კუბის ეროვნული ატლასი

კუბის ეროვნული ატლასი (ესპ.

საერთო ჯამში ატლასზე იმუშავა 120-ზე მეტმა საბჭოთა და კუბელმა სპეციალისტმა, მათ შორის ქართველმა გეოგრაფმა თეოფანე დავითაიამ.

კუბის ეროვნული ატლასის დაბადების დღედ შეიძლება ჩაითვალოს 1965 წლის 27 აპრილი, როდესაც კუბის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმმა დაამტკიცა ატლასის პროგრამა, რომელიც შეიმუშავა სსრკ—კუბის სამეცნიერო ჯგუფმა. სამი წლის განმავლობაში ამ პროგრამით საბჭოთა და კუბელმა მეცნიერებმა კუბის ყველა რაიონში საექსპედიციო კვლევები ჩაატარეს. ატლასის შექმნის სასწრაფო აუცილებლობა ნაკარნახევი იყო სამეცნიერო საფუძველზე კუბის მეურნეობის რეკონსტრუქიის ამოცანებით, რისთვისაც საჭირო იყო ქვეყნის რესურსებისა და მისი საწარმოო ბაზის ზუსტი ცოდნა. ყველა ამ სამუშაოს შესასრულებლად ცოტა დრო იყო, რის გამოც ექსპედიციები არ შემწყდარა ტროპიკული წვიმებისა და სიცხის სეზონებშიც. მოწინავე მეცნიერებთან ერთად, მუშაობდნენ აგრეთვე ახალგაზრდა კუბელებიც, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები და სტუდენტები. კუბის მეცნიერებათა აკადემიის ყოფილმა პრეზიდენტმა, სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატმა ანტონიო ნუნიეს ხიმენესმა არაეთხელ აღნიშნა, რომ ატლასზე ერთობლივმა მუშაობამ ხელი შუეწყო კუბის მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტის ჩამოყალიბებასა და განმტკიცებას. 1968 წლიდან, მას შემდეგ, რაც მომზადდა რუკების საავტორო ეგზემპლარები, სსრკ-ში დაიწყო ატლასის შედგენის, რედაქტირებისა და გამოცემის დიდი სამუშაო. მოსკოვში, ისევე როგორც კუბაში, საბჭოთა მეცნიერებთან ერთად იმუშავეს კუბელმა მეცნიერებმაც.

კუბის ეროვნული ატლასი შეიცავს დაახლოებით 200 რუკას, სხვადასხვა ტექსტურ და საცნობო მასალას. იგი იძლევა კუბის ბუნებრივი პირობებისა და რესურსების ყოველმხრივ სამეცნიერო შეფასებას, კუბის ეკონომიკის თანამედროვე ხასიათსა და მათი პერსპექტიული გამოყენების ძირითად ხაზებს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სასოფლო-სამეურნეო წარმოების რესურსების გაშუქებას. ატლასში დეტალურადაა განხილული კლიმატური და წყლის რესურსები, წყლის მეურნეობა. რუკათა სერია სპეციალურად მიეძღვნა კუბის საზღვაო მეთევზეობის განვითარებას. ატლასი შეიცავს რუკებს, სადაც სრულადაა გაშუქებული კუბის ეკონომიკის როგორც ძველი და ტრადიციული, ისე ახალი დარგები.

კუბის ეროვნული ატლასის რუკებში დემონსტრირებულია ჯანდაცვისა და განათლების ორგანიზაციის, ფიზკულტურისა და შიდა ტურიზმის, კულტურის განვითარების პროგრესი. ატლასი სრულდება ისტორიული და ისტორიულ-რევოლუციური რუკებით. კუბასა და სსრკ-ში, აგრეთვე რიგ სხვა ქვეყანასა თუ ავტორიტეტულ სამეცნიერო გამოცემაში კუბის ეროვნულმა ატლასმა მაღალი შეფასებები დაიმსახურა. ატლასის სამეცნიერო ღირებულება აღნიშნა საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის პრეზიდენტმა, ფრანგმა გეოგრაფმა, პროფესორმა ჟან დრეშმა, საერთაშორისო გეოგრაფიულ ჟურნალ „გეოფორუმში“. მექსიკელმა გეოგრაფმა ხორხე ტამაიომ თავის რეცენზიაში აღნიშნა, რომ კუბის ეროვნული ატლასი ეფექტური საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის მაგალითია.

