ნუნისი

ნუნისი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (ზვარის თემი).

მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილო კალთაზე, მდინარე ნუნისისწყლის ხეობაში. ზღვის დონიდან 920 , ხარაგაულიდან 27 კმ. უახლოეს რკინიგზის სადგურ მოლითიდან 7 კმ.

სოფელი
ნუნისი
ნუნისი
ნუნისის ჩანჩქერი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
თემი ზვარე
კოორდინატები 41°57′20″ ჩ. გ. 43°24′20″ ა. გ. / 41.95556° ჩ. გ. 43.40556° ა. გ. / 41.95556; 43.40556
ცენტრის სიმაღლე 920
მოსახლეობა 48 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ნუნისი — საქართველო
ნუნისი
ნუნისი — იმერეთის მხარე
ნუნისი

სოფელში დგას ნუნისის ღვთისმშობლის ეკლესია.

ეტიმოლოგია

ნუნისის წყლით ადრე მოსახლეობა კანის დაავადებას - მუნს მკურნალობდა, ამიტომ სოფელს მუნისი დაერქვა, შემდეგ სახელწოდება შეეცვალა და ნუნისი ეწოდა.

ისტორია

სოფელ ნუნისს დიდი ხნის ისტორია აქვს. ჯერ კიდევ ვახუშტი ბატონიშვილს აქვს მოხსენიებული ნუნისის წყალი, როგორც საამო და მარგებელი.

ნუნისის აღმოჩენის შესახებ მრავალი ლეგენდა არსებობს. ერთ-ერთი მთავარი მათგანი დავით აღმაშენებლის სახელს უკავშირდება. ლეგენდა მოგვითხობს, რომ დავით მეფე ბრძოლიდან ბრუნდებოდა. დაღლილ სახედრებს კანი მთლიანად გადატყაული ჰქონდათ, როდესაც პირუტყვები ნუნისის წყალში შესულან, ჩაწოლილან და დიდხანს ვერ აუყენებიათ. წყალს მათი დაწყლულებული კანი მალე განუკურნავს. დავითს სოფელი მოსწონებია და იქ ეკლესიის აგება უბრძანებია.

1989 წელს სოფელში ჩამოყალიბდა ჯგუფი „იბერიონთა საძმო“. მისი ხელმძღვანელი იყო გიორგი მაზიაშვილი, რომელიც საკუთარ თავს უწოდებდა გიორგი იონთა იბერიონს. ის ამტკიცებდა, რომ მას გამოეცხადა შიო მღვიმელი და აუწყა, რომ ნუნისი არის საქართველოს გეოგრაფიული შუაგული, რომ ნუნისის „ბერთა კლდის“ სიღრმეში არის მიწისქვეშა ქალაქი, სადაც დამარხულია ბიბლიაში ლაზარედ წოდებული წიგნი, რომელიც ელოდება მზის სინათლეს. „იბერიონთა საძმოს“ კიდევ ერთი წევრი, გივი ალაზნისპირელი ამტკიცებდა, რომ ნუნისის გამოქვაბული არის ნოეს კიდობანი, ნუნისში გადის დედამიწის მაგნიტური ველი და ის ადგილი მსოფლიოს ცენტრია, სწორედ აქ ეცემა კოსმიური სვეტი, რომელიც წარღვნას გაქცეულ ხალხს ჟანგბადით ამარაგებდა. გამოქვაბულის გახსნის და მისგან წიგნის ამოღების დღე რამდენჯერმე დაინიშნა. ნუნისში მრავალი ადამიანი ჩავიდა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, მაგრამ გიორგი იონთა იბერიონმა გადამწყვეტ მომენტში უარი თქვა გამოქვაბულის გახსნაზე.

