1878, ზაქსენჰაუზენი) — გერმანელი მწერალი და დრამატურგი, XIX საუკუნის შუა წლების ლიტერატურული მოძრაობის "ახალგაზრდა გერმანია" აქტიური წევრი.

გუცკოვი ხელმოკლე ოჯახში გაიზარდა: მამამისი სამშენებლო მუშა იყო. ბერლინის უნივერსიტეტში თეოლოგიასა და ფილოსოფიას სწავლობდა, სადაც ჰეგელისა და შლაიერმახერის ლექციებს ისმენდა. მოგვიანებით ჰაიდელბერგსა და მიუნხენში სწავლობს. 1838-42 წლებში ჟურნალის "ტელეგრაფ ფიურ დოიჩლანდ" რედაქტორია, რომელშიც ასევე მონაწილებდნენ ფრიდრიხ ჰებელი, გეორგ ჰერვეგი, ფრიდრიხ ენგელსი. 1841 წელს პირველად იმოგზაურა პარიზში, სადაც ჟორჟ სანდი გაიცნო.


არქივისრულად...
გერმანია
გერმანია
ხატულა ისტორიული მოვლენა
ჰოლოკოსტის მემორიალი ბერლინში.
ჰოლოკოსტის მემორიალი ბერლინში.

ჰოლოკოსტის სახელით ცნობილია მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანიის ნაცისტური ხელისუფლების და მისი მოკავშირეების მიერ განხორციელებული ებრაელების, ასევე ბოშების, ჰომოსექსუალების და სხვა უმცირესობების მასიური გენოციდი. განადგურებული იქნა 6 მილიონზე მეტი ებრაელი. მოკლული საბჭოთა სამხედრო ტყვეების, პოლონელი ინტელექტუალების და სხვების გათვალისწინებით მსხვერპლის რიცხვი გაცილებით დიდია.

ინგლისური სიტყვა "holocaust" გამოყენებული ლათინური ბიბლიიდან, ხოლო მასში ეს სიტყვა ბერძნულიდანაა ნასესხები. ნიშნავს "სრულად დაწვას". ინგლისური ტერმინი "holocaust" დღევანდელი მნიშვნელობით იხმარება 1910-იანი წლებიდან.

არქივისრულად...
გერმანია
გერმანია
ხატულა გერმანიის გეოგრაფია
ხელოვნებისა და გამოფენების დიდი დარბაზი Kunst- und Ausstellungshalle der Bundesrepublik Deutschland
ხელოვნებისა და გამოფენების დიდი დარბაზი
Kunst- und Ausstellungshalle der Bundesrepublik Deutschland
ფედერალური ქალაქი ბონი (გერმ. Bundesstadt Bonn) მდებარეობს ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის სამხრეთში, მდინარე რაინის ორივე სანაპიროზე. ქალაქი რომაელებმა დააარსეს 2000 წლის წინ და ის გერმანიის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. მე-18 საუკუნის ბოლომდე ბონი კელნელი კურფიურსტების რეზიდენცია იყო. სწორედ აქ დაიბადა 1770 წელს დიდი კომპოზიტორი ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი. ბონის ფრიდრიხ-ვილჰელმის სახელობის უნივერსიტეტი მე-19 საუკუნის განმავლობაში გერმანიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს უმაღლეს სასწავლებლად იქცა.

ბონში ბევრი მნიშვნელოვანი მუზეუმია. ავსტრიელი არქიტექტორი გუსტავ პაიხელის მიერ აგებულ შენობაში 1992 წელს გახსნილი გერმანიის ხელოვნებისა და გამოფენების დიდი დარბაზი (Kunst- und Ausstellungshalle der Bundesrepublik Deutschland - „Bundeskunsthalle“) და 1994 წ. „გაერთიანების“ კანცლერის - ჰელმუტ კოლის მიერ გახსნილი გერმანიის ისტორიის სახლი (Haus der Geschichte) დაარსების დღიდან ქვეყნის ათ ყველაზე ხალხმრავალ მუზეუმთა სიაში შევიდა. ყოველი მათგანი წლიურად 500 000-ზე მეტ მნახველს იზიდავს.


