ინდოეთის პრემიერ-მინისტრი

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ინდოეთის კონსტიტუციის თანახმად — მთავრობის თავმჯდომარე, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, ინდოეთის პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი და პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი.

ინდოეთის
პრემიერ-მინისტრი
प्रधान मंत्री
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი
ინდოეთის დროშა
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი
ინდოეთის გერბი
მიმართვის სტილი ბატონო პრემიერ-მინისტრო
რეზიდენცია პენჩავატი, ნიუ-დელი
დამნიშვნელი ინდოეთის პრეზიდენტი
დაარსდა 15 აგვისტო, 1947
პირველი თანამდებობაზე ჯავაჰარლალ ნერუ
ხელფასი 135000 რუპია
საიტი www.pmindia.gov.in

პრემიერ-მინისტრი არის მთავრობის მთავარი წევრი საპარლამენტო რესპუბლიკაში. ის უფლებამოსილია გაანაწილოს მთავრობის პორტფელები, დანიშნოს მინისტრები ან გაათავისუფლოს ისინი დაკავებული თანამდებობიდან; ამავედროულად ის არის პრეზიდიუმის თავმჯდომარე და პასუხისმგებელია საკანონმდებლო წინადადებების პაკეტის შემოტანაზე. პრემიერ-მინისტრის გადადგომის ან გარდაცვალების შემთხვევაში, მთავრობა დაუყონებლივ იშლება.

პრემიერ-მინისტრი ინიშნება პრეზიდენტის მიერ, რათა მან ამ უკანასკნელს ხელი შეუწყოს აღმასრულებელი ხელისუფლების მართვაში.

პრემიერ-მინისტრი

ისტორია

ინდოეთი საპარლამენტო მართველობის ქვეყანაა და მისთვის დამახასიათებელია ვესტმნისტერული სისტემა. ასეთ სისტემებში ქვეყნის მმართველის (პრეზიდენტის, მონარქის, გენერალ-გუბერნატორის და სხვ.) პოსტი ატარებს სიმბოლურ, ცერემონიალურ, ხასიათს.

პრემიერ-მინისტრი ყოვეთვის არის პარლამენტის წევრი, რაც მას საკანონმდებლო დამატებების დამტკიცებაზე აღმასრულებელი ორგანოს მხარდაჭერის გარანტიას აძლევს.

კონსტიტუციური ჩარჩოები და პრემიერ-მინისტრის თანამდებობა

კონსტიტუცია ითვალისწინებს მოქმედების სქემას, სადაც ინდოეთის პრეზიდენტი არის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური 53 მუხლის თანახმად პრემიერ-მინისტრის კაბინეტთან ერთად; კაბინეტი ვალდებულია დაეხმაროს პრეზიდენტს სახელმწიფოს მართვაში. ქვემოთ მოყვანილია ციტატები ინდოეთის კონსტიტუციის 53 და 74 მუხლებიდან

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი 
„გაერთიანების აღმასრულებელი ძალაუფლება გადაეცემა პრეზიდენტს და მართვა ხდება ერთპიროვნულად ან მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამდებობის პირების მეშვეობით კონსტიტუციის შესაბამისად“
(ინდოეთის კონსტიტუციის 53(1) მუხლი)
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი 
„მინისტრთა საბჭო პრემიერ-მინისტრის მეთაურობით ვალდებულია დაეხმაროს და რჩევები მისცეს პრეზიდენტს, ის კი თავის მხვრივ ვალდებულია იმოქმედოს ამ რჩევების გათვალისწინებით“
(ინდოეთის კონსტიტუციის 74(1) მუხლი)

როგორც უმრავლეს საპარლამენტო რესპუბლიკებში, ინდოეთშიც პრეზიდენტი ატარებს ცერემონიალურ ხასიათ. პრემიერ-მინისტრი არის მთავრობის მეთური და პასუხისმგებელია აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქციონირებაზე. ინდოეთში პრემიერ-მინისტრი მთავრობის ხელმძღანელთან ერთად არის იმ პარტიის (პარტიების კოალიციის) თავმჯდომარეც, რომელსიც „ლოკ საბჰა“-ში, ინდოეთის პარლამენტის ქვემო პალატაში, უმრავლესობას წარმოადგენს. პრემიერ-მინისტრი, ისევე როგორც ცენტრალურ და სახელმწიფო დონეზე თითოეული მინისტრი, უნდა იყოს ერთ-ერთი პალატის წევრი ან არჩეულ იქნას მასში პოსტზე დანიშვნიდან 6 თვის ვადაში.

