მონღოლები

მონღოლები — ცენტრალური აღმოსავლეთ აზიის ეთნიკური ჯგუფი, რომელიც ძირითადად ცხოვრობს მონღოლეთში, ჩინეთსა და რუსეთში.

მონღოლები
B.TserendorjD. Sükhbaatar
მონღოლებიZanabazarმონღოლები
YanjmaaმონღოლებიP.Genden
მონღოლებიმონღოლებიGenghis Khan
ბ. ცერენდჯორი • დ. სუხბაატარი • ბ. რინჩენი
ს. დამდინბაზარი • ძანაბაძარი • ბოგდო-ყანი
ს. იანჟმა • სუბუტაი • პ. გენდენი
უგედეიყუბილაი-ყაენიჩინგიზ-ყაენი
საერთო მოსახლეობა
10 000 000
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
ჩინეთის დროშა ჩინეთი 5,800,000
მონღოლეთის დროშა მონღოლეთი 2,800,000
რუსეთის დროშა რუსეთი 1 000 000
სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეა 34 000
აშშ-ის დროშა აშშ 15,000 - 18,000
ენები დომინანტური მონღოლური ასევე ჩინური, რუსული და თურქული
რელიგიები დომინანტური ტიბეტური ბუდიზმი, შამანიზმი ფორმალურად ტენგრიზმი. მცირე ჯგუფებში ქრისტიანობა და ისლამი

მონღოლთა იმპერიის შექმნა

XIII საუკუნის დასაწყისში აზიის აღმოსავლეთ ნაწილიდან ახალი დამპყრობლები — მონღოლები დაიძრნენ დასავლეთის მიმართულებით. მათ უმოკლეს დროში მოახერხეს ისლამური სამყაროს დიდი ნაწილის, კავკასიის, რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის მნიშვნელოვანი ტერიტორიის დაპყრობა, ამ დაპყრობების შედეგად კი წარმოიქმნა მსოფლიო ისტორიაში უდიდესი იმპერია.

მონღოლები ისტორიაში ცნობილი არიან ასევე თათრების სახელით. ეს სახელი შენარჩუნდა მონღოლეთის იმპერიის დასავლეთ ნაწილებში, მაგალითად დღევანდელი რუსეთის ტერიტორიაზე XIII-XV საუკუნეებში არსებულ მონღოლურ სახელმწიფო ოქროს ურდოში. შემდგომში ევროპელები თათრებს უძახოდნენ ყველა თურქული წარმომავლობის ხალხებს ოსმალების გამოკლებით (აღსანიშნავია, რომ მონღოლები და თურქები მონათესავე ხალხები არიან). დღეს თათრებად მოიხსენიებენ ვოლგისპირეთის თურქები.

მონღოლმა ბელადმა ჩინგიზ ყაენმა ხანგძლივი ბრძოლის შემდეგ მოახერხა ერთმანეთთან მოქიშპე მომთაბარე მონღოლური ტომების გაერთიანება და სათავეში ჩაუდგა მათ ჩინგიზ ყაენის სახელით. 1206 წელს, მდინარე ონონის სათავესთან გამართულ თავყრილობაზე მონღოლურმა ტომებმა მას ერთგულების ფიცი დაუდეს. დაიწყო მონღოლების დაპყრობების ეპოქა.

შემდეგ წლებში ჩინგიზ ყაენმა დაიმორჩილა დარჩენილი მონღოლური ტომები, წარმართი თურქების ტომები და სამხრეთ ციმბირის ტყეებში მცხოვრები ხალხებიც. 1218 წლისათვის ჩრდილო–აღმოსავლეთი აზიის უმეტესი ნაწილი მის გამგებლობაში იყო და ის დასავლეთისაკენ შემოტრიალდა. ჩინგიზ ყაენის მხედართმთავრის ჯებე ნოინის მეთაურობით მონღოლებმა დაიმორჩილეს ყარა–კიტაის სამეფო და მალე მათ გამგებლობაში აღმოჩნდა სირფარიის აღმოსავლეთით არსებული მიწები. ამდენად, ისინი უშუალოდ გაუმეზობლდნენ ხორეზმის თურქული წარმომავლობის მუსლიმ შაჰს.

მოდმევნო წელს სირდარიის ნაპირზე მდებარე ქალაქ ოტრარის ხორეზმელი გამგებლის ბრძანებით გაძარცვეს მონღოლეთიდან მომვალი ქარავანი და 450 ვაჭარი მოკლეს. მონღოლთა შურისძიებამ არ დააყოვნა. იმავე წელს ჩინგიზ ყაენმა თავისი არმიით გადალახა სირდარია და შეიჭრა ისლამურ სამყაროს ტერიტორიაზე. 1220 წელს მთელი ცენტრალური აზია უმნიშვნელოვანესი ქალაქების, ბუხარას და სამარყანდის ჩათვლით. მის ხელთ იყო. მალე მონღოლებმა მდინარე ამუდარიაც გადალახეს და შეიჭრნენ აღმოსავლეთ ირანში.

1227 წელს ჩინგიზ ყაენი გარდაიცვალა და მონღოლთა წინსვლა დროებით შეჩერდა.

