ოკაჰანდე — იმავე დასახელების მქონე ოლქის მთავარი ქალაქი ცენტრალურ ნამიბიაში.
ქალაქზე გადის სარკინიგზო ხაზი და ორი ავტოსტრადა. 2012 წლის აღწერის მიხედვით, ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 27 335 ადამიანს.
ქალაქში ჩამოედინება ორი მდინარე — ოკაკანგო და ოკამიტა.
დღევანდელი ქალაქი XVIII საუკუნეში წარმოადგენდა ჰერეროს ტომების მიგრანტთა დასახლებას თავიანთი ბელადით სათავეში, რომლებიც აქ მოვიდნენ ბეჩუანალენდიდან (თანამედროვე ბოტსვანა). მოგვიანებით მათი უმრავლესობა გადავიდა ვინდჰუკში, მეზობელ გროს-ბარმენში და ოჩიმბინგვეში. ამ ხალხის მცირე ნაწილი მოგვაიანებით ისევ დაბრუნდა ოკაჰანდეში. წარმოიშვა უმაღლესი ბელადი და ”წინაპართა ცეცხლის მცველი”. (გერმ. Hüter des Ahnenfeuers). აქ იბადებოდნენ ტომის ბელადები, რომლებიც შევიდნენ კოლონიური გერმანიის სამხრეთ-დასავლეთ აფრიკის ისტორიაში — მაგარერო (1820) სამუელ მაგარერო (1856).
ოკაჰანდეში არაერთხელ მომხდარა სისხლიანი მოვლენები. 1850 წლის 23 აგვისტოს იონკერ აფრიკანერი თავს დაესხა ადგილობრივ ტომებს, რომლის შემდეგ მის ხელში გადავიდა ხელისუფლება. ზოგიერთი ისტორიკოსის ცნობით იონკერმა შექმნა ”იმპერია”. ეს მოვლენა იწოდება, როგორც ოკაჰანდეს ხოცვა-ჟლეტა. (გერმ. lutbad von Okahandja).
This article uses material from the Wikipedia ქართული article ოკაჰანდე, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.