პირველადი სუპი

პირველადი სუპი — ტერმინი, რომელიც შემოიტანა საბჭოთა ბიოლოგმა, ალექსანდრე ოპარინმა 1924 წელს.

მან წამოჭრა თეორია, დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობაზე გარდაქმნის მეშვეობით, მუდმივი ქიმიური რეაქციების შედეგად, იმ მოლეკულების თანდათანობითი ევოლუციით, რომლებიც შეიცავდნენ ნახშირბადს პირველად სუპში.

პირველადი სუპი სავარაუდოდ არსებობდა დედამიწის პატარა წყალსატევებში 4 მილიარდი წლის წინ. ის შედგებოდა ამინომჟავებისგან, პოლიპეპტიდებისგან, აზოტოვანი ფუძეებისა და ნუკლეოტიდებისგან. ის წარმოიშვა ელექტრონული დამუხტვის შედეგად, დიდი ტემპერატურის და კოსმიური დასხივებისგან. ამასთან გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ დედამიწის ატმოსფერო არ შეიცავდა ჟანგბადს.

1923 წელს მეცნიერმა ივარაუდა, რომ პირველყოფილი დედამიწის პირობებში, ორგანული ნივთიერებები წარმოიქმნებოდნენ უმარტივესი ნაერთებისგან — ამიაკისგან, მეთანისგან, წყალბადისა და წყლისგან.

ასეთი გარდაქმნებისთვის საკმარისი ენერგიის წყაროს, სავარაუდოდ, ულტრაიისფერი გამოსხივება ან ხშირი ელექტრული განმუხტვა ანუ ელვა წარმოადგენდა. შესაძლებელია, ეს ორგანული ნივთიერებები დროდადრო გროვდებოდნენ უძველეს ოკეანეში, წარმოქმნიდნენ პირველად თხევად მასას — სუპს, რომელშიც ჩაისახა სიცოცხლე.

ოპარინის ჰიპოთეზის თანახმად, პირველად სუპში ცილების ძაფისებრ მოლეკულებს შეეძლოთ დახვეულიყვნენ ბურთებივით, „შეწებებულიყვნენ“ ერთმანეთთან და გადიდებულიყვნენ. ამის მეშვეობით, ისინი გამძლეები ხდებოდნენ შემოტევების გამანადგურებელი მოქმედებისგან და ულტრაიისფერი გამოსხივებისგან. დაახლოებით ისე იყო, ლანგარზე რომ გატეხილი თერმომეტრიდან ვერცხლისწყალი დავასხათ: მრავალი პატარა ბურთულებად დაშლილი ვერცხლისწყალი იკვრებოდა საჩქაროდ უფრო დიდ ბურთულებად, ხოლო შემდეგ ერთ დიდ ბურთად.

ცილოვანი „ბურთულები“ პირველყოფილ სუპში იზიდავდნენ თავისკენ, აკავშირებდნენ წყლის და ცხიმების მოლეკულებს. ცხიმები თავსდებოდნენ ცილოვანი სხეულების ზედაპირზე. მათი სტრუქტურა უჯრედულ მემბრანას წამოგავდა. ამ პროცესს ოპარინი ეძახდა კოაცერვაციას, ხოლო მიღებულ სხეულებს — კოაცერვანტებს. დროთა განმავლობაში, კოაცერვანტები შთანთქავდნენ მათ გარშემომყოფი ნაერთების ახალ ნაწილებს, მათი სტრუქტურა რთულდებოდა მანამ, სანამ არ გარდაიქმნენ ძალიან პრიმიტიულ, მაგრამ უკვე ცოცხალ ორგანიზმებად.

რესურსები ინტერნეტში

Tags:

1924ალექსანდრე ოპარინიდედამიწანახშირბადისიცოცხლე

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ხარებალარითბილისის კურორტების ჯგუფითბილისის მეტროპოლიტენისტუმარ-მასპინძელიაბას I (ირანი)მეორე მსოფლიო ომისაღვთო რომის იმპერიაქართული გვარილევან შენგელიაპოლონეთიალავერდიკაცია-ადამიანი?!ერთა ლიგაპროტესტანტიზმიქართლის სამეფოორგაზმინიდერლანდებიმსოფლიოს მოსახლეობარონალდინიოეგვიპტეწითელი წიგნიისლამითავისუფლების მოედანი (თბილისი)ცივი ომიაჭარაბეთ არენაალექსანდრე ჩივაძეშოთა რუსთაველიგურამ დოჩანაშვილიაღდგომაფეხბურთისანტიმეტრიშენგენის ზონააღმოსავლეთი კავკასიონიწრეწირირუმინეთირაფაელიინტერნეტიჰიპერბოლა (ენა)დაუნის სინდრომიაფხაზებიირემიადმირალი (პეპელა)იეთიმ გურჯიძირითადი საშუალების ცვეთალაშა დვალიუფლისციხესიმკვრივექართველებიელექტრონული მუსიკაგველის-მჭამელიმცენარეებიბაში-აჩუკი (ფილმი)ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2016ილია IIინოლა გურგულიაეკვატორული კლიმატური სარტყელიმუნიკლიმენტი წიტაიშვილიოქროს საწმისიბუნებამიხეილ მესხის სტადიონიდავით მუჯირი (უფროსი)საქართველოუილიამ შექსპირითრომბოციტებიფოცხვერიბოგოტაეროვნული ლიგაგერმანიაკარლეს პუჩდემონიბუდუ ზივზივაძემტკვარიარჩვიივანე მაჩაბელიეიფელის კოშკიპარიზი🡆 More