დემოგრაფია

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 48 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 62 33 29
2014 ნუნისი  48 30 18

კურორტი

ამ ადგილას მდებარეობს გამაჯანსაღებელი და ბუნების სილამაზით სახელგანთქმული ბალნეოლოგიური კურორტი “სამთა ნუნისი”, რომელიც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის სამხრეთ–აღმოსავლეთ ნაწილში, ლიხის ქედის მთისწინეთში, ზღვის დონიდან 750 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ნუნისის უნიკალურ მიკროკლიმატს ქმნის შერეული, ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყე. კურორტს კვეთს მდინარე ნუნისის წყალი.

კურორტი არსებობს 1856 წლიდან. ნუნისი ოდითგანვე ცნობილია სამკურნალო თვისებების მქონე მინერალური (ბალნეოლოგიური) წყლებით. აქ დასვენება განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც კანისა და ნერვულ ნიადაგზე გამოწვეული დაავადებები აწუხებთ. აქ შესაძლებელია ზვარეს მინერალური წყლის დალევაც. ზვარეს წყალი ასევე სამკურნალოა და ის დაბალ მჟავიანობას აბალანსებს.

გაზაფხულზე, ფიჭვებისა და ნაძვების ყვავილობის დროს, ნუნისის ჰაერს საოცარი გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს. ამ დროს ნუნისის ჰავა განსაკუთრებით მარგებელია ფილტვებისა და ბრონქებისათვის. კურორტ ნუნისში მიიღებთ ესთეტიურ თერაპიასაც. საოცარი ბუნება დაგამშვიდებთ და უფრო ჯანმრთელს გაგხდით.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ნუნისი ეტიმოლოგიანუნისი ისტორიანუნისი დემოგრაფიანუნისი კურორტინუნისი ლიტერატურანუნისი რესურსები ინტერნეტშინუნისი სქოლიონუნისიზვარე (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი)ზღვის დონეთემიიმერეთის მხარეკილომეტრიმდინარემესხეთის ქედიმეტრიმოლითი (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი)საქართველოსოფელიხარაგაულიხარაგაულის მუნიციპალიტეტი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ოცდაათწლიანი ომიკილიმანჯაროქაშუეთის ეკლესია (ჭორჭოხი)ვაჟა-ფშაველაამერიგო ვესპუჩიფაშიზმირუსეთის იმპერიაავოკადოზვავიბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონიავტორიტარიზმიმაცივარიორგაზმისათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალიალუდა ქეთელაური (მომღერალი)22 აპრილიალაზნის ვაკევენერამაიმუნებიბალეტიბიპოლარული აშლილობასოფლის მეურნეობაგასტრიტისაქართველოს სამხედრო წოდებებივახტანგ I გორგასალილუვრიჯეიმზ კუკიკვარციზაფხულიჯემალ ქარჩხაძეოლიმპიური თამაშებითურქეთის ისტორიაანტარქტიდაშველიაკაკი წერეთელიტერორიზმიIOSბიძინა ჩოლოყაშვილისაქართველოს ოქროს ხანაუკრაინაკურო (ასტროლოგია)მიხეილ ხერგიანითბილისის მეტროპოლიტენიბაქტერიებიოშკიტიციან ტაბიძებერლინის კედელიგიორგი II (საქართველოს მეფე)აზიაგიორგი ნიკოლაძესამცხე-ჯავახეთის მხარემსოფლიოს შვიდი საოცრებადავით IV აღმაშენებელიაფროდიტებოლშევიკებიქართული ხალხური საკრავებიმარკ ტვენიფრინველებიმარილებიჰაერის დაბინძურებაიოსებ სტალინიედუარდ შევარდნაძედინოზავრებირითმაკათოლიციზმიივანე მაჩაბელიფოტოსინთეზიკაცხის სვეტიილია IIმტირალას ეროვნული პარკიპროტესტანტული რეფორმაციაშუა საუკუნეებითავის ტვინიწრეწირიდიდი ბარიერული რიფითემურლენგის ლაშქრობები საქართველოშიგული🡆 More