კლაიდ უილიამ ტომბო (დ.
4 თებერვალი, 1906 ― გ. 17 იანვარი, 1997) ― ამერიკელი ასტორნომი. 1930 წელს პლუტონი აღმოაჩინა, პირველი ობიექტი კოიპერის სარტყლიდან. აღმოჩენის დროისთვის პლუტონი პლანეტად ჩათვალეს, თუმცა 2006 წელს იგი ჯუჯა პლანეტად კლასიფიცირდა. ტომბომ აღმოაჩინა მრავალი ასტეროიდი და ამოუცნობი მფრინავი ობიექტების სამეცნიერო დონეზე შესწავლას უჭერდა მხარს.
კლაიდ ტომბო | |
---|---|
ინგლ. Clyde William Tombaugh | |
| |
დაბ. თარიღი | 4 თებერვალი, 1906[1] [2] [3] [4] [5] [6] |
დაბ. ადგილი | Streator |
გარდ. თარიღი | 17 იანვარი, 1997[1] [2] [3] [4] [5] [6] (90 წლის) |
გარდ. ადგილი | Las Cruces |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | ასტრონომი და უნივერსიტეტის პროფესორი |
მუშაობის ადგილი | ნიუ-მექსიკოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და კალიფორნიის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | კანზასის უნივერსიტეტი, ჩრდილოეთ არიზონის უნივერსიტეტი და კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ჯილდოები | Jackson-Gwilt Medal |
ტომბო 1906 წლის 4 თებერვალს სტრიტორში, ილინოისის შტატში დაიბადა. იგი ფერმერ მიურონ ტომბოსა და ადელ ქრიტონის შვილი იყო. 1922 წელს მისი ოჯახი ბურდეტში, კანზასის შტატში გადასახლდა. ტომბო კოლეჯში სწავლას იმედოვნებდა, მაგრამ სეტყვის შედეგად მოსავლის განადგურების შემდეგ იმედი გაუცრუვდა.
1926 წლიდან ტომბომ ლინზებისა და სარკეების გამოყენებით რამდენიმე ტელესკოპი ააწყო. ტელესკოპის სარკეების უკეთ შესამოწმებლად, ტომბომ ნიჩბითა და წერაქვით 24 ინჩის სიგრძის, 8 ინჩის სიღრმისა და 7 ინჩის სიგანის ორმო ამოთხარა. ორმოში ჰაერის მუდმივი ტემპერატურის შენარჩუნება შეიძლებოდა და ქარისგანაც დაცული იყო, ხოლო ოჯახი საკვების საწყობად და თავშესაფრად იყენებდა. ტომბომ ფლაგსთაფში, არიზონაში, ლოუელის ობსერვატორიას იუპიტერისა და მარსის ნახატები გაუგზავნა, რის შემდეგაც მას ობსერვატორიაში სამსახური შესთავაზეს. ტომბო ობსერვატორიაში 1929 წლიდან 1945 წლამდე მუშაობდა.
1930 წელს ტომბომ პლანეტა პლუტონი აღმოაჩინა. ამ აღმოჩენის შემდეგ, 1936 წელს კანზასის უნივერსიტეტში ასტრონომიაში ბაკალავრის ხარისხი, ხოლო 1938 წელს ― მაგისტრის ხარისხი მიიღო.
This article uses material from the Wikipedia ქართული article კლაიდ ტომბო, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.