მცხეთის მუნიციპალიტეტი მუხრანი

მუხრანი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის მცხეთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: პატარა ქანდა, ძველი ქანდა).

მდებარეობს მუხრანის ვაკეზე, მდინარე ქსნის მარცხენა ნაპირას, ზღვის დონიდან 550 მ სიმაღლეზე. ქალაქ მცხეთიდან დაშორებულია 23 კილომეტრით.

სოფელი
მუხრანი
მცხეთის მუნიციპალიტეტი მუხრანი
მუხრანის ციხის შიდა ეზო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი მცხეთის მუნიციპალიტეტი
თემი მუხრანი
კოორდინატები 41°55′57″ ჩ. გ. 44°34′36″ ა. გ. / 41.93250° ჩ. გ. 44.57667° ა. გ. / 41.93250; 44.57667
ცენტრის სიმაღლე 550
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 6197 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 95,8 %
აზერბაიჯანელები 2,6 %
ოსები 0,9 %
სასაათო სარტყელი UTC+4
მუხრანი (მცხეთის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
მუხრანი (მცხეთის მუნიციპალიტეტი)
მუხრანი (მცხეთის მუნიციპალიტეტი) — მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუხრანი (მცხეთის მუნიციპალიტეტი)
მუხრანი (მცხეთის მუნიციპალიტეტი) — მცხეთის მუნიციპალიტეტი
მუხრანი (მცხეთის მუნიციპალიტეტი)

ეტიმოლოგია

სოფლის სახელწოდება წარმოდგება სიტყვა ,,მუხიდან”.

ისტორია

მუხრანი ქართლის ერთ-ერთი ძველი სოფელია. XVIII საუკუნის 70-იან წლებამდე შიოსუბანი ერქვა. მუხრანის სათავადოს დაარსების შემდეგ აქ გაიშალა მწიგნობრულ-საგანმანათლებლო საქმიანობა, ამრავლებდნენ ხელნაწერებს, მოღვაწეობდნენ მწიგნობრები და პოეტები — ბაგრატ მუხრანბატონი (XVI საუკუნე), კონსტანტინე მუხრანბატონის მეუღლე ბარბარე (XVIII საუკუნე), გრიგოლ ბაგრატიონ-მუხრანელი (XVIII-XIX საუკუნეები) და სხვ. სოფელში დგას მუხრანბატონის ციხე-გალავანი, რომელიც მამუკა მუხრანბატონს აუგია 1733 წელს, ხოლო 1756 წელს მის ნანგრევებზე სახლთუხუცეს კონსტანტინე მუხრანბატონს აუშენებია ახალი ციხე.

ციხის ციტადელს ორი მხრიდან დიდი ეზოები აკრავს. ერთი მხარე ფეოდალის საცხოვრებლად იყო განკუთვნილი, მეორე — მოსახლეობის შესახიზნად. ციტადელის კუთხეებში დგას ცილინდრული სამ და ოთხსართულიანი კოშკები, რომლებსაც სათოფურები, სალოდეები და საზარბაზნეები აქვს დატანებული. ციტადელის ჩრდილო-აღმოსავლეთ მონაკვეთში დგას დარბაზული ტიპის კარის ეკლესია, რომლის ფასადები მორთულია აგურის წყობით გამოყვანილი ჯვრებითა და რომბებით. შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდან აქვს. ციხის გალავანში XIX საუკუნის ორი ეკლესიაა.

