მშვიდობით, იარაღო! (ინგლ.
წიგნში, რომელიც დაიწერა 1929 წელს, პირველ პირში ჰყვება ამბავს ამერიკელი ფრედერიკ ჰენრი, რომელიც იყო იტალიის არმიის საველე ჰოსპიტალის ლეიტენანტი ("Tenente"). სახელწოდება აღებულია XVI საუკუნის ინგლისელი დრამატურგის, ჯორჯ პილის პოემიდან.
„მშვიდობით, იარაღო!“ | |
---|---|
A Farewell to Arms | |
რომანის პირველი გამოცემა | |
ავტორი | ერნესტ ჰემინგუეი |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
თემა | ომი, სიყვარული |
ჟანრი | ნახევრად ავტობიოგრაფიული |
გამომცემელი | Scribner's Magazine |
გამოცემის თარიღი | მაისი–ოქტომბერი, 1929 |
მთარგმნელი | ვახტანგ ჭელიძე |
ქართულად გამოიცა | 1960 |
გვერდი | 297 (პირველი Scribner-ის გამოცემა) |
oclc | 36103848 |
წინამორბედი | მამაკაცები უქალებოდ |
მომდევნო | სიკვდილი ნაშუადღევს |
ISBN | ISBN 0-684-83788-9 |
რომანი პირველად იქნა ადაპტირებული 1932 წელს.
ვახტანგ ჭელიძის მიერ ქართულად ნათარგმნი რომანი პირველად გამოიცა 1960 წელს, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოს“ მიერ, 20 000-იანი ტირაჟით.
რომანი დაყოფილია ხუთ წიგნად. პირველ წიგნში რინალდი წარუდგენს კეთრინს ბაკლის ჰენრის; ჰენრი ცდილობს, რომ კეთრინი შეაცდუნოს, და ასე იწყება მათი ურთიერთობა. იტალიურ ფრონტზე ყოფნის დროს, იგი დაიჭრა ფეხში და იქნა გაგზავნილი მილანის ჰოსპიტალში. მეორე წიგნი გვიჩვენებს ჰენრისა და კეთრინის ურთიერთობების გაღრმავებას, მას შემდეგ რაც ერთად გაატარეს მთელი ზაფხული მილანში. ჰენრის შეუყავრდება კეთრინი და იმ დროისთვის, როდესაც იგი განიკურნება, კეთრინი უკვე სამი თვის ფეხმძიმე იქნება. მესამე წიგნში, ჰენრი ბრუნდება თავის გაერთიანებაში. თუმცა, არც ისე დიდი ხნის შემდეგ, ავსტრიელები და გერმანელები არღვევენ იტალიის ხაზებს კაპორეტოს ბრძოლაში. იტალიელები უკან იხევენ. ჰენრი კლავს საინჟინრო სერჟანტს დაუმორჩილებლობის გამო. ამის შემდეგ, ჰენრის საეჭვო პიროვნებად თვლიან და იჭერენ. იგი ხედავს, რომ პოლიციელები შეუბრალებლად ხოცავდნენ დამნაშავეებს და გაქცევას გადაწყვეტს. მან ეს მოახერხა მდინარეში ჩახტომით. მეოთხე წიგნში ჰენრი და კეთრინი კვლავ ხვდებიან ერთმანეთს და შვეიცარიაში გარბიან ნიჩბიანი ნავით. უკანასკნელ წიგნში, ჰენრი და კეთრინი მშვიდად ცხოვრობენ მთებში, მანამ, სანამ კეთრინს დაეწყებოდა მშობიარობა. ხანგრძლივი და მტკივნეული მშობიარობის შემდეგ, მათი შვილი იაბადება მკვდარი. კეთრინს ეწყება სისხლდენა და მალევე კვდება, ხოლო ჰენრი იძულებულია მარტო დაბრუნდეს სასტუმროში, წვიმიან ამინდში.
This article uses material from the Wikipedia ქართული article მშვიდობით, იარაღო!, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.