მხითარ გოში

მხითარ გოში (სომხ.

XII საუკუნის I ნახევარი, განძა — გ. 1213, ნორ-გეტიკი) — სომეხი მოაზროვნე და საზოგადო მოღვაწე. იმ დროის კვალობაზე მხითარ გოშმა საფუძვლიანი განათლება მიიღო. მოღვაწეობდა საქართველოს ფარგლებში მდებარე გეტიკისა და მის მიერვე დაფუძნებულ ნორ-გეტიკის მონასტრებში. მხითარ გოშის შრომებიდან საყურადღებოა „სამართლის წიგნი“, „იგავები“, „ეპისტოლე“ და ე. წ. „ალბანეთის ქრონიკა“. პირველ ნაშრომში ასახულია საქართველოს მეზობელი თუ საქართველოს სახელმწიფოში შემავალი სომხეთის ოლქების ფეოდალური საზოგადოებრიობის ცხოვრების მრავალი მხარე. ვახტანგ VI-ის თაოსნობით ამ ძეგლის ქართული ვერსია შეიქმნა (მხითარ გოშის სამართლის წიგნი). „იგავებში“ მხილებულია იმდროინდელი საზოგადოების მანკიერი მხარეები. „ეპისტოლე“ (დაწერილია 1193-1206 წლების მიჯნაზე) მეტად მნიშვნელოვანი ძეგლია საქართველოში ქალკედონელობის გავრცელების საკითხის შესასწავლად. „ალბანეთის ქრონიკაში“ ალბანთა მღვდელმთავრების სიის გარდა, მოიპოვება ცნობები განძის საამიროსა და მისი მეზობელი ქვეყნების შესახებ (1139-1162), ნაჩვენებია ანისისათვის ქართველთა ბრძოლების მოკლე ისტორია.

მხითარ გოში
მხითარ გოშის ძეგლი გოშში
ჯაბა ლაბაძის ფოტო

ლიტერატურა

  • აბულაძე ი., მხითარ გოშის ტრაქტატი „ქართველთათჳს“ და მისი ლიტერატურული წყაროები, «თსუ შრომები», 1938, ტ. 7;
  • მელიქსეთ-ბეგი ლ., ძველი სომხური ლიტერატურის ისტორია, თბ., 1941;
  • Абегян М. Х., История древне-армянской литературы, Ер., 1975;

სქოლიო

Tags:

1213ვახტანგ VIმხითარ გოშის სამართლის წიგნისაქართველოსომხეთისომხური ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ბაგრატის ტაძარიშარკა ბლუსასწორი (ასტროლოგია)ბათუმის ბოტანიკური ბაღითამბაქოქრისტიანობარომის იმპერატორების სიაფემინიზმისაქართველოს გეოგრაფიაგამაფრთხილებელი შეფერილობაეგზისტენციალიზმინაირა გელაშვილივერძი (ასტროლოგია)სიტყვაქართველებიიოჰან სებასტიან ბახილოცვა ეფრემ ასურისამემედ აბაშიძევიკისაწყობიმედეა (მითოლოგია)ლუი XIVკომპასიბალდუინ IV იერუსალიმელილეიკოციტებიენცეფალოპათიაზღარბისებრნიდინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)თერგდალეულებიილია IIკუებიალკოჰოლიზმისამკუთხედისულეიმან Iგამარჯვების დღეწმინდა სამების საკათედრო ტაძარიზვიგენებიკაცხის სვეტიბახტრიონის ბრძოლაიმერეთივენერამარტივი რიცხვიშოთა რუსთაველიმდინარეგიორგი VIIIკუნილინგუსიავტორიტარიზმიმამუკა მდინარაძელიეტუვაგლიცინიააია-სოფიას ტაძარითავისუფლება (ფილოსოფია)შუა საუკუნეებიაფროდიტეთახვიერთეულთა საერთაშორისო სისტემამიგრაციასიმძლავრემართლმადიდებლობაჩრდილოეთი კორეავულკანიფეხბურთიეგრისის დიდი ომიტუბერკულოზიკირჩხიბი (ასტროლოგია)უქმე დღეები საქართველოშიმტირალას ეროვნული პარკილეიკემიარაბათის ციხეატლანტის ოკეანექართული დამწერლობაფოლკლორისაქართველოს სამეფოწითელი წიგნიმეტაფორავლადიმერ ლენინივიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი🡆 More