ანტიკურ ხანაში და განვითარებულ ფეოდალურ ხანაში მუხრანისა (ბარი) და თრიალეთის (მთა) კავშირმა დიდი როლი შეასრულა ქართლის (იბერიის) სამეფოს წარმოშობაში, შემდეგ კი-საქართველოს სახელმწიფოებრივ გაერთიანებაში. II-IV საუკუნეებში მუხრანის ცენტრი იყო ქალაქი ძალისი. ვახტანგ გორგასლის ეპოქაში მუხრანი ბაზალეთთან ერთად წილკნის საეპისკოპოსოს ბირთვად იქცა. ოსეთში ლაშქრობების წინ გორგასალი თავისი ლაშქრით მუხრანში დაბანაკდა. VIII-IX საუკუნეებში მუხრანი კათხა მთავრების-ქორეპისკოპოსთა უფლებაში გადავიდა, რომლებმაც იგი თავის ვასალებს - ძაგანისძეებს უწყალობეს სამოხელეოდ. ძაგანისძეთა ძლიერი ფეოდალური საგვარეულოს წარმომადგენლები თავს ,,ზედაზნის ერისთავთერისთავებსა და მუხრანის მფლობელებს“ უწოდებდნენ. X საუკუნეში ლეონ აფხაზთა მეფემ (957-967 წლები) კახეთისათვის წარმოებული ბრძოლების დროს მოახერხა მუხრანის ხელში ჩაგდება, მაგრამ კახეთის ხელისუფლებმა იგი კვლავ დაიბრუნეს. 1223 წელს დავით აღმაშენებელმა ძაგანისძეებს ზედაზნის ციხესთან ერთად მუხრანის ქვეყანაც წაართვა და მის სამართავად საკუთარი მოხელე-,,გამგე მუხრანისა” დაადგინა. მუხრანი სამეფო დომენად იქცა, რომლის ყმა-მამულის ნაწილი შიომღვიმისა და სვეტიცხოვლის მონასტრებს ებოძათ. XI-XII საუკუნეებში მუხრანი ეკონომიკურად მეტად დაწინაურდა. განახლდა ძველი და აშენდა ახალი სარწყავი სისტემები და წყალსადენები, დაწინაურდა სოფლის მეურნეობის მრავალი დარგი. გაიშალა კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა. მონღოლთა, თემურლენგისა და სხვა დამპყრობთა შემოსევებმა დააზარალეს და მოშალეს მუხრანის მეურნეობა. XVI საუკუნეში მუხრანი ქართლის სამეფო სახლის კუთვნილებაა. 1512 წელს ქართლის მეფის დავითის უმცროსმა ძმამ ბაგრატმა მუხრანის საუფლისწულოდ გადაცემა და შიდა ქართლის სპასპეტობა ითხოვა, სამაგიეროდ კახეთის მეფე ავ-გიორგისთან შებრძოლება იკისრა. დავითმა მისცა ძმას საუფლისწულოდ მუხრანი და შიდა ქართლის სადროშოს სარდლად დანიშნა. ასე შეიქმნა სამეფო მამულებისაგან სათავადო სამუხრანბატონო ანუ სამუხრანო.

XVI-XVII საუკუნეებში მუხრანბატონები ქართლის ხუთ დიდებულ თავადთა რიცხვში შედიოდნენ და დიდ როლს ასრულებდნენ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ბაგრატის შემდეგ სამუხრანბატონოს მისი შთამომავლები (აშოთანი, ვახტანგი, თეიმურაზი, ქაიხოსრო) განაგებდნენ. 1658 წელს მუხრანბატონმა ვახტანგ თეიმურაზის ძემ ქართლის მეფობაც მიიღო და ვახტანგ V-ის (შაჰ-ნავაზის) სახელით განაგებდა ქვეყანას. მუხრანის სათავადოს ცენტრი იყო ქართლის ერთ-ერთი უძველესი სოფელი მუხრანი, რომელსაც XVIII საუკუნის 70-იან წლებამდე შიოსუბანი ერქვა. მუხრანის სათავადოს შექმნის შემდეგ აქ გაიშალა მწიგნობრულ-საგანმანათლებლო საქმიანობა, ამრავლებდნენ ხელნაწერებს, მოღვაწეობდნენ მწიგნობრები და პოეტები-ბაგრატ მუხრანბატონი (XVIII საუკუნე), გრიგოლ ბაგრატიონ-მუხრანელი (XVIII-XIX საუკუნეები) და სხვ. ქართლის მეფე სიმონ I იბრძოდა აღმოსავლეთ საქართველოდან ოსმალთა მთლიანად განდევნისათვის. ქართლისა და კახეთის გაერთიანებულმა ლაშქარმა ალყა შემოარტყა თბილისს. თბილისის გარნიზონის დასახმარებლად წამოსული ოსმალთა 20-ათასიანი ლაშქარი მუხრანის ველზე დაბანაკდა. სიმონ I თავს დაესხა მუხრანთან დაბანაკებულ მტერს, სასტიკად დაამარცხა იგი და დიდძალი ნადავლი იგდო ხელთ. ბრძოლა მოხდა 1582 წლის აგვისტოს ბოლოს.

