კარენ დემირჭიანის კომპლექსი

კარენ დემირჭიანის სპორტული და საკონცერტო კომპლექსი ასევე ცნობილი, როგორც დემირჭიანის არენა, სპორტისა და მუსიკის კომპლექსი ან მარტივად ჰამალირი (სომხ.

2015 წელს სომხეთის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ კომპლექსი კერძო ფირმას მიჰყიდოს კომპლექსის განახლებისა და „ოჯახზე-ორიენტირებულ ცენტრად გადაქცევის“ მიზნით.

კარენ დემირჭიანის კომპლექსი
კარენ დემირჭიანის კომპლექსის მთავარი შესასვლელი

ისტორია

კარენ დემირჭიანის კომპლექსი 
კომპლექსის მთავარი ფასადი

კომპლექსი 1983 წელს გაიხსნა, მაგრამ 1985 წელს ხანძრის გამო დაიხურა. კომპლექსი 1987 წლის ბოლოს განაახლეს, როდესაც იგი საკონცერტო და სპორტული ღონისძიებებისთვის მზად იყო. კომპლექსი სომეხმა არქიტექტორებმა: ა. თარხანიანმა, ს. ხაჩიკიანმა, გ. პოღოსიანმა და გ. მუშეგიანმა დააპროექტეს. მშენებლობის პროცესს ინჟნრები: ჰამლეტ ბადალიანი (მთავარი ინჟინერი), ი. წათურიანი, ა. აზიზიანი და მ. აჰარონიანი ზედამხედველობდნენ.

1990 წელს დემირჭიანის კონცერტი გამართა იან გილანის ბენდმა. 1996 წელს კომპლექსმა 32-ე საჭადრაკო ოლიმპიადას უმასპინძლა.

1999 წელს სომხეთის პარლამენტში მომხდარი ტერაქტისას სომხეთის პარლამენტის ყოფილი სპიკერის, კარენ დემირჭიანის მკვლელობიდან მალევე კომპლექსის მშენებლობისა და განახლების პროცესში შეტანილი წვლილისთვის კომპლექსს მისი სახელი ეწოდა.

კარენ დემირჭიანის კომპლექსი 
კომპლექსის ხედი ზემოდან

2005 წელს კომპლექსი 5.7 მილიონ დოლარად გაიყიდა. კონტრაქტი სომხეთის ხელისუფლებასა და რუსულ კომპანია BAMO HILDING-ს შორის გაფორმდა, რასაც სომხეთის მოქალაქეთა უკმაყოფილება გამოიწვია. მოქალაქეთა მხარდაჭერის მოსაპოვებას რუსი-სომეხი ბიზნესმენი და BAMO holding-ის ხელმძღვანელი მურად მურადიანი ცდილობდა. სომხეთის პრეზიდენტმა ორი მთავარი პირობა წამოაყენა: კომპლექსის სახელი უცვლელი უნდა დარჩენილიყო და მას იგივე ფუნქცია უნდა შეესრულებინა, რაც ადრე. საბოლოოდ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.

2014 წლის აგვისტოში მფლობელთა დაგროვილი ვალის გამო, სომხეთის მთავრობამ კომპლექსზე უფლებამოსილება თავდაცვის სამინისტროს გადასცა. 2015 წელს სომხეთის მთავრობამ კომპლექსის NTAA Investment Group LLC-ისთვის მიყიდვა გადაწყვიტა. კომპანია 4 წლიანი გეგმით კომპლექსის „ოჯახზე ორიენტირებულ ცენტრად“ გადაქცევას გეგმავს, რომელიც „სასტუმროებს, შიდა აკვაპარკს, საკონცერტო დარბაზებს, შეხვედრების ოთახებს, რესტორნებს, მაღაზიებსა და კაზინოებს“ მოიცავს.

სტრუქტურა

კარენ დემირჭიანის კომპლექსი 
კომპლექსის „ჩიტისებური“ ფორმა

კომლექსს უნიკალური დიზაინი აქვს. გარე ფასადს ფრთებგაშლილი ჩიტის ფორმა აქვს. კომპლექსის არქიტექტურული კონცეპტი შინაარსი მბრუნავ დასასხდომ ტრიბუნას 1008 სკამით, რომელსაც ორი დარბაზიის შეერთება და დამატებითი ადგილების წარმოქმნა შეუძლია. დიზაინისთვის არქიტექტორები საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრიზით დაჯილდოვდნენ 1987 წელს. კომპლექსი შემდეგ დარბაზებს მოიცავს: მთავარი არენა, რომელიც გამოიყენება სპორტული ღონისძიებებისთვის, 6 000 დასახდომი ადგილით; საკონცერტო დარბაზი 1900 სკამით; სპორტული დარბაზი 2000 სკამით; საკონფერენციო დარბაზი; დიპლომატიური შეხვედრების დარბაზი; გამოფენებისა და სხვა ღონისძიებებისთვის განკუთვნილი ფართო ფოიე.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

კარენ დემირჭიანის კომპლექსი ისტორიაკარენ დემირჭიანის კომპლექსი სტრუქტურაკარენ დემირჭიანის კომპლექსი იხილეთ აგრეთვეკარენ დემირჭიანის კომპლექსი რესურსები ინტერნეტშიკარენ დემირჭიანის კომპლექსი სქოლიოკარენ დემირჭიანის კომპლექსი2015ერევანირაზდანი (მდინარე)სომხური ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

თავის ტვინითერგდალეულებიანრი ოხანაშვილიკალიებიზენონი (იარაჯული)დემეტრე II თავდადებულიგოგირდითევზები (ასტროლოგია)აბასთუმანი (დაბა)ლაშა ბუღაძენაღვლის ბუშტიამფიბიებიპითაგორას თეორემაფარსმან II ქველიგიორგი კვირიკაშვილიჯუმბერ ლეჟავაკაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდაოკეანეთისომხური სამოციქულო ეკლესიასამცხე-ჯავახეთის მხარეოქრომიკროსკოპიდათვირთველიკოლა ქვარიანიმღრღნელებიფუტკრებიჩინეთის დიდი კედელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისეკულარიზმისიურრეალიზმიივანე მაჩაბელითინათინ ბოკუჩავანიუ-იორკიდიდება (ჰიმნი)ივანე ჯავახიშვილიალექსანდრე აბაშელიალცჰაიმერის დაავადებასაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიასაქართველოს ისტორიათეიმურაზ Iაშშ-ის პრეზიდენტების სიამსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითიოჰან სებასტიან ბახისაქართველოს სახელმწიფო დროშაპოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა კავშირშიქალწული (ასტროლოგია)ლადო გუდიაშვილირეპრესიათბილისის ზღვალუქსემბურგიგიორგი ანწუხელიძელურჯი ვეშაპითურქეთიფოტოსინთეზიუცხოური აგენტების კანონინიკა გვარამიაშვეიცარიაგნეუს პომპეუს მაგნუსიგანათლება საქართველოშიანგარიშთა გეგმატრისტან სარალიძეაფრიკის ქვეყნების სიაევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითმსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიაბათუმის ბოტანიკური ბაღიელდარის დაბლობიმარილებიკავკასიალიეტუვაბრუნებამდინარენოე ჟორდანია9 მაისიტკიპებიხევისბერი გოჩატაო-კლარჯეთიმთავარი გვერდითრომბოციტები🡆 More