მეთორმეტე ღამე

„Მეთორმეტე ღამე, ან რასაც ისურვებთ“ — შექსპირის რომანტიკული კომედია, დაწერილია დაახლოებით 1601-1602 წლებში.

მეთორმეტე ღამე
სცენა „მეთორმეტე ღამიდან“ (მალვოლიო და გრაფინია), დენიელ მეკლიზი (1840)

Პიესა მოგვითხრობს ტყუპების — ვიოლასა და სებასტიანის — შესახებ, რომლებსაც გემის ჩაძირვა ერთმანეთისაგან აცალკევებს. Მამაკაცის სამოსში გადაცმული ვიოლა, ცეზარიოს სახელით, მსახურად დაუდგება ჰერცოგ ორსინოს, რომელიც ეტრფის გრაფის ასულ ოლივიას, ამ უკანასკნელს ცეზარიოდ გადაცმული ვიოლა შეუყვარდება, თავად ვიოლას კი ორსინო უყვარს.

„მეთორმეტე ღამე“ პირველად 1623 წლის ფოლიოში დაიბეჭდა.

პერსონაჟები

  • ვიოლა — გემის ჩაძირვას გადარჩენილი ახალგაზრდა ქალი, მამაკაცად გადაცმული დაირქმევს ცეზარიოს
  • სებასტიანი — ვიოლას ტყუპი ძმა
  • ორსინო — ილირიის ჰერცოგი
  • ოლივია — მდიდარი გრაფის ასული
  • Მალვოლიო — ოლივიას მსახურთუხუცესი
  • Მარია — ოლივიას სეფექალი
  • Სერ ტობი ბელჩი — ოლივიას ბიძა
  • სერ ენდრიუ ეგიუჩიკი — სერ ტობის მეგობარი, ოლივიას ხელისმთხოვნელი
  • ფესტი — ოლივიას მასხარა
  • ანტონიო — გემის კაპიტანი და სებასტიანის მეგობარი

სიუჟეტი

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
მეთორმეტე ღამე 
ოლივია, ედმუნდ ლეიტონი
მეთორმეტე ღამე 
მალვოლიო და სერ ტობი), ჯორჯ კლინტი (c.1833)

გემის ჩაძირვას გადარჩენილი ვიოლა ილირიის ნაპირზე გაირიყება. Მას მეტად მცირე იმედი აქვს იმისა, რომ მისი ტყუპი ძმა სებასტიანი საზღვაო კატასტროფას არ შეეწირა. Უცხო მიწაზე მარტო მყოფი, ვიოლა მამაკაცის ტანსაცმელს გადაიცვამს, ცეზარიოს დაირქვამს და ჰერცოგ ორსინოს მსახურად დაუდგება. Ჰერცოგი ორსინო უიმედოდაა შეყვარებული გრაფის ასულ ოლივიაზე, რომელსაც ახლადგარდაცვლილი ძმის შვიდწლიანი გლოვა აქვს გადაწყვეტილი. Მან საკუთარ თავს აღუკვეთა ყოველგვარი გასართობი და მამაკაცთან სასიყვარულო ურთიერთობა. Ჰერცოგი ორსინო ოლივიასთან თავისი სიყვარულის გაცხადების და ცოლობის თხოვნის მიზნით შუამავლად ცეზარიოს გაგზავნის. Ოლივიას ცეზარიოდ გადაცმული ვიოლა შეუყვარდება, ვიოლა კი ჰერცოგ ორსინოს ეტრფის. Იკვრება სასიყვარულო სამკუთხედი.

