ნაგასაკი

ნაგასაკი (იაპონ.

ნაგასაკი სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნაგასაკი (მრავალმნიშვნელოვანი).

ნაგასაკის პრეფექტურის ადმინისტრაციული ცენტრი. ფართობი — 406,35 კმ², მოსახლეობა — 419 728 კაცი (2018).

ქალაქი
ნაგასაკი
იაპონ. 長崎
ნაგასაკი
ნაგასაკის პანორამა
დროშა გერბი
ნაგასაკი ნაგასაკი

ქვეყანა იაპონიის დროშა იაპონია
დაქვემდებარება ნაგასაკის პრეფექტურა
კოორდინატები 32°47′00″ ჩ. გ. 129°52′00″ ა. გ. / 32.78333° ჩ. გ. 129.86667° ა. გ. / 32.78333; 129.86667
მმართველი Shirō Suzuki
დაარსდა 1 აპრილი, 1889
ფართობი 406.35 კმ²
მოსახლეობა 425,723 კაცი (2017)
სიმჭიდროვე 1,000 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+09:00
სატელეფონო კოდი 95
საფოსტო ინდექსი 850-0002–852-8154[1]
ოფიციალური საიტი https://www.city.nagasaki.lg.jp/
ნაგასაკი — იაპონია
ნაგასაკი

ეკონომიკა

ნაგასაკი არის დიდი სავაჭრო-სამგზავრო ნავსადგური. საზღვაო თევზჭერის ბაზა. გემთმშენებლობისა და გემების შეკეთების დიდი ცენტრი. გარდა ამისა, განვითარებულია კვების, მეტალურგიული, საფეიქრო, ნავთობქიმიური და ხე-ტყის სახერხი მრეწველობა. ნაგასაკის მახლობლად არის ქვანახშირის აუზი.

ისტორია

ქალაქი დაარსდა მეთევზეთა დასახლების ადგილას. ცნობილია XII საუკუნიდან. XVI–XVII საუკუნეებში იყო პორტუგალიის ფაქტორია. ე. წ. გარესამყაროსგან იაპონიის იზოლირების პერიოდში (1636–1854 წწ.) ერთადერთი ნავსადგური იყო, რომლის მეშვეობითაც ნაგასაკს შეზღუდული ვაჭრობა ჰქონდა ჰოლანდიასა და ჩინეთთან. XIX საუკუნიდან სამხედრო გემთმშენებლობის ცენტრი იყო.

ნაგასაკი მეორე ქალაქია მსოფლიოში, რომელიც ბირთვული იარაღის მსხვერპლი გახდა. ატომური დაბომბვა განახორციელა აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა მეორე მსოფლიო ომის მიწურულს — 1945 წლის 9 აგვისტოს. შედეგად ქალაქის მესამედი დაინგრა, დაახლოებით 75 ათასი ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა.

ღირსშესანიშნაობები

ნაგასაკი ბაღებითა და პარკებით მდიდარი, თავისუფლად განაშენიანებული ქალაქია. ხუროთმოძღვრების ძეგლთაგან შემონახულია სუვას სინტოისტური სამლოცველო (XVI საუკუნე), სოფუკუძისა და კოფუკუძის ბუდისტური სატაძრო ასამბლები (ორივე XVII საუკუნისაა), მეგანებასის ხიდი (თარიღდება 1634 წლით); XIX–XX საუკუნის ევროპული ტიპის კათოლიკური ეკლესიები. ახალ ნაგებობათაგან აღსანიშნავია მშვიდობის პარკი, სადაც საერთაშორისო კულტურის ცენტრის შენობა დგას (1955, არქიტექტორი ტაკეო სატო და სხვ.), მშვიდობის მონუმენტი (1955, მოქანდაკე კიტიმურა სეიბო) და სხვ.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

-1'> http://www.geopostcodes.com/Nagasaki_shi
  • 2.0 2.1 ელერდაშვილი ა., ნაგასაკი // უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი [3 ტომად], 1-ლი გამოც., თბ.: ფანტაზია, 2006.
  • 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 282–283.
  • „Land Area and Environment - Nagasaki - Japan - knoema.com“. Knoema (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2017-06-08.
  • 長崎県異動人口調査 (იაპონური). ციტირების თარიღი: 23 March 2018.
  • Tags:

    ნაგასაკი ეკონომიკანაგასაკი ისტორიანაგასაკი ღირსშესანიშნაობებინაგასაკი რესურსები ინტერნეტშინაგასაკი სქოლიონაგასაკი2018იაპონური ენაკიუსიუნაგასაკის პრეფექტურა

    🔥 Trending searches on Wiki ქართული:

    ბარბიტურატებიმთვარეთრომბოციტებიAndroidდუნაივლადიმერ ლენინიბახტრიონი (პოემა)ირლანდიათბილისური ეზოფუტკრებიდედამიწის ისტორიამიხეილ ხერგიანიჰიმალაიზღარბისებრნიმურა დათვიბესლანის ტერაქტიპაკისტანიზურა ყიფშიძესაქართველო XV საუკუნეშიგულივარდების რევოლუციათბილისიბუდაპეშტირიკოთის უღელტეხილიარგონავტებიგოგა ხაინდრავაგერგეტის სამების ეკლესიასასანიანთა იმპერიასტრასბურიასტრიდ ლინდგრენიდემოკრატიადედამიწის სტრუქტურასაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიგამტარიტრეფიკინგირელიგიაატომიილია ჭავჭავაძეევერესტიძველი ეგვიპტეკონსტანტინოპოლის დაცემაეოზონოფილებიმრავალკუთხედიმემედ აბაშიძეწრეწირითანდებულისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიკლოდ მონესისხლიალაზანისაქართველოს დაცული ტერიტორიებისაქართველოს სამეფოშხარაგლობალური დათბობაწმინდა სამების საკათედრო ტაძარიმეჰმედ IIნოე ჟორდანიამიგრაციაჩარლი ჩაპლინისანქტ-პეტერბურგიაშშ-ის პრეზიდენტების სიასაქართველოს სახელმწიფო დროშაჟანრი ლოლაშვილიკულტურამსოფლიოს ვალუტებიაფხაზეთის ომი (1992-1993)რესპუბლიკაგიორგი ლეონიძერიონიუფლისციხეალუდა ქეთელაურიძველი თბილისიდასავლეთ რომის იმპერიის დაცემაპრომეთეჩონგურიჯემალ ქარჩხაძეგამარჯვების დღე🡆 More