კაკაბეთი

კაკაბეთი — სოფელი საქართველოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე.

ზღვის დონიდან 700 მეტრი, საგარეჯოდან 23 კილომეტრი.

სოფელი
კაკაბეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
თემი კაკაბეთი
კოორდინატები 41°42′08″ ჩ. გ. 45°32′14″ ა. გ. / 41.70222° ჩ. გ. 45.53722° ა. გ. / 41.70222; 45.53722
ცენტრის სიმაღლე 700
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 2771 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,1 %
სასაათო სარტყელი UTC+4
კაკაბეთი — საქართველო
კაკაბეთი
კაკაბეთი — კახეთის მხარე
კაკაბეთი

ისტორია

კაკაბეთი XVII და XVIII საუკუნეების ისტორიულ დოკუმენტებში იხსენიება. სოფელი თავდაპირველად ჩერქეზიშვილთა სამკვიდრო ყოფილა. 1675 წლიდან კი, ალავერდელ ეპისკოპოსს გადაეცა. როცა მეფე ერეკლე I-მა ალავერდის წმინდა გიორგის ეკლესიას ბოქაულთუხუცესი გოჯასპი ზაალიშვილი შესწირა მისი ყმითა და მამულით, მათ შორის იყო კაკაბეთის მამულებიც. 1693 წელს კახეთის ბატონმა და ყარაბაღის ბეგლარბეგმა — აბასყული-ხანმა სოფელი უბოძა თუშთა მოურავს მამუკა ჩოლოყაშვილს, სახლთუხუცესს დურმიშხანსა და მათ შვილებს.

კაკაბეთი იყოფა უბნებად. მათი სახელწოდება მომდინარეობს სოფელში მცხოვრები ძირითადი გვარებისგან, გარდა უკიდურეს აღმოსავლეთ განაპირა უბნის ვერხვიანისა (ამჟამად სოფელია).

1800 წლის 7 ნოემბერს, სოფლის მახლობლად, მდინარე ივრის მარჯვენა ნაპირზე, ნიახურის ველზე, გაიმართა დიდი ბრძოლა ომარ-ხან ავარიელის 20 ათასიანი ლაშქრის წინააღმდეგ. საისტორიო ლიტერატურაში ეს ბრძოლა იხსენიება როგორც კაკაბეთის, ისე ნიახურის ბრძოლის სახელით.

რუსეთისგან ქართლ-კახეთის სამეფოს ჩამოშორებას, ირანთან ერთად, ავარიის მფლობელი ომარ-ხანიც ცდილობდა. გეგმის მიხედვით, დაღესტნელებსა და ყიზილბაშებს თბილისისთვის ორი მხრიდან უნდა შეეტიათ, მაგრამ, ირანში შინააშლილობისა და მაშინდელი გამგებლის ბაბა-ხანის პოლიტიკური მოსაზრების შეცვლის გამო, ირანელებმა გადაიფიქრეს და დასახული მიზნის შესრულება ომარ-ხანის ლაშქარს დაეკისრა. დაღესტნელთა მოსალოდნელი შემოსევის მოსაგერიებლად, იოანე და ბაგრატ ბატონიშვილების მეთაურობით, შეიქმნა ქიზიყელ მოხალისეთა რაზმი. მათ რუსთა 2 ბატალიონიც დაეხმარა.

ბრძოლა ომარ-ხანის ლაშქრის სრული განადგურებით დამთავრდა. თვით ომარ-ხანმა ძლივს დააღწია თავი ტყვეობას. ქვეყანა აოხრებას გადაურჩა.

1812 წლის კახეთის აჯანყების დროს კაკაბელებმა სოფელში განლაგებული რუსთა საეგზეკუციო რაზმი გაანადგურეს.

დემოგრაფია

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2771 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 3487 1674 1813
2014 კაკაბეთი  2771 1364 1407

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

სქოლიო

Tags:

კაკაბეთი ისტორიაკაკაბეთი დემოგრაფიაკაკაბეთი იხილეთ აგრეთვეკაკაბეთი ლიტერატურაკაკაბეთი სქოლიოკაკაბეთიგომბორის ქედიზღვის დონეკილომეტრიმეტრისაგარეჯოსაგარეჯოს მუნიციპალიტეტისაქართველოსოფელი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

კასპიის ზღვაალექსანდრე ჭავჭავაძეისლამიოთარ ჭილაძეაფხაზეთის ისტორიადავით IV აღმაშენებელიირანიწმინდა გიორგივენერავიკისაწყობიქანდაკებაფელაციათერგდალეულებიპოლონეთიძველი ეგვიპტემშვილდოსანი (ასტროლოგია)აფხაზეთის ომი (1992-1993)აკაკი წერეთელიფუტიბაროკოპელეეგზისტენციალიზმინიუტონის კანონებიდანიაალცჰაიმერის დაავადებაწიგნი სიბრძნე სიცრუისალაშა ტალახაძემერწყულიაბრეშუმის დიდი გზაალუდა ქეთელაურიაბო თბილელის წამებაკარტოფილიფულის ისტორიააჭარის ავტონომიური რესპუბლიკასაქართველოს სატელეფონო კოდებიალექსანდრე ჭიკაიძექართული ხალხური ცეკვებინიკო ნიკოლაძეხალხთა დიდი გადასახლებაებრაელებიენგურის ჰიდროელექტროსადგურიმარტყოფის ღვთაების მონასტერიერთა ლიგაიგლუევროპანოე ჟორდანიალევანის ტბარეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძესიყვარულისაქართველოს გეოგრაფიახეოფსის პირამიდასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიიაპონიასიზმარიკაპიტალიზმიფარავანიშავი ზღვასაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშირეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)საქართველოს სახელმწიფო დროშაჰარი პოტერიმე, ბებია, ილიკო და ილარიონი (ფილმი)საქართველო IV საუკუნეშიტაო-კლარჯეთიFცხენიფშავისაჭმელი ხარისფაშვაიერუსალიმის სამეფოდუნაიჯემალ ქარჩხაძესაქართველოს ქალაქებინაპოლეონ ბონაპარტიბიჭვინთის ტაძარიქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემაბენიტო მუსოლინიკირჩხიბი (ასტროლოგია)🡆 More