„ჩემს ბატონს უყვარს ოლივია თავდავიწყებით,
Მე კი - საბრალო ტყვე ვარ მისი სიყვარულისა;
Ოლივიას კი, გზაგადამცდარს. Ჩემკენ აქვს გული.“

პარალელურად, ოინი ეწყობა მსახურთუხუცესი მალვოლიოს გასაცურებლად. Სერ ტობი ბელჩი და სერ ენდრიუ ეგიუჩიკი ოლივიას სახლში შუაღამისას ქეიფობენ და მხიარულობენ, რასაც მსახურთუხუცესი მალვოსიოს მუქარა მოჰყვება. Საპასუხოდ, ისინი გადაწყვეტენ თავად დასაჯონ მსახურთუხუცესი „უხეშ მოპყრობის და ყოყოჩობისთვის“. Მარია ოლივიას კალიგრაფიით მალვოლიოს სასიყვარულო წერილს მისწერს, რაც ამ უკანასკნელს დაარწმუნებს, რომ გრაფინიაზე დაქორწინება და სოციალური სტატუსის ამაღლება ელის. Წერილში მალვოლიო კითხულობს თხოვნას, რომ ჩაიცვას ყვითელი ფერი და ჯვარედინად შეიკრას წვივსაკრავები, რაც, რეალურად ოლივიას ეჯავრება, ასევე მალვოლიოს სთხოვენ მუდამ იღიმოს, რაც შეუფერებელია ოლივიას სევდიანი მდგომარეობისთვის. Მალვოლიო ამ თხოვნების შესაბამისად იწყებს მოქმედებას, ოლივია ფიქრობს, რომ იგი გაგიჟდა და სერ ტობის სთხოვს მის მოვლა-პატრონობას. Სერ ტობი მალვოლიოს ბნელ ოთახში გამოკეტავს.

ამასობაში, სებიასტიანიც მოადგება ილირიის ნაპირს თავის გადამრჩენელთან, ანტონიოსთან ერთად. Ანტონიოს ილირიაში მტრები ჰყავს, თუმცა სებასტიანი იმდენად უყვარს, რომ მაინც მიყვება მას ქალაქში. Სებასტიანი და ვიოლა გარეგნულად ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, რასაც მათი იდენტობების არაერთგზის არევა მოჰყვება.

მეთორმეტე ღამე 
სცენა მეთორმეტე ღამიდან, ფრენსის უითლი (1771–72)

Სერ ენდრიუ ეგიუჩიკი, რომელივ ოლივიას ხელისმთხოვნელია, იხილავს რა ოლივიას კეთილგანწყობას ცეზარიოსადმი, ამ უკანასკნელს დუელში გამოიწვევს. Ამ დროს გამოჩნდება ანტონიო, რომელსაც ცეზარიო სებასტიანი ეგონება და სურვილს გამოთქვამს, რომ მის ნაცვლად იბრძოლოს. Მოდიან ქალაქის მცველები, რომლებიც იჭერენ ანტონიოს. Ანტონიო ცეზარიოს, რომელიც სებასტიანი ჰგონია, თავისი საფულის უკან დაბრუნებას სთხოვს, უარის შემდეგ კი მას მოღალატედ გამოაცხადებს. Იმ ფაქტიც შეგულიანებულები, რომ ცეზარიომ გასაჭირში მყოფი მეგობარი უარყო, სერ ენდრიუს და სერ ტობის აფიქრებინებს, რომ ცეზარიო მხდალი ადამიანია და დაედევნებიან მას, რათა ფიზიკურად გაუსწორდნენ. Ამ დროს ისინი შეხვდებიან სებასტიანს, რომელიც სათანადოდ უპასუხებს მათ შეტევას. Მათი ბრძოლის ხმა ოლივიამდე მიაღწევს, ოლივიაც ცეზარიოდ ჩათვლის სებასტიანს, ბოდიშს მოუხდის თავისი ახლობლების უსაქციელობის გამო და დაქორწინებას შესთავაზებს, რაზეც სებასტიანი დასთანხმდება.