ბაგრატიონთა მუხრანბატონების შტო ქართლის ტახტს განაგებდა 1724 წლამდე. ამ შტომ მრავალი სახელმწიფო მოღვაწე, მწერალი და მეცნიერი (გიორგი XI, ვახგანგ VI, ვახუშტი და სხვ.) მოგვცა. XVIII საუკუნის II ნახევარში მუხრანბატონები მხარში ედგნენ ერეკლე II-ს და თავდადებით იბრძოდნენ ლეკებისა და სხვა გარეშე მტრების წინააღმდეგ. XIX საუკუნის 40-იან წლებში რუსულმა მმართველობამ გააუქმა სამუხრანბატონო. 1905-1907 წლებში სამუხრანოში მოხდა გლეხთა რევოლუციური გამოსვლები. 1905 წლის 5 მარტს მუხრანის კანცელარიაში დაიბარეს სოფლების მუხრანის, ძალისისა და მჭადიჯვრის გლეხები, რომლებმაც თვითნებურად მოჭრეს ხეები მუხრანის საუფლისწულო ტყეში. საქმის გასარჩევად თბილისიდან ჩამოვიდნენ მაზრის უფროსი და მაღალი თანამდებობის ჩინოვნიკი.

სოფლის კანცელარიასთან გამოცხადდნენ 14 სოფლის წარმომადგენლები, 800-მდე კაცი (ზოგიერთი ცნობით 3000 კაცი). შეკრებილნი შეიარაღებული იყვნენ ხელკეტებით, ზოგი ცეცხლსასროლი იარაღითაც. გლეხების მიერ არჩეულმა დეპუტატებმა მთავრობას წაუყენეს ცხრაპუნქტიანი მოთხოვნა: ყოველ სოფელს ყავდეს დეპუტატი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ყველა სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმის საბოლოო გადაწყვეტაში. სხვა წოდების წარმომადგენლებსაც მიეცეს სოფლის საზოგადოების წევრობის უფლება; გლეხობას გადაეცეს სოფლის ტერიტორიაზე არსებული მთელი საადგილმამულო საკუთრება; დესეტინა სახნავ მიწაში გლეხმა ხაზინის სასარგებლოდ მხოლოდ 10 კაპიკი გადაიხადოს, ხოლო საძოვარი და ტყე უნდა იყოს უფასო; მღვდელმა გასამრჯელო მიიღოს გლეხების მიერ დაწესებული ნიხრის მიხედვით. ბიბლიოთეკები იყოს თავისუფალი, ცენზურის გარეშე; ჯარში წაყვანილი ახალგაზრდობა ამიერკავკასიაში მსახურობდეს, სკოლები გაიხსნას როგორც სახელმწიფო, ასევე სოფლის ხარჯზე, სამეურნეო განხრით, სწავლება იყოს ქართულ ენაზე, ნაწილობრივ რუსულადაც; მოისპოს აქციზი, გამოცხადდეს წერისა და ბეჭდვის თავისუფლება. დეპუტატებმა მთავრობას მოთხოვნების გასაკმაყოფილებლად 14 მარტამდე მისცეს ვადა. აჯანყებულთა დასასჯელად თბილისიდან ერთი ბატალიონი ჯარი გაიგზავნა. ჯარი ჩაუყენეს სოფლებს: ძალისს, წილკანს, მჭადიჯვარს, რომელთა გლეხობამ განსაკუთრებით აქტიური მონაწილეობა მიიღო გამოსვლებში.

მჭადიჯვრელმა გლეხებმა უარი თქვეს ივანე ბაგრატიონ-მუხრანბატონისთვის ღალის გადახდაზე. ბოქაულმა დააპატიმრა სამი გლეხი და დასჯით დაემუქრა. მჭადიჯვრელმა და ახლომახლო სოფლების გლეხებმა დაპატიმრებულები გაათავისუფლეს. სოფელში გაიგზავნა ჯარი (ნახევარი ასეული და რამდენიმე კაზაკი). მათ მოსახლეობას ძალით წაართვეს ღალა.

1905 წლის 3 აგვისტოს მუხრანბატონის სასახლესთან (ახლანდელი მუხრანის სასწავლო-საცდელი მეურნეობა) თავი მოიყარა 1000-მდე გლეხმა. ჯარისკაცებსა და გლეხებს შორის მოხდა შეიარაღებული შეტაკება, რასაც გლეხების მხრივ მსხვერპლი მოჰყვა. 5 აგვისტო მუხრანბატონის დასახმარებლად ჯარით ჩამოვიდა თავადი ამილახვარი, მაგრამ ვერას გახდა. 10 აგვისტოს, დღისით გლეხებმა თავადი ივანე მუხრანბატონი მოკლეს.

