ნაზოდელავოს მღვიმე

ნაზოდელავოს მღვიმე — კარსტული მღვიმე საქართველოში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში.

მდებარეობს მდინარე ხობისწყლის მარცხენა შენაკადის — ზანის ხეობის მარცხენა ფერდობზე, ზღვის დონიდან 240 მ სიმაღლეზე.

ნაზოდელავოს მღვიმე
ნაზოდელავოს მღვიმე
კოორდინატები: 42°30′21″ ჩ. გ. 42°13′16″ ა. გ. / 42.506083° ჩ. გ. 42.221194° ა. გ. / 42.506083; 42.221194
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
აბსოლუტური სიმაღლე 240 მ
სიგრძე 600 მ
ნაზოდელავოს მღვიმე — საქართველო
ნაზოდელავოს მღვიმე
ნაზოდელავოს მღვიმე — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ნაზოდელავოს მღვიმე

გამომუშავებულია ნეოგენური ასაკის კონგლომერატებში. ჯამური სიგრძე 600 მ. ჰორიზონტალური, გამჭოლი მღვიმეა. იხსნება შესასვლელი დარბაზით, რომელიც წარმოადგენს სუბჰორიზონტული განტოტვილი ტალანის (გვირაბის) ბოლო ნაწილს. შესასვლელის სიმაღლე 12–15 მ, სიგანე 25 მ. 8 მ-ის შემდეგ ჭერის სიმაღლე კლებულობს და გვირაბში გადადის. კანიონი ღრმად არის ჩაჭრილი. მისი სიღრმე ზოგან 7–8 მ აღწევს. პატარა კანიონის ორივე კიდეზე ტერასები გაუყვება.

მთავარ ტალანს გამოეყოფა ორი გვერდითი განშტოება, რომლებიც მასთან შედარებით უფრო ვიწრო და მოკლეა. ერთ-ერთი ტალანი გამჭოლია და ზემო ბოლოთი სამზეოზე გადის. სამივე ხვრელის ჯამური სიგრძე 600 მ ჭარბობს.

ნაზოდელავოს მღვიმე ქიმიური ნალექებით ღარიბია. გვხვდება ჩანასახური წვრილი სტალაქტიტები, აგრეთვე ტრავერტინის დანაგროვები; მექანიკურიდან კონგლომერატული მასალა; ორგანოგენული ნალექებიდან გუანო. ჰავა დინამიურია.

გაედინება მოზრდილი ნაკადი, რომლის სიღრმე 0,4 მ-ია. შესასვლელ მზით განათებულ დარბაზში იზრდება ბუჩქები და პატარა ხეებიც კი, რომელთა ფოთლების განლაგება მკვეთრად გამოხატულ ჰელიოტროპიას ამჟღავნებს. მღვიმესა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ზაფხულობით გვხვდება ხელფრთიანები. გავლა ადვილია. ბუნების ძეგლია.

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

Tags:

ზანაზღვის დონეკარსტიმღვიმესაქართველოჩხოროწყუს მუნიციპალიტეტიხობისწყალი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ნიკო ბაგრატიონიმარტივი რიცხვიგონიოს ციხენოქალაქევიჯვაროსნული ლაშქრობებიგაერთიანებული ერების ორგანიზაციაინდუსტრიული რევოლუციაბაში-აჩუკიდავით სარაჯიშვილიახალქალაქიაქლემითავისუფლების ქანდაკებაიმპრესიონიზმიბუდიზმითემურლენგიმორფოლოგია (ენათმეცნიერება)არისტოტელეისლანდია24 აპრილისაქართველოს სამხედრო წოდებებისიმონ Iჰაერის დაბინძურებაეგრისის დიდი ომიკარტოფილირესპუბლიკანარკოტიკისაქართველოს თავდაცვის ძალებიმსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითნიუტონის კანონებიადამიანის ჩონჩხიოსმალეთის იმპერიის ისტორიაგანათლება საქართველოშისერგო ორჯონიკიძეიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოშიფემინიზმივლადიმერ ლენინითელავიმურვან ყრუს შემოსევა საქართველოშინაციონალ-სოციალიზმისამკურნალო მცენარეებირენესანსიჰიპერბოლა (ენა)ელექტრობაჰაერიეგვიპტის პირამიდებიიესო ქრისტეჩინეთის დიდი კედელიუეფა-ს ჩემპიონთა ლიგასსრკ-ის დაშლაკანონიერი ქურდიზვიად გამსახურდიასაქართველოს დემოგრაფიასულხან-საბა ორბელიანიიტალიის სერია Aანგარიშთა გეგმაფრინველებისვანეთიბრუნებასოციალიზმიებრაელებიიმანუელ კანტიმჟავური წვიმაჯიხვიმერაბ კოსტავადუნაისტრასბურისტამბოლილურჯი ვეშაპილიმფოციტებინიკო ნიკოლაძეთავისუფლება (ფილოსოფია)ნიკოლოზ ბარათაშვილიგრიგოლ ხანძთელიძველი თბილისიატლანტის ოკეანეSWOT-ანალიზიგველის-მჭამელი🡆 More