ცეზარიოს მოჰყავს ჰერცოგი ორსინო, რათა აჩვენოს მისი გადამრჩენელი ანტონიო. Ეს უკანასკნელი კვლავ ღალატში ადანაშაულებს მას, თუმცა ირკვევა, რომ ანტონიო სამი დღეა რაც ქალაქშია, ხოლო ცეზარიო - სამი თვეა, რაც ჰერცოგს მსახურობს. Ამ დროს შემოდის ოლივია თავისი ამალით. Ჰერცოგის ერთგული ცეზარიოს ხილვა ოლივიას აფიქრებინებს, რომ მას მეუღლემ უღალატა. Იგი გაამჟღავნებს თავისი ქორწინების ამბავს, რასაც მოძღვარი დაადასტურებს. Ჰერცოგი, რომელიც თავს საყვარელი მსახურისგან მწარედ მოტყუებულად თვლის, უარყოფს ცეზარიოს, რომელიც ამაოდ ცდილობს თავის ერთგულებაში დაარწმუნოს ორსინო. Შემოდის სებასტიანი, იდენტობების არევით გამოწვეული გაურკვევლობა პიკს აღწევს.

„სახე ერთია! Ქცევა ერთი! Ხმაც ერთი არის!
Და იმავე დროს ორ კაცად ჩანს ისე, ვით ჩრდილი,
Რომელიც არის და არც არის!“

საბოლოოდ ტყუპები ამოიცნობენ ერთმანეთს. Ჰერცოგი ორსინო და ვიოლა ქორწინდებიან. Მალვოლიო შურისძიებას ითხოვს, თუმცა რადგანაც ამ ხუმრობის გამო სერ ტობიმ მარია ცოლად შეირთო, ფაბიანი ითხოვს, შეიწყალონ ოინის მომწყობები.

„ამრიგად, ამ ჩვენს ხუმრობაში მხიარულება
Უფრო მეტია, ვიდრე შუღლი ან ბოროტება
Და მას სიცილი უფრო მეტად შეჰფერის.“

რესურსები ინტერნეტში

მეთორმეტე ღამე 
ვიკიწყარო
ვიკიწყაროში არის სტატია:
მეთორმეტე ღამე 
არის გვერდი თემაზე:
მეთორმეტე ღამე 
არის გვერდი თემაზე:
    ციფრული გამოცემები
    საგანმანათლებლო რესურსები
    სხვა წყაროები

Tags:

უილიამ შექსპირი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

გიორგი IV ლაშაიუსტინიანე Iფოთიგიორგი III (საქართველოს მეფე)არგონავტებიამფიბიებილუკა ლოჩოშვილიალავერდივიკისაწყობიზღვასაათი (ერთეული)უდაბნოსაბერძნეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიიოჰან სებასტიან ბახინაკიანი წელიწადიდასავლეთ რომის იმპერიის დაცემაკახეთის აჯანყება (1659)ბიპოლარული აშლილობაკაპიტალიზმიჩარლი ჩაპლინინაწლავებიფელტინს არენაირლანდიააჭარის ავტონომიური რესპუბლიკასასანიანთა იმპერიამოსკოვიხვიჩა კვარაცხელიამტკვარიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2008ღირსების მედალიიუპიტერიალპებიპაბლო პიკასობუღა თურქის შემოსევააიეტი (მითოლოგია)მაიმუნებიალექსანდრე ყაზბეგიჯანო ანანიძეევროპა-აზიის საზღვარიბერლინის ხელშეკრულება (1878)საბერძნეთის გეოგრაფიაქრისტიანობაირაკლი ღარიბაშვილიქართლის გაქრისტიანებაკორუფციაგიორგი ქვილითაიასათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალიუოტფორდი (საფეხბურთო კლუბი)მართკუთხედიასტრიდ ლინდგრენისაქართველოს სატელეფონო კოდებინიკო ნიკოლაძესვანეთიჟიული შარტავათევზები (ასტროლოგია)ტაიგანახშირბადიზურიკო დავითაშვილიმონღოლთა ბატონობა საქართველოშისახელმწიფოჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციადიდება (ჰიმნი)ეროზიავალენსია (საფეხბურთო კლუბი)თავის ტვინივიკიპედიაპარიზის ღვთისმშობლის ტაძარიზაქარია ფალიაშვილიილია ჭავჭავაძესაქართველოს ეროვნული მუზეუმიიბერიამუნივულკანიოლიმპიური თამაშებიშენგენის ზონადავით გურამიშვილირუსეთ-საქართველოს ომი (1921)ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა🡆 More