ორგანო

ორგანო (ბერძ.

მას აქვს წარმოშობისა და განვითარების საკუთარი გზა (ფილოგენეზი და ემბრიოგენეზი), დამახასიათებელი ფორმა, ორგანიზმში უჭირავს გარკვეული ადგილი (ტოპოგრაფია) და ახორციელებს დამახასიათეველ ფუნქციას. ორგანოს ფუნქციის შესაბამისად მის შემქმნელ ქსოვილებს შორის ერთ-ერთს უკავია წამყვანი ადგილი, რომელიც ორგანოს ანიჭებს მის დამახასიათებელ სტრუქტურულ სახეს, მაგალითად, კუნთში წამყვანია კუნთოვანი ქსოვილი, ძვალში — ძვლოვანი ქსოვილი, თავის ტვინშინერვული ქსოვილი და სხვა.

ორგანო
ცხვრის ღვიძლი. ღვიძლი ორგანიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანოა
ორგანო
ადამიანის შინაგანი ორგანოები

ასეთი ქსოვილები ორგანოთა ძირითად ქსოვილებად არის მიჩნეული, დანარჩენი ქსოვილები კი — დამხმარედ. ზოგიერთ ორგანოში შემაერთებელი ქსოვილი (როგორც დამხმარე ქსოვილი) ორგანოს ძირითადი ქსოვილისთვის ქმნის საყრდენ საფუძველს, ანუ რბილ ჩონჩხს — სტრომას — stroma (ბერძნ. ჩანაფენი), რომლის ხარიხებს შორის სივრცე ამოვსებულია ნივთიერებით, ანუ პარენქიმით (parenchyma — ბერძნ. შემავსებელი მასა); ასეთ ორგანოებს პარენქიმულ ორგანოებს უწოდებენ (ღვიძლი, ფილტვები, ელენთა, თირკმლები, ჯირკვლოვანი ორგანოები).

ზოგ შემთხვევაში ძირითადი ქსოვილი მონაწილეობს ორგანოს კედლის შექმნაში, სადაც იგი სხვადასხვა ფორმისა და ზომის ღრუს შემოსაზღვრავს. ასეთ ორგანოებს ღრუ ორგანოები ეწოდება (კუჭი, საშვილოსნო და სხვა). ზოგიერთ ორგანოში ძირითადი ქსოვილი იმდენად მნიშვნელოვნადაა გამოხატული, რომ განსაზღვრავს ორგანოს სახელწოდებას (კუნთი, ძვალი, ნერვი, ჯირკვალი).

ქსოვილებში სქესობრივი, ასაკობრივი თუ ინდივიდუალური მორფოლოგიური თავისებურებანი ძნელად შესამჩნევია, ორგანოებში კი ეს ნიშნები ვლინდება თვალსაჩინოდ. სამედიცინო პრაქტიკაში ხდება ამა თუ იმ ორგანოს მდგომარეობის დიაგნოსტიკური თვალსაზრისით შეფასება და ნორმიდან გადახრის ზუსტი დადგენა.

ცალკეული ორგანო ვერ ახორციელებს სრულად რომელიმე ზოგად ფუნქციას, იგი მხოლოდ მონაწილეობას იღებს მასში. მაგალითად, კუჭი საჭმლის მონელებაში მონაწილეობს, მაგრამ ამ პროცესის სრულად განხორციელებისათვის საჭიროა საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა ორგანოების მონაწილეობაც (ნაწლავები, ჯირკვლები და ა.შ.). ასევე სუნთქვაში არა მარტო ფილტვები მონაწილეობს, არამედ სხვა ორგანოებიც. ამიტომ ორგანოების კომპლექსი ქმნის შემდეგ, შედარებით მაღალი საფეხურის სტრუქტურულ გაერთიანებას — ორგანოთა სისტემებს.

ლიტერატურა

  • ზურაბ კაციტაძე, ადამიანის ანატომია, გამომცემლობა „მედეა“, 2011.

Tags:

ბერძნული ენათავის ტვინიკუნთინერვული ქსოვილიტოპოგრაფიაქსოვილი (ბიოლოგია)ძვალი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

პარალელოგრამიგიორგი ლეონიძეფარნავაზ IზაფხულიFacebookვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალიმონანიება (ფილმი)მსოფლიოს უდიდესი ქალაქებიგოდერძის უღელტეხილინაწლავებივეფხისტყაოსანითემურლენგის ლაშქრობები საქართველოშივიკიპედიასვანური ენააშშ-ის პრეზიდენტების სიავულკანისოლომონ Iკილოგრამიბორჯომი (წყალი)ხელისუფლების დანაწილებაპოლონეთიპრიზმარომბიჯაყოს ხიზნებიეიფელის კოშკიძუძუმწოვრებიმტკვარიადამიანის ჩონჩხიჩარლი ჩაპლინიენგურის ჰიდროელექტროსადგურიღორის სოლიტერიძახილის წინადადებაილია თოფურიააქლემიყაზახეთისერგო ორჯონიკიძესილიციუმიზებულონიდაირაწნევაეგრისის დიდი ომიეგვიპტეჰიდრავლიკადამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაარგონავტებიგერმანიახეოფსის პირამიდაყირიმის ომისინონიმებიტონაეგრისის სამეფოზამთარიმარტივი რიცხვიკონსტანტინოპოლიმიტოზიჯვაროსნული ლაშქრობებიდოლიკალციუმიპრაღათბილისის მეტროპოლიტენიგულიზენონი (იარაჯული)ფობიების სიაჩინეთიშველიმთადავით გურამიშვილიალავერდიმარი ანტუანეტიდასავლეთ რომის იმპერიის დაცემაჰაერიედუარდ შევარდნაძეტოლგვერდა სამკუთხედიქალწული (ასტროლოგია)ამიერკავკასიური ზაზუნააზომინერალებიწინადადება🡆 More