კონსტიტუციაში არაფერია ნათქვამი პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებაზე პარლამენტის თავმჯდომარის რანგში.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრები

კაბ# მინ# სახელი სურათი დაინიშნა დატოვა თანამდებობა თანამდებობაზე ყოფნის ხანგრძლივობა (დღეებში) პარტია
1 1
ჯავაჰარლალ ნერუ
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი  15 აგვისტო, 1947 27 მაისი, 1964 6130 იეკ
გულზარილალ ნანდა
27 მაისი, 1964 2 ივნისი, 1964 6 იეკ
2 2
ლალ ბაჰადურ შასტრი
9 ივლისი, 1964 11 იანვარი, 1966 581 იეკ
გულზარილალ ნანდა
11 იანვარი, 1966 19 იანვარი, 1966 8 იეკ
3 3
ინდირა განდი
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი  19 იანვარი, 1966 21 მარტი, 1977 4077 იეკ
4 4
მორარჯი რანჩხოჯი დესაი
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი  24 მარტი, 1977 15 ივლისი, 1979 843 ინდოეთის სახალხო პარტია
5 5
ჩოუდჰარი ჩარან სინგჰი
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი  28 ივლისი, 1979 14 იანვარი, 1980 170 სამაჯვატი ჯანატა პართი
6
ინდირა განდი
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი  14 ოქტომბერი, 1980 31 ოქტომბერი, 1984 1752 იეკ
7 6
რაჯივ განდი
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი  31 ოქტომბერი, 1984 2 დეკემბერი, 1989 1858 იეკ
8 7
ვიშვანატ პრატაპ სინგჰი
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი  2 დეკემბერი, 1989 7 ნოემბერი, 1990 340 ჯანატა დალი
9 8
ჩანდრა შექჰარ სინგჰი
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი  10 ნოემბერი, 1990
25 მაისი, 1991 (მოვალეობის შემსრულებელი 6 მარტიდან, 1991)
195 სამაჯვადი ჯანატა პართი
10 9
პამულაპართი ვენკატა ნარასიმხა რაო
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი 
20 ივნისი, 1991 (მოვალეობის შემსრულებელი 25 მაისიდან, 1991)
10 მაისი, 1996 1811 იეკ
11 10
ატალ ბიჰარი ვაჯპაი
16 მაისი, 1996 1 ივნისი, 1996 16 ინდოეთის სახალხო პარტია
12 11
ჰარადანაჰალი დოდე დევე გივდა
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი  5 ივნისი, 1996 12 აპრილი, 1997 311 ჯანატა დალი
13 12
ინდერ კუმარ გუჯრალი
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი  21 აპრილი, 1997 19 მარტი, 1998 330 ჯანატა დალი
14
ატალ ბიჰარი ვაჯპაი
19 მარტი, 1998 22 მაისი, 2004 2256 ინდოეთის სახალხო პარტია
15 13
მანმოჰან სინგჰი
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი  22 მაისი, 2004 მაისი, 2014 3647 იეკ
16 14
ნარენდრა მოდი
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი  21 მაისი, 2014 თანამდებობაზეა დღემდე ინდოეთის სახალხო პარტია

სქოლიო

Tags:

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი პრემიერ-მინისტრიინდოეთის პრემიერ-მინისტრი ინდოეთის პრემიერ-მინისტრებიინდოეთის პრემიერ-მინისტრი სქოლიოინდოეთის პრემიერ-მინისტრიინდოეთის პრეზიდენტი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ილია IIქართლის გაქრისტიანებაერითროციტებივახტანგ VIსიურრეალიზმიეგზისტენციალიზმიდუბაიფეხბურთივარძიაპარიზინიდერლანდებირუსეთ-საქართველოს ომი (2008)ჰიპერბოლა (ენა)ეროზიაეკონომიკაჰარი პოტერისკოლაგოგირდიკონცეფციალევან საგინაშვილიმალდივის რესპუბლიკააზომოსკოვიწითელი წიგნისაქართველოს სოფლებისაქართველოს დამოუკიდებლობის დღეშიზოფრენიასაქართველოს ბრძოლების სიაჰაერიისრაელიკარლეს პუჩდემონიმცხეთადედამიწალაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალიპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშიჩინეთიგამზრდელი (პოემა)ბახტრიონი (პოემა)ფოტოსინთეზიწრეწირიკანადაეთერ ლიპარტელიანიმსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითაფხაზეთიძველი საბერძნეთიგლობალიზაციაჰიმალაიერთა ლიგაეგრისის დიდი ომისატურნიაკაკი წერეთელიპითაგორას თეორემაწიგნი სიბრძნე სიცრუისაოგანესონიირლანდიამარშალის გეგმასაქართველოს კონსტიტუციაალცჰაიმერის დაავადებაინფორმაციაირემიევროპის პარლამენტიმერკურილიტრიტიციან ტაბიძემდინარეკვიპროსისაჭმლის მომნელებელი სისტემაანტიკური ხანასულეიმან Iნიადაგიალბერტ აინშტაინისვანური კოშკიავსტრალია (კონტინენტი)ცივი ომიიბერიანაწლავები🡆 More