ნიახურის ბრძოლა

ნიახურის ბრძოლა, ივრის ბრძოლა, — რუსებისა და ქართველების გაერთიანებული ლაშქრის ბრძოლა ავარიის მფლობელის ომარ-ხანის ლაშქრის წინააღმდეგ 1800 წლის 7 ნოემბერს.

საისტორიო ლიტერატურაში ზოგჯერ კაკაბეთის ბრძოლის ან ივრის ბრძოლის სახელითაც იხსენიება.

ნიახურის ბრძოლა
ფ. რუბო. ბრძოლა მდ. იორზე
ნიახურის ბრძოლა
1800 წ. ნოემბრის კამპანიის რუკა

დაღესტნელ ფეოდალთა ეს ლაშქრობა დაკავშირებული იყო ირანის გამგებლის ბაბა-ხანის სამხედრო აქციასთან. ბაბა-ხანი ალექსანდრე ბატონიშვილთან (ერეკლე II-ის ძე) ერთად ცდილობდა ქართლ-კახეთის სამეფოს ჩამოშორებას რუსეთისაგან. გეგმის მიხედვით, დაღესტნელებსა და ყიზილბაშებს თბილისისათვის ორი მხრიდან უნდა შეეტიათ, მაგრამ შინაარეულობამ ირანში და შაჰის ახალმა პოლიტიკურმა მოსაზრებამ ხელი შეუშალა ამ გეგმის განხორციელებას: საქართველოს საზღვართან დაბანაკებული სპარსელთა ლაშქარი, რომელსაც ტახტის ახალგაზრდა მემკვიდრე აბას-მირზა მეთაურობდა, აიყარა და ირანს დაბრუნდა. დასახული მიზნის შესრულება ძირითადად მხოლოდ ომარ-ხანის 20 ათასიან ლაშქარს დაეკისრა. კახეთში, სადაც მოსალოდნელი იყო დაღესტნელთა შემოსევა, ჩამოყალიბდა ქიზიყელ მოხალისეთა რაზმი, რომელსაც იოანე და ბაგრატ ბატონიშვილები მეთაურობდნენ, ხოლო თბილისიდან მათ დასახმარებლად გაემართა რუსთა ორი ბატალიონი გენერლების ივანე ლაზარევისა და ვასილი გულიაკოვის წინამძღოლობით. ნიახურის ბრძოლა გაიმართა მდინარე ივრის მარჯვენა ნაპირზე, სოფელ კაკაბეთის მახლობლად, ნიახურის მინდორზე. ბრძოლა დაღესტნელთა ლაშქრის სრული განადგურებით დამთავრდა. დაჭრილმა ომარ-ხანმა ორასიოდე მხედრითურთ ძლივს დააღწია თავი ტყვეობას. ქვეყანა აოხრებას გადაურჩა.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • Ватейшвили Дж. Л., Из истории грузино-русского боевого содружества против иранской агрессии (Какабетское сражение 1800 г.), «მაცნე. ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია», 1972, № 4;
  • Ватейшвили Дж. Л., К историографии Какабетского сражения, მის წგნ.: Русская общественная мысль и печать на Кавказе в первой трети XIX века, М., 1973;
  • ვათეიშვილი ჯ., ქსე, ტ. 7, გვ. 407, თბ., 1984

Tags:

18007 ნოემბერიავარიის სახანოომარ-ხანირუსებიქართველები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

კაბო-ვერდეთეიმურაზ Iბიბლიაკარლეს პუჩდემონილევან აბაშიძე (მსახიობი)ავსტრიამუნიახალი ზელანდიაასფიქსიაიაკობ გოგებაშვილიწინადადებანეკერჩხალიჩარლი ჩაპლინიკილომეტრისიტყვაალპებიკრწანისის ბრძოლაბაგრატ III (საქართველოს მეფე)ბიპოლარული აშლილობა12 მაისირელიგიანაციონალიზმიდავით გურამიშვილიეპითეტიქალთა წინადაცვეთაქრისტეს თორმეტი მოციქულივეგანობაჩიქუნეთიხალხთა დიდი გადასახლებაშფოთვითი აშლილობებილიონელ მესიოპერატიული მეხსიერებათითაობავენერატელეფონების ნომრები საქართველოშიორგაზმიქართული საბჭოთა ენციკლოპედიაარწივიქრისტეფორე კოლუმბიმილიმეტრიცილებიილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი (საგურამო)ჭადრაკიმამაო ჩვენობაში-აჩუკილარიჯაყოს ხიზნებიიულიუს კეისარიMercedes-Benz W211არგენტინაწმინდა ნინობაგრატ IV (საქართველოს მეფე)პანკრეასიტონაენერგიაირანიალაზანიქუნთრუშააფრიკის ქვეყნების სიამსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიადუნაიჰარი პოტერიმონღოლთა ბატონობა საქართველოშისაქართველოს სახელმწიფო გერბითბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრისაქართველო XVIII საუკუნეშიფარავანიავსტრალია (კონტინენტი)არაბობა საქართველოშიეგვიპტის პირამიდებიტოლგვერდა სამკუთხედისაუდის არაბეთიმილანი (საფეხბურთო კლუბი)ნივთიერებანახშირბადითბილისის ისტორია🡆 More