ნოიშვანშტაინის სასახლე

ნოიშვანშტაინის სასახლე (გერმ.

სასახლე ბავარიის შეშლილი მეფის ლუდვიგ II-ის ფანტაზიის ნაყოფია. არქიტექტურული თვალსაზრისით იგი XIX საუკუნის რომანტიკული ჰისტორიზმის და ეკლექტიზმის მწვერვალს წარმოადგენს, რის გამოც მას „ზღაპრულ სასახლესაც“ უწოდებენ. ნოიშვანშტაინის სასახლე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია გერმანიაში.

ნოიშვანშტაინის სასახლე
ნოიშვანშტაინი

ისტორია

ნოიშვანშტაინის სასახლე 
ნოიშვანშტაინის სასახლე

სასახლის ადგილზე თავდაპირველად არსებობდა 2 ციხესიმაგრე: წინა და უკანა ჰოენშვანგაუ, რომლებიც ლუდვიგ II-ის მეფობის დროისათვის მხოლოდ ნანგრევების სახით იყო შემორჩენილი. ეს ნანგრევები სასახლის შენების დასაწყისისათვის მთლიანად იქნა აღებული. დღევანდელი ჰოენშვანგაუს სასახლის ადგილზე არსებობდა ციხესიმაგრე „შვანშტაინი“. ამ ორი ადგილის სახელები არეულ იქნა XIX საუკუნის დასაწყისში.

როგორც 1868 წლის 15 მაისს რიხარდ ვაგნერისადმი მიწერილი წერილიდან ირკვევა, ლუდვიგ II-ს ჩაფიქრებული ჰქონდა სასახლე აეშენებინა გერმანული რაინდული ციხესიმაგრეების სტილში. ნიმუშად მას ვარტბურგის ციხესიმაგრე მიაჩნდა, რომლითაც ის მოიხიბლა 1867 წელს აიზენახში მოგზაუდობის დროს. მას სურდა გერმანული შუა საუკუნეების სტილის, ესპანური მავრული და ვაგნერის თქმულების ზღაპრული სასახლეების ელემენტების ერთმანეთში შერწყმა. რაც მოახერხეს კიდეც არქიტექტორებმა ედუარდ რიდელმა და კრისტიან იანკმა.

სასახლის საძირკველში პირველი ქვა დაიდო 1869 წლის 5 სექტემბერს. 1884 წლისთვის იქ უკვე ცხოვრება შეიძლებოდა, თუმცა ჯერ კიდევ ლუდვიგ II-სიკვდილის დროს 1886 წელს სასახლე არ იყო ბოლომდე დასრულებული. ლუდვიგმა აქ მხოლოდ 172 დღე იცხოვრა. ნოიშვანშტაინის სასახლის მშენებლობა მისი სიკვდილის შემდეგ სრულად არ დასრულებულა, რაზეც მეტყველებს სამეფო ტახტის არარსებობა სატახტო დარბაზში.

მეორე მსოფლიო ომის მიწურულში აქ ინახებოდა გერმანიის რაიხსბანკის ოქროს მარაგი, რომელიც ომის ბოლო დღეებში უცნობ ადგილზე გადაიტანეს. გადმოცემის თანახმად იქვე ახლო მდებარე ალატის ტბაში ჩაძირეს, თუმცა ამ ოქროს ვერ მიაკვლიეს.

ნოიშვანშტაინის სასახლე 
პანორამა მარიენბრიუკედან

რესურსები ინტერნეტში

ნოიშვანშტაინის სასახლე 
არის გვერდი თემაზე:

Tags:

ბავარიაგერმანიაგერმანული ენაეკლექტიზმილუდვიგ II (ბავარია)

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ნაპოლეონ ბონაპარტიხემარწყვაკრიშტიანუ რონალდუევროპაქართლის ცხოვრებასაბა საზონოვისოციოლოგიანიუენილოსიბრაზილიაჩემი ცოლის დაქალებიკავკასიონიმიქელანჯელო ბუონაროტითვითმმართველობამონღოლებიძალაამქარიიეთიმ გურჯიგიორგი IV ლაშატაიგაგვირილაქართლის სამეფოტროპიკული ტყეებიმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიგნეუს პომპეუს მაგნუსიდავით IIIშვეიცარიაბერძენ-სპარსელთა ომებიქისტებიმორის ალემსოფლიო მიზიდულობის კანონირუსული დამწერლობაგლობალიზაციასამეგრელოთავისუფლების მოედანი (თბილისი)სიტყვადუნაი1927ჭიანჭველასებრნისისხლის მიმოქცევის სისტემაპითაგორას თეორემაენერგიაეპითეტიღვარცოფიკილომეტრინიკო ნიკოლაძეაპენდიციტივიკისაწყობისაქართველოს მდინარეების სიაზვიად გამსახურდიაქართული ხალხური ცეკვებიუჯრედიმთლიანი შიდა პროდუქტიAbbey Roadმერაბ სეფაშვილიარსებითი სახელისაქართველოს კონსტიტუციაანტანტააუტიზმირუსეთ-საქართველოს ურთიერთობებიმინერალების სიაქართული დამწერლობაბარსელონაამირანი (მითოლოგია)დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენასულხან-საბა ორბელიანიკრასუსიშოთა რუსთაველიკლიმატის ცვლილებასინონიმებიამაზონიმუშთაიდის ბაღიფერნანდო მაგელანიშუა საუკუნეებიშარკა ბლურუსთავიირაკლი კობახიძე🡆 More