მაქსუდ ალიხანოვ-ავარსკი (რუს.
23 ნოემბერი, 1846, სოფ. ხუნძახი, ახლანდ. დაღესტნის რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია, — გ. 3 ივლისი, 1907, ალექსანდროპოლი, ახლანდ. გიუმრი, სომხეთი) — რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1907), წარმოშობით ავარიელი.
დაამთავრა თბილისის მე-2 სათავადაზნაურო გიმნაზია, შემდეგ — კონსტანტინეს მე-2 სამხედრო სასწავლებელი (1864). მსახურობდა კავკასიაში. მონაწილეობდა ხივის ლაშქრობაში (1873), რუსეთ-ოსმალეთის ომში (1877-1878). 1879 წელს მიავლინეს იმიერკასპიის ოლქში. მონაწილეობდა მიიღო ახალ-თექინის ექსპედიციაში (1880-1881), მერვის (ახლანდ. თურქმენეთი) ანექსიაში (1884), საზღვრისპირა შეტაკებებში ავღანელებთან ქუშქასთან (1885), ასევე ე. წ. ბოქსიორთა აჯანყების წინააღმდეგ ლაშქრობაში ჩინეთში (1900-1901). 1901 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება.
1905 წელს ალიხანოვ-ავარსკი გაიგზავნა ერევნის გუბერნიაში სომეხ-თათართა დაპირისპირების დასაშოშმინებლად; სომხები მუსლიმების ღიად მფარველობაში ადანაშაულებდნენ. იმავე წლის დეკემბერში დაინიშნა თბილისის დროებით გუბერნატორად, ხოლო 1906 წლის იანვარში — ქუთაისის დროებით გენერალ-გუბერნატორად. ხელმძღვანელობდა დასავლეთ საქართველოში რევოლუციური გამოსვლების სასტიკ ჩახშობას, რის გამოც საყოველთაო სიძულვილი დაიმსახურა; რამდენჯერმე გადაურჩა მისი მკვლელობის მცდელობას. 1907 წელს მიიღო გენერალ-ლეიტენანტის წოდება და დაინიშნა კავკასიის მე-2 კაზაკთა დივიზიის მეთაურად. მოკლეს (ეტლში ააფეთქეს) სომეხმა რევოლუციონერებმა იმავე წლის ივლისში ქალაქ ალექსანდროპოლში (ახლანდ. გიუმრი).
ალიხანოვ-ავარსკი დაჯილდოებული იყო წმ. ვლადიმერის IV (1872) და III (1899), წმ. სტანისლავის II (1874) და I (1904) ხარისხის ორდენებით, წმ. გიორგის IV ხარისხის სამხედრო ორდენის წარჩინების ნიშნით (1877), წმ. გიორგის IV ხარისხის (1885), წმ. ანას II (1888) და I (1906) ხარისხის ორდენებით, ასევე სპარსული „ლომისა და მზის“ და ბუხარული „ოქროს ვარსკვლავის“ ორდენებით. გამოქვეყნებული ჰქონდა მერვის ოაზისის აღწერილობა, მოგონებები ცენტრალურ აზიაში მოღვაწეობის შესახებ, სტატიები და რეპორტაჟები პრესაში.
This article uses material from the Wikipedia ქართული article მაქსუდ ალიხანოვ-ავარსკი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.