ნგორონგოროს დაცული ტერიტორია (NCA) — დაცული არეალი და 1979 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ტანზანიაში, ქალაქ არუშადან 180 კმ-ით დასავლეთით, კრატერის მაღლობზე.
ტერიტორია იმართება ტანზანიის მთავრობის ორგანოს — ნგორონგოროს დაცული ტერიტორიის სააგენტოს მიერ. მისი საზღვრები მიუყვება ნგორონგოროს რაიონის საზღვრებს. დაცული ტერიტორიის ფარგლებში მდებარეობს ფართო ვულკანური კალდერა — ნგორონგოროს კრატერი.
ნგორონგოროს დაცული ტერიტორია* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ტანზანია |
ტიპი | ბუნებრივი |
კრიტერიუმები | vii, viii, ix, x |
სია | [1] |
რეგიონი** | აფრიკა |
კოორდინატები | 3°12′32″ ს. გ. 35°27′46″ ა. გ. / 3.20889° ს. გ. 35.46278° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1979 (მე-3 სესია) |
ნომერი | 39 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 39 ინგლ. • რუს. • ფრ. |
როგორც ოლდუვაის ხეობაში ნაპოვნი ნამარხი ძვლები ადასტურებს, არეალი ჯერ კიდევ 3 მილიონი წლის ცინ დასახლებული ყოფილა სხვადასხვა სახეობის ჰომინიდებით. რამდენიმე ათასი წლის წინ მონადირეობა-შემგროვებლობა აქ მეცხოველეობამ ჩაანაცვლა. 2 000 წლის წინ აქ მბულუს ხალხი მოვიდა, რომლებსაც 1700 წლის წინ დატუგას ხალხი შეუერთდა. 1800-იაან წლებში ორივე ჯგუფი არეალიდან მასაის ხალხმა განდევნა. ლერაის ტყის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ლეღვის ხეების მასივი წმინდაა მასაისა და დატუგას ხალხებისთვის. ზოგიერთი მათგანი შესაძლოა იზრდება ლიდერ დატოგას საფლავზე, რომელიც დაახლოებით 1840 წელს მასაის ხალხთან ბრძოლაში დაიღუპა.
1892 წლამდე არცერთ ევროპელს კრატერზე ფეხი არ დაედგა, სანამ აქ მოვიდოდა დოქტორი ოსკარ ბაუმანი. პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე, კრატერში ფერმერულ მეურნეობას მისდევდა ორი გერმანელი ძმა, რომლებმაც ის გერმანიის აღმოსავლეთ აფრიკის ადმინისტრაციის დამყარების შემდეგ დატოვეს.
ნგორონგოროს არეალი თავდაპირველად სერენგეტის ეროვნული პარკის ნაწილი იყო, როდესაც ის 1951 წელს ბრიტანელებმა შექმნეს. 1959 წლამდე მასაის ხალხი ახლადშექმნილ პარკში ცხოვრებას და მიწის დამუშავებას განაგრძობდა, რის გამოც პარკის მმართველობასთან კონფლიქტი წარმოიშვა. ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ ბრიტანელებმა მასაი ახლად შექმნილი ნგორონგოროს დაცული ტერიტორიიდან გაასახლეს.
არეალი სერენგეტის ეკოსისტემის შემადგენელი ნაწილია. ჩრდილო-დასავლეთით მას აგრძელებს სერენგეტის ეროვნული პარკი. სამხრეთით და დასავლეთით ვულკანური მაღლობებია, რომელიც მოიცავს ნგორონგოროს ცნობილ კრატერსა და ნაკლებად ცნობილ ემპაკაის. სამხრეთი და აღმოსავლეთი საზღვრები მიახლოებით ემთხვევა აღმოსავლეთ აფრიკის რღვევის ხაზის ფერსოს, რომელიც ამავე დროს ხელს უშლის ცხოველთა მიგრაციას ამ მიმართულებებით.
კრატერში ბინადრობს 25 000 მსხვილი ცხოველი, ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო კონცენტრაცია აფრიკაში. მათ შორისაა შავი მარტორქა, რომლებიც 1964-1966 წლებში 108 ერთეულს შეადგენდნენ, 1995 წლისთვის კი ადგილობრივი მოსახლეობის მიერ 11-14-მდე იქნა შემცირებული, ასევე ჰიპოპოტამი, რომელიც საკმაოდ უჩვეულოა ამ არეალისთვის. ასევე გავრცელებულია გნუ (7 000 ერთეული 1994 წლისთვის), ზებრა (4 000), კანა და გაზელი (3 000).
This article uses material from the Wikipedia ქართული article ნგორონგორო, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.