1240 წლისათვის მონღოლთა ხელში უკვე დასავლეთ ირანიც იყო. 1243 წელს მათ დაამარცხეს ანატოლიის სელჩუკი სულთნის ჯარი.

1258 წელს მონღლთა ჯარები ბაღდადში შეიჭრნენ. მათ უკანასკნელი აბასიანი ხალიფა ალ–მუსთასიმი, საგვარეულოს ყველა წარმომადგენელთან ერთად, სიცოცხლეს გამოასალმეს. აბასიანთა დინასტია, რომელიც 5 საუკუნის მანძლზე სუნიტური ისლამის საყრდენად ითვლებოდა, ისტორიას ჩაბარდა.

მონღოლთა ძლევამოსილი წინსვლა ეგვიპტის მამლუქთა არმიამ შეაჩერა, რომელიც 1260 წელს აიუნ ჯალუთის ბრძოლაში გაანადგურა მონღოლთა არმია. 1277 წელს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს მონღოლები და ეგვიპტელები. მონღოლები ამჯერადაც დამარცხდნენ. მონღოლთა არმიაში იბრძოდა სამი ათასი ქართველი, რომლებმაც მარცხის მიუხედევად, სიმამაცით გამოიჩინეს თავი.

ჩინგის ყაენის შთამომავლებს შორის მონღოლთა იმპერია შემდეგ ნაწილებად დაიყო: დიდი ყაენის იმპერია – აღმოსავლეთ აზიის დიდი ნაწილი ჩინეთის ჩათვლით. მონღოლეთი – დღევანდელი მონღოლეთის ტერიტორია ყარაყორუმის ჩათვლით.

XII საუკუნის არაბი ისტორიკოსი იბნ ალ ასირი მონღოლთა სამხედრო ტაქტიკისა და სისასტიკის შესახებ:

ვიკიციტატა
„მონღოლებს ასეთი ჩვეულება ჰქონდათ: როცა ქალაქის აღებას აპირებდნენ, წინ აყენებდნენ ტყვე მუსლიმებს და აიძულებდნენ შეეტიათ და ებრძოლათ, ხოლო თუ ტყვეები უკან ბრუნდებოდნენ, მათ ხოცავდნენ... თვითონ მონღოლები მუსლიმთა ზურგს უკან იბრძოდნენ, აიმტომაც ტყვე მუსლიმები იხოცებოდნენ, თვითონ კი უვნებელი რჩებოდნენ.“

მნიშვნელოვანი წლები

1160-1227 — ჩინგიზ ყაენი 1215 — პეკინის აღება 1256 — ალამუთის ციხე-სიმაგრის აღება და ასასინთა სახელმწიფოს განადგურება 1258 — ბაღდადის აღება და აბასიანთა სახალიფოს აღსასრული 1260 — აინ ჯალუთის ბრძოლა

ლიტერატურა

  • ისტორია 11, ავტორები: ნოდარ ასათიანი, ნინო კიღურაძე, გიორგი სანიკიძე, ლალი ფირცალავა, ISBN 978-99940-994-7-4

რესურსები ინტერნეტში

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

Tags:

მონღოლები მონღოლთა იმპერიის შექმნამონღოლები მნიშვნელოვანი წლებიმონღოლები ლიტერატურამონღოლები რესურსები ინტერნეტშიმონღოლები იხილეთ აგრეთვემონღოლები სქოლიომონღოლებიმონღოლეთირუსეთიჩინეთი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ვარლამ ლიპარტელიანიმარხვავენერაშარკა ბლუავაზალათინური ამერიკაბერძნები საქართველოში1832 წლის შეთქმულებამდინარეგერმანიის ქალაქების სიაკრისტალბეთიეროზიაქართლისარკაზმიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2020წითელი წიგნისეფსისილეიკოციტოზიეგზისტენციალიზმიკოლხეთის ეროვნული პარკიმუშთაიდის ბაღიერთა ლიგაენდომეტრიოზიგიორგი მიქაუტაძესაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიარკინათორნიკე ერისთავიდედამიწის ისტორიაგიორგი IV ლაშალადო ასათიანისასანიანთა იმპერიამილიმეტრიგეორგიევსკის ტრაქტატიიოსებ სტალინიდავით VI ნარინისაგრადა-ფამილიაათენიდავით სარაჯიშვილიელექტრონული მუსიკავეფხვიკალათბურთიქრომოსომაიგიკონგოვიკიპედიამეორე მსოფლიო ომისაქართველოგიორგი ნიკოლაძეგაერთიანებული ერების ორგანიზაციაფრინველებისაბერძნეთის დემოგრაფიატურიზმიგელათის მონასტერიქართველებიმგელიგრიგორიანული კალენდარიისლანდიაჰერაკლეევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2004საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებიისააკ ნიუტონინაღვლის ბუშტისაქართველო V საუკუნეშისოლომონ Iსანტიაგო ბერნაბეუ (სტადიონი)მსოფლიოს უდიდესი ქალაქებიაშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიასაქართველოს მდინარეების სიაღირსების ორდენი (საქართველო)შვედეთიიბრაჰიმ ტრაორეპითაგორათამბაქოზმნიზედანიკა კვეკვესკირირენესანსისაფრანგეთის რევოლუციაღამურამარტივი და შედგენილი რიცხვები🡆 More