ოქთაი სინანოღლუ (თურქ.
25 თებერვალი, 1935 — გ. 19 აპრილი, 2015) — საერთაშორისოდ აღიარებული თურქი ფიზიკური ქიმიკოსი და მოლეკულური ბიოფიზიკოსი.
ოქთაი სინანოღლუ | |
---|---|
თურქ. Oktay Sinanoğlu | |
დაბ. თარიღი | 25 თებერვალი, 1935[1] |
დაბ. ადგილი | ბარი |
გარდ. თარიღი | 19 აპრილი, 2015 (80 წლის) |
გარდ. ადგილი | მაიამი |
დასაფლავებულია | Karacaahmet Cemetery |
მოქალაქეობა | თურქეთი |
საქმიანობა | theoretical chemist, molecular biologist, ბიოქიმიკოსი და ფიზიკოსი |
მუშაობის ადგილი | იელის უნივერსიტეტი და ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი, კალიფორნიის უნივერსიტეტი და TED Ankara College Foundation Schools |
სამეცნიერო ხარისხი | ფილოსოფიის დოქტორი |
მამა | Q114867959? |
ჯილდოები | ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის სტიპენდია და ჰუმბოლდტის პრემია |
ოქთაი სინანოღლუ დაიბადა 1935 წლის 25 თებერვალს, იტალიის ქალაქ ბარიში, ნიუზჰეთ ჰაშიმის და რიუვეიდე სინანოღლუს ოჯახში. მისი მამა, ბარიში მდებარე თურქეთის საკონსულოს თანამდებობის პირი და მწერალი იყო. მან დაწერა წიგნი ბერძნული და რომაული მითოლოგიის შესახებ და ასევე წიგნი, სახელწოდებით „პეტრარკა“, რომელიც 1931 წელს გამოაქვეყნა. წინასიტყვაობაში იგი ამბობს: „საუკეთესო გზა (თურქეთისთვის), დასავლური კულტურის ათვისებაა“. 1938 წლის ივლისში რიუვეიდე სინანოღლუს თურქეთში გამოხმობის შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, ოჯახი თურქეთში დაბრუნდა. ოქთაი სინანოღლუს ჰყავდა და, ესინ აფშარი, რომელიც ცნობილი მომღერალი და მსახიობი იყო.
1951 წელს, სინანოღლუმ ანკარის TED კოლეჯი დაამთავრა. 1953 წელს, იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, სადაც, კალიფორნიის უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა, რომელიც 1956 წელს, ბაკალავრის ხარისხით დაასრულა. შემდეგ წელს, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში, მან მაგისტრის ხარისხი მოიპოვა და ალფრედ სლოუნის პრემიის ლაურეატი გახდა. 1959-1960 წლებში, კალიფორნიის უნივერსიტეტში, მას დოქტორის ხარისხი მიენიჭა ფიზიკური ქიმიის დარგში.
1963 წლის 21 დეკემბერს, ოქთაი სინანოღლუმ პაულა ამბრუსტერზე იქორწინა. საქორწინო ცერემონია, იელის უნივერსიტეტის ბრენფორდის კოლეჯის სამლოცველოში გაიმართა. ამ ქორწინებიდან, სინანოღლუს სამი შვილი ჰყავდა.
ოქთაი სინანოღლუს მეორე მეუღლე, დილექ სინანოღლუ გახდა და ამ ქორწინებიდან, იგი ტყუპების მამა გახდა. ოჯახი ტეხასსა და სტამბოლში ცხოვრობდა.
სინანოღლუ ორჯერ იყო ნობელის პრემიის ნომინანტი ქიმიის დარგში.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ოქთაი სინანოღლუ, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.