ლუკა გუადანინო

ლუკა გუადანინო (იტალ.

Luca Guadagnino; დ. 10 აგვისტო, 1971, პალერმო, სიცილია, იტალია) — იტალიელი რეჟისორი და სცენარისტი. ხშირად მუშაობს მსახიობ ტილდა სუინტონთან ერთად. მათ კოლაბორაციებს შორისაა ფილმები: „პროტაგონისტები“ (1999), „მე ვარ სიყვარული“ (2010), „დიდი შხეფი“ (2015) და „სუსპირია“ (2018), რომელიც 1977 წლის იმავე სახელწოდების ფილმის რიმეიქია.

ლუკა გუადანინო
ლუკა გუადანინო
გუადანინო 2018 წელს
დაბადების თარიღი 10 აგვისტო, 1971
პალერმო, სიცილია, იტალია
ალმა-მატერი საპიენციის უნივერსიტეტი
საქმიანობა რეჟისორი, სცენარისტი
აქტიური 1997-დღემდე

2017 წელს გუადანინომ გადაიღო ფილმი, სახელწოდებით „შენი სახელით მომმართე“, რომლითაც მან საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. იგი იმავე სახელის მქონე რომანზეა დაფუძნებული (ავტ. ანდრე ასიმანი). ფილმი „ოსკარზე“ (საუკეთესო სურათი), „ვერცხლის ბაფთაზე“ (საუკეთესო რეჟისორი) და BAFTA-ზე იყო ნომინირებული (საუკეთესო რეჟისურა).

ადრეული ცხოვრება

ლუკა გუადანინო 
ლუკა გუადანინო 2017 წელს ბერლინალეზე

ლუკა გუადანინო 1971 წლის 10 აგვისტოს პალერმოში, სიცილიაში (იტალია) დაიბადა, იტალიელი მამისა (კანიკატი, იტალია) და ალჟირელი დედის ოჯახში. მან ბავშვობის წლები ეთიოპიაში გაატარა, სადაც მამამისი ისტორიასა და იტალიურ ლიტერატურას ასწავლიდა ადის-აბებას ტექნიკურ სკოლაში. 1977 წელს მისი ოჯახი ეთიოპიიდან იტალიაში გადმოვიდა.

გუადანინო კინოხელოვნებით რვა წლის ასაკში დაინტერესდა, როცა დედამისმა კამერა აჩუქა. ამის შესახებ იგი ინტერვიუში ამბობს: „...მას შემდეგ, რაც დედაჩემთან ერთად „ლოურენს არაბი“ ვნახე. მაშინ ამ ფილმს ვერაფერი გავუგე, მაგრამ კადრების ძალამ და რეალობის ასეთი დიდი ვერსიის წარმოჩენამ ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა. ამიტომ, ყოველთვის მჯეროდა, რომ რეჟისორობა მინდოდა“.

გუადანინო პალერმოს უნივერსიტეტში ლიტერატურას შეისწავლიდა, შემდეგ საპიენციის უნივერსიტეტში გადავიდა და კინოს ისტორიის სწავლაც დაიწყო. გუადანინომ თავისი დისერტაცია ამერიკელ კინორეჟისორზე, ჯონათან დემზე დაწერა.

კინო-კარიერა

გუადანინომ თავისი სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმი 1999 წელს გადაიღო, სახელწოდებით „პროტაგონისტები“. ფილმის ჩვენება ვენეციის კინოფესტივალზე გაიმართა. მასში მთავარ როლს ტილდა სუინტონი ასრულებს.

2009 წელს გუადანინომ ფილმი „მე ვარ სიყვარული“ გამოუშვა. იგი კომერციულად წარმატებული გამოდგა და 2010 წელს „ოსკარზე“ იყო ნომინირებული საუკეთესო კოსტიუმების დიზაინისთვის, „ოქროს გლობუსზე“ საუკეთესო უცხოური ფილმისთვის, ხოლო BAFTA-ზე საუკეთესო არაინგლისურენოვანი ფილმისთვის.