1906 წლის 28 იანვარს რევოლუციონერ მოთავეთა შეპყრობის მიზნით სოფელში გაიგზავნა რამდენიმეათასიანი კარგად შეიარაღებული კაზაკთა რაზმები. 28 იანვარს დილით კაზაკებმა ხალხი ძალით შეკრიბეს სოფლის სკოლასთან და მოსთხოვეს რევოლუციონერ აგიტატორთა დასახელება. ხალხმა არ გახდა აგიტატორები. მაშინ ეჭვმიტანილთა სახლებს ზარბაზნებიდან ყუმბარები დაუშინეს და დაანგრიეს, ხოლო სოფელს აგიტატორთა დაფარვისათვის ფულადი ჯარიმა შეაწერეს და გადასახადიც ერთიორად გადაახდევინეს.

1922 წლის დასაწყისში სოფლის გლეხობამ დააარსა ამხანაგობა ,,მეგობრობა”. იურიდიულად გაფორმდა საქართველოს სსრ მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატის 1922 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით. ამხანაგობას ჰქონდა წესდება.

დემოგრაფია

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 6197 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 6239
2014 6197 მცხეთის მუნიციპალიტეტი მუხრანი 

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

სქოლიო

Tags:

მცხეთის მუნიციპალიტეტი მუხრანი ეტიმოლოგიამცხეთის მუნიციპალიტეტი მუხრანი ისტორიამცხეთის მუნიციპალიტეტი მუხრანი დემოგრაფიამცხეთის მუნიციპალიტეტი მუხრანი იხილეთ აგრეთვემცხეთის მუნიციპალიტეტი მუხრანი ლიტერატურამცხეთის მუნიციპალიტეტი მუხრანი სქოლიომცხეთის მუნიციპალიტეტი მუხრანიაღმოსავლეთი საქართველოზღვის დონეთემიკილომეტრიმდინარემუხრან-საგურამოს ვაკემცხეთამცხეთა-მთიანეთის მხარემცხეთის მუნიციპალიტეტიპატარა ქანდასოფელიქსანიძველი ქანდა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

რთველიტერენტი გრანელინიანგებიკილიმანჯაროირემიჩერნობილის კატასტროფაზედსართავი სახელილეჩხუმიSWOT-ანალიზიაჭარამორფოლოგია (ენათმეცნიერება)ქართლის ცხოვრებაარჩვიმეორე მსოფლიო ომიბატონებითითაობასაქართველოს მმართველთა სიაავტორიტარიზმიმიხეილ ხერგიანისაქართველოს დიდი სოფლებილაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალიაბას I (ირანი)ნარიყალასალამურიალექსანდრე მაკედონელითევზებიმონანიება (ფილმი)YouTubeმცენარეებინიჰილიზმიგურამ დოჩანაშვილიკულტურაზაქარია ფალიაშვილიპროტესტანტიზმიაფხაზეთის ომი (1992-1993)ჩინეთის ისტორიაჰიპერბოლა (ენა)კუებიშიდსიოლიმპიური თამაშებილევან საგინაშვილიანდაზავერძი (ასტროლოგია)სეკულარიზმიფარნავაზ Iწითელაიმერეთიამერიგო ვესპუჩიბუნების დაცვანარკომანიახევისბერი გოჩამონღოლთა იმპერიაქაშუეთის ეკლესია (ჭორჭოხი)ამფიბიებიმე, ბებია, ილიკო და ილარიონი (რომანი)ანა კალანდაძეხელისუფლების დანაწილებარომის იმპერატორების სიაენცეფალოპათიანაცვალსახელირკინაფიოდორ დოსტოევსკიძუძუმწოვრებინოე სულაბერიძეიაპონიააზერბაიჯანინაპოლეონ ბონაპარტითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიშუშანიკის წამებამეტაფორაქართული ხალხური ცეკვებიუკრაინაალბერტ აინშტაინიევროპის პარლამენტიაფროდიტესტამბოლიშვეიცარიაგია ყანჩელიფილოსოფია🡆 More