იასონ დარსანია

იასონ მაქსიმეს ძე დარსანია (დ.

1905, სოფელი მერხეული, სოხუმის ოკრუგი, რუსეთის იმპერია) — საბჭოთა პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე.

ბიოგრაფია

იასონ დარსანია დაიბადა 1905 წელს სოფელ მერხეულში გლეხის ოჯახში. სოფლის სკოლის დამთავრების შემდეგ შევიდა სოხუმის უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში. აფხაზეთში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მოეწყო ინდუსტრიულ ტექნიკუმში, რომელიც დაამთავრა 1924 წელს.

იასონ დარსანია 19 წლის შევიდა ლენინური კომკავშირის რიგებში. კომკავშირულ რიგებში დარსანია აქტიურ მუშაობას ეწეოდა: იყო უჯრედის ბიუროს წევრი, პროპაგანდისტი, კომკავშირის სამაზრო საქალაქო კომიტეტის შტატგარეშე ინსტრუქტორი. 1924 წელს აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა მენშევიკების წინააღმდეგ ბრძოლაში.

პარტიის საოლქო კომიტეტის მიერ სწავლის მისაღებად მივლენილი იქნა აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1927 წელს სუსტი ჯანმრთელობის გამო გადაყვანილ იქნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სწავლობდა პედაგოგიურსა და ეკონომიკურ ფაკულტეტებზე. 1929 წელს უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე დაინიშნა საქართველოს განსახკომის საცდელ-საჩვენებელი კოლონიის სამოსწავლო ნაწილის დირექტორის მოადგილედ, სადაც მუშაობდა 1931 წლამდე.

საქართველოს კპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის გადაწყვეტილებით ი. დარსანია დაინიშნა სოხუმის ინდუსტრიული ტექნიკუმის დირექტორად, პარალელურად 1937 წელს დაინიშნა რსფსრ-ის ადგილობრივი მრეწველობის სახალხო კომისარიატის სამშენებლო და სილიკატური მრეწველობის მოსკოვის ინჟინერთა ინსტიტუტის სოხუმის განყოფილების დირექტორად.

1938 წლის აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე რეგისტრირებული იყო აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოების დეპუტატობის კანდიდატად ქ. სოხუმის №9 კუიბიშევის საარჩევნო ოლქში, რომლის შედეგადაც ის არჩეულ იქნა აფხაზეთის ასსრ-ის I მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. 14 ივლისს იასონ დარსანია დაინიშნა აფხაზეთის ასსრ-ის განათლების სახალხო კომისარად.

ლიტერატურა

  • გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №115 (213), 22 მაისი, 1938

Tags:

1905მერხეულირუსეთის იმპერიასოხუმის ოკრუგი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

კატალიზატორიკანონიერი ქურდიჯვაროსნული ლაშქრობებისაქართველოს პრემიერ-მინისტრიზუგდიდიფარსმან II ქველისავანაქართველები რუსეთშითავის ტვინიმწერებიცენტნერილურჯი ვეშაპიმსოფლიოს ქვეყნები მოსახლეობის მიხედვით (2006-2012)მზის სისტემაევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითკონსტანტინე გამსახურდიასაქართველოს ტერიტორიული მოწყობადიდი პანდამიწისძვრაქართლის გაქრისტიანებასლოვაკეთივიკიპედიაქუთაისიმერკურიდედამიწის სტრუქტურაეთიოპიადემეტრე II თავდადებულიბათუმის ბოტანიკური ბაღიარაპენეტრაციული სექსი26 აპრილიხელისუფლების დანაწილებაძველი საბერძნეთიშიზოფრენიანილოსიამეთვისტოსამანიშვილის დედინაცვალითავისუფლება (ფილოსოფია)ბგერა69 (სექსუალური პოზა)ორგაზმითევდორე კველთელიჩრდილოეთი ამერიკაშარკა ბლუსტეფანე მღებრიშვილიკულტურაბაგრატ IV (საქართველოს მეფე)Googleფშავიმალდივის რესპუბლიკალოგისტიკალეონარდო და ვინჩიგორიფუტკრებიმიქელანჯელო ბუონაროტიხვიჩა კვარაცხელიამხედრიონისატურნიივანე ჯავახიშვილითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიგიორგი ყარყარაშვილითბილისის პანსიონებიქეთევან დედოფალიწიგნი სიბრძნე სიცრუისამართკუთხედისაქართველოს სოფლებიდაირასტუმარ-მასპინძელიალექსანდრე ყაზბეგითბილისის ბოტანიკური ბაღისულეიმან Iნაცვალსახელიგრიგოლ ხანძთელიმარსიმედუზებინიკა არაბიძესაქართველოს ისტორია🡆 More