ლუკა გუადანინო 
ლუკა გუადანინო და ანდრე ასიმანი 2017 წელს, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე

2013 წელს მან დოკუმენტური ფილმი გადაიღო ბერნარდო ბერტოლუჩის შესახებ, რომლის ჩვენებაც ვენეციის კინოფესტივალზე, ლონდონის კინოფესტივალსა და 50 სხვა ფესტივალზე გაიმართა. ფილმს სახელად „ბერტოლუჩი ბერტოლუჩიზე“ ჰქვია. გუადანინო ბერტოლუჩის შესახებ ამბობს: „...ის (ფილმი) ჩემს მეგობართან, უოლტერ ფასანოსთან ერთად გადავიღე. ბავშვობის დროიდან, ჩემს წარმოსახვაში ბერტოლუჩი და კინო ერთიდაიგივე რამ იყო. ბერტოლუჩი ჩემთვის კინოს ნიშნავდა და ვერ წარმომედგინა კინოზე ფიქრი ბერტოლუჩიზე ფიქრის გარეშე. ის რეჟისორის ფიგურის გამოსახულებაა. არამხოლოდ მისი ფილმები მიყვარდა, არამედ ვაღმერთებდი მის მსოფლმხედველობასაც.“

გუადანინომ ანდრე ასიმანის რომანზე დაფუძნებული ფილმი, „შენი სახელით მომმართე“, 2017 წელს გადაიღო. მასში მთავარ როლებს ტიმოთი შალამე, არმი ჰამერი და მაიკლ სტულბარგი ასრულებენ. ფილმი კრემაში, იტალიაშია გადაღებული. გადაღებები 2016 წლის მაისსა და ივნისში მიმდინარეობდა. მისი პრემიერა 2017 წელს, სანდენსის კინოფესტივალზე გაიმართა.

ფილმოგრაფია

სრულმეტრაჟიანი ფილმები

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1999 „პროტაგონისტები“ The Protagonists რეჟისორი, სცენარისტი
2005 „მელისა პ.“ Melissa P. რეჟისორი, სცენარისტი
2009 „მე ვარ სიყვარული“ I Am Love რეჟისორი, სცენარისტი, პროდუსერი
2015 „დიდი შხეფი“ A Bigger Splash რეჟისორი, პროდუსერი
2017 „შენი სახელით მომმართე“ Call Me By Your Name რეჟისორი, პროდუსერი
2018 „სუსპირია“ Suspiria რეჟისორი, პროდუსერი

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ლუკა გუადანინო ადრეული ცხოვრებალუკა გუადანინო კინო-კარიერალუკა გუადანინო ფილმოგრაფიალუკა გუადანინო რესურსები ინტერნეტშილუკა გუადანინო სქოლიოლუკა გუადანინო10 აგვისტო1971იტალიაიტალიური ენაპალერმორეჟისორისიცილიასცენარისტიტილდა სუინტონი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაეკონომიკანიკო ფიროსმანიალჟირიგიორგი მიქაუტაძეგანათლება საქართველოშიარსებითი სახელითბილისიამირანი (მითოლოგია)კათოლიციზმიწმინდა ნინოტაიგადემეტრე Iსაქართველოალექსანდრე მაკედონელიდავით IV აღმაშენებელიკვადრატული მეტრინეპალიგრიგოლ ხანძთელიავტომობილიამაზონისტინგისათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალიმითიმარხვამიწისძვრაანგკორ-ვატისკორპიონსილაშა შავდათუაშვილიტყეცენტნერისამანიშვილის დედინაცვალიდავით სარაჯიშვილილადო ასათიანიდინოზავრებიავსტრიაქაშვეთის ეკლესიაიაკობ გოგებაშვილიფრიდერიკ შოპენიგიორგი წიტაიშვილიგნეუს პომპეუს მაგნუსიატლანტის ოკეანეარგონავტებიირაკლი კობახიძექართლის ცხოვრებასაქართველოს ეროვნული პარკების სიასახელმწიფოფინეთიიულიუს კეისარიჩეხეთის რესპუბლიკის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიკლიმატის ცვლილებაავსტრალიაბულბულიმალტახარებალარიპროტესტანტიზმისაბა საზონოვიბახტრიონი (პოემა)რუმინეთიგარემოს დაცვადავით კლდიაშვილიმუშთაიდის ბაღილეხი (საფეხბურთო კლუბი)პროქსიმა კენტავრი bგულისაქართველოს სამეფოუეფადაუნის სინდრომიფეხბურთის წესებიზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2024Facebookსასწორი (ასტროლოგია)წყარო (გეოგრაფია)ფუტკრებიპარიზი🡆 More