არქივისრულად...
გერმანია
გერმანია
ხატულა გერმანიის კულტურა
გერმანია

დრეზდენის ოპერის თეატრი – ზემპერის ოპერა, ოფიციალური სახელი საქსონიის სახელმწიფო ოპერა დრეზდენში (გერმ. Semperoper, ოფიციალური სახელი Sächsische Staatsoper Dresden) – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განთქმული ოპერის თეატრი, მდებარეობს დრეზდენში, გერმანია.

შენობა დრეზდენის ბაროკოს არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშად ითვლება; მდებარეობს თეატრის მოედანზე ცენტრალურ დრეზდენში მდ. ელბას სანაპიროზე. პორტალის თავზე პანტერებშებმული ქარიოტი დგას დიონისეს ქანდაკებით. შენობის ინტერიერზე იმ დროის განთქმული არქიტექტორი იოჰანეს შილინგი მუშაობდა. პორტალის მონუმენტებზე გამოსახულია უდიდესი ხელოვანები იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე, ფრიდრიხ შილერი, უილიამ შექსპირი, სოფოკლე, მოლიერი და ევრიპიდე.

არქივი / სრულად...
გერმანია
გერმანია
ხატულა შემთხვევითი სურათი
გერმანია
გერმანია
გერმანია
ხატულა პერსონალიები
გერმანია
გერმანია
ხატულა დღესასწაულები
გერმანია


გერმანია
ხატულა რჩეული გამოსახულება
ნოიშვანშტაინის სასახლე ფაუ-2

საფუძველზე დატანილია ლოგოტიპი ფილმიდან „გოგონა მთვარეზე“ (1929).]] ფაუ-2 (ოფიციალური სახელი — აგრეგატი 4, სახელწოდება ფაუ-2 წარმოდგება გერმანული სიტყვიდან Vergeltungswaffe „შურისძიების იარაღი“) — პირველი რეალური საბრძოლო რაკეტა შექმნილი მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის არმიის მიერ. მთავარი კონსტრუქტორია ვერნერ ფონ ბრაუნი (Wernher Magnus Maximilian Freiherr von Braun). ეს იყო ადამიანის მიერ შექმნილი პირველი საგანი, რომელმაც კოსმოსში შეაღწია (მისი ზოგიერთი ეგზემპლარი 189 კმ სიმაღლეზე ადიოდა). ძირითადში გამოიყენებოდა 1944—1945 წლებში ბრიტანეთის და ბელგიის ქალაქების წინააღმდეგ. მოგვიანებით იქცა აშშ და სსრკ რაკეტული იარაღის და კოსმოსის ათვისების საფუძვლად. (სრულად...)

გერმანია


Tags:

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მონღოლთა ბატონობა საქართველოშიათი მცნებაალექსანდრე I დიდიტემპერამენტის ტიპებიკავკასიონითევდორე კველთელილექსი ვეფხისა და მოყმისალიბერალიზმი საქართველოშითეთრი დათვიადამიანის ჩონჩხიიგავ-არაკიაპენდიციტითავისუფლების მოედანი (თბილისი)მარქსიზმითითაობააშშ-ის პრეზიდენტების სიარუსეთიკონსტანტინოპოლიპრიზმამარკ ტვენიხორვატიადისლექსიაჩონგურიმტკვარილაშა ტალახაძეზოდიაქოკახეთის აჯანყება (1812)მუნიმოსკოვიჭიანჭველასებრნიაღმოსავლეთი საქართველოპრაღაპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშილიხტენშტაინიილია თოფურიათხის რქა (ასტროლოგია)წრეწირიპროტესტანტული რეფორმაციამაიმუნებიასომთავრულიფიოდორ დოსტოევსკიჰიდრავლიკაშინაური კატანაპოლეონ ბონაპარტიდიმიტრი ყიფიანიდანიაალმასიშველიადამიანიჰორმონებიშვედეთითბილისის ბოტანიკური ბაღირომანტიზმისიმონ Iწყალდიდობაჰოლოკოსტიბაგრატ III (საქართველოს მეფე)ბუდაპეშტიქრისტიანობაოქროს საწმისიაფხაზეთიკურდღელიპერსონალური კომპიუტერისაქართველოს მმართველთა სიასილიციუმიალჟირიანგარიშთა გეგმასუვერენიტეტისამასი არაგველიყვავილოვანი მცენარეებიავტორიტარიზმიაზიის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითმეიოზიანანურის ციხეჯაბა იოსელიანიეკოლოგიაქიმიური რეაქციაქართვლის დედაბაზალეთის ტბა🡆 More