კუბის ეროვნული ატლასის შექმნისათვის 1973 წელს სსრკ სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში მიენიჭათ საბჭოთა და კუბელ გეოგრაფებსა და კარტოგრაფებს. პრემიის ლაურეატები გახდნენ: სსრკ მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი ინოკენტი გერასიმოვი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი ნიკოლაი ლეონტიევი, გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი იაკობ მაშბიცი, გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი დიმიტრი ლილიენბერგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი თეოფანე დავითაია, გეოდეზიისა და კარტოგრაფიის ფედერალური სააგენტოს უფროსი რედაქტორი ვლადიმერ ბრუგერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ანატოლი ვორონოვი, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი ალექსანდრე რიაბჩიკოვი, კუბის მეცნიერებათა აკადემიის ყოფილი პრეიდენტი, გეოგრაფიის დოქტორი ანტონიო ნუნიეს ხიმენესი, კუბის მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი პედრო კუნიას-აბრილი, გეოგრაფიის დოქტორი სალვადორ მასიპ-ი-ვალდესი, გეოგრაფიის დოქტორი ხუან ტორენტე დელ ვალიე.

კუბის ეროვნულ ატლასს 1970 წელს მიენიჭა კუბის მეცნიერებათა აკადემიის ოქროს მედალი.

გალერეა

სქოლიო

Tags:

ესპანური ენათეოფანე დავითაიარუსული ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ანემიასაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაფილტვებისისხლიგიორგი V ბრწყინვალელათინური ენაათონის მთის სამონასტრო რესპუბლიკავალპურგის ღამემღრღნელებიალექსანდრე მაკედონელიესპანეთიდემეტრე Iსაქართველოს მუნიციპალიტეტებიქართული ხალხური ცეკვებიაშშ-ის ისტორიაქართული ღვინომერწყულიიუდა ისკარიოტელიჟიული შარტავაკუნილინგუსიშუშანიკის წამებაფელაციაერთი სქესის მქონე ადამიანების ქორწინებამონა ლიზასაქართველოს პარლამენტის მეათე მოწვევის დეპუტატებიშოთა რუსთაველილიბერალიზმიჯონ რესკინიწითელაათი მცნებაკახა კინწურაშვილილადო გუდიაშვილითერგდალეულებივიკისაწყობიჯვაროსნული ლაშქრობებიპრაგმატიზმივლადიმერ პუტინიაბას I (ირანი)ვარდების რევოლუციამედეა (მითოლოგია)ნინო წილოსანისქესობრივი აქტიევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიპითაგორას თეორემანაციონალ-სოციალიზმისარკაზმიდიმიტრი ყიფიანიქართველი მწერლების სიაენერგიადეციმეტრისაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშილაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალიჩაკრულოლიმფოციტებიჩინგიზ-ყაენიფარსმან II ქველიუფლისციხეშხარაეიფელის კოშკიფრიდერიკ შოპენიცისფერყანწელებირუსეთ-საქართველოს ომი (2008)საქართველოს სახელმწიფო ჰიმნიტრეფიკინგიწინადადებაჩემი ცოლის დაქალებიკურდღელიკოლხეთის სამეფოთირკმელიჭიაკოკონობაგავრილოვის ღამეგარემოს დაბინძურებათემურლენგიევროკავშირიჰიპერბოლა (ენა)იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოშიხინკალიტოლერანტობატრისტან სარალიძე🡆 More