ინდოჩინეთის ნახევარკუნძული ან უბრალოდ ინდოჩინეთი — რეგიონი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.
მდებარეობს ინდოეთის აღმოსავლეთით და ჩინეთის სამხრეთით. ტერმინი პირველად იხმარა დანიური წარმოშობის ფრანგმა გეოგრაფმა მალთე კონრად ბრუუნმა 1810 წელს პარიზში გამოქვეყნებული წიგნში „Précis de la Géographie Universelle“.
ინდოჩინეთის ნახევარკუნძული | |
---|---|
ქვეყანა | ლაოსი, ვიეტნამი, კამბოჯა, ტაილანდი, მიანმარი |
ფართობი | 2 მლნ კმ² |
აკვატორია | სამხრეთ ჩინეთის ზღვა, სიამის ყურე, ბენგალის ყურე |
ინდოჩინეთის სახელით მოიხსენიებენ შემდგომ ქვეყნებს: ტაილანდი, ლაოსი, ვიეტნამი, კამბოჯა და მიანმარი (იგ. ბირმა).
ისტორიულად, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები ყოველთვის განიცდიდნენ ინდოეთისა და ჩინეთის გავლენას. მაგალითად, კამბოჯა, ლაოსი, მიანმარი და ტაილანდი ინდური კულტურის გავლენის სფეროა და მცირე ზომით ჩინური. რაც შეეხება ვიეტნამს, აქ ჩინური კულტურის გავლენა იგრძნობა და ინდურის ნაკლებად.
რეგიონის ქვეყნებს, კოლონიალური წარსულიდან გამომდინარე, ასევე ყოფენ დასავლური კულტურის გავლენის სფეროებად, მაგალითად, ფრანგულ ინდოჩინეთად მოიხსენიებენ: კამბოჯას, ლაოსსა და ვიეტნამს.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ინდოჩინეთი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.