იანვარ უმბატოვი

იანვარ ორუჯის ძე უმბატოვი (აზერ.

1 იანვარი, 1950, ალგეთი, მარნეული, საქართველო — გ. 4 ივლისი, 1993, აფხაზეთი, საქართველო) — აზერბაიჯანული წარმოშობის საქართველოს სამხედრო მოსამსახურე, აფხაზეთის ომის მონაწილე და ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით დაჯილდოებული.

იანვარ უმბატოვი
აზერ. Ənvər Hümbətov
ეროვნება საქართველოს აზერბაიჯანელი
დაბადების თარიღი 1 იანვარი, 1950
დაბადების ადგილი ალგეთი, მარნეული, საქართველო
გარდაცვალების თარიღი 4 ივლისი, 1993 (43 წლის)
გარდაცვალების ადგილი აფხაზეთი, საქართველო
კუთვნილება საქართველოს დროშა საქართველო
ჯარის სახეობა სარაკეტო თავდაცვა
სამხედრო სამსახურის წლები 1992 – 1993
წოდება იანვარ უმბატოვი ლეიტენანტი
ბრძოლები/ომები აფხაზეთის ომი
ჯილდოები ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი

ადრეული წლები

იანვარ უმბატოვი 1950 წლის 1 იანვარს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში დაიბადა. მძიმე ეკონომიკური მიზეზებით, მისი ოჯახი საცხოვრებლად ქალაქ რუსთავში გადავიდა, სადაც იანვარმა მე-12 საშუალო სკოლა წარჩინებით დაასრულა. სკოლის დამთავრების შემდეგ, მან მუშაობა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში დაიწყო. პარალელურად სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის რუსთავის ფილიალის მეტალურგიის მიმართულებაზე. ქარხანაში მუშაობის პერიოდში იგი ქარხნის ქიმიური წარმოების ნაწილის მთავარი მექანიკოსი გახდა. სწავლის დასრულების შემდეგ, მან სამხედრო სამსახური საბჭოთა არმიის პოლონეთში განლაგებულ სარაკეტო თავდაცვის შენაერთში გაიარა, საიდანაც ლეიტენანტის წოდებით უკან საქართველოში დაბრუნდა.

დაოჯახებული იყო ფატმა ხასიევაზე, რომლისგან ორი შვილი ჰყავს: ვაჟი — ემილი და ქალიშვილი — ოფელია.

აფხაზეთის ომი

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოში სეპარატისტული განწყობები გააქტიურდა. 1992 წლის ბოლოსთვის, აფხაზი სეპარატისტების გააქტიურების შემდეგ, უმბატოვმა რუსთავის სამხედრო კომისარიატს მიმართა და აფხაზეთში მოხალისედ წავიდა. იბრძოდა რეგიონის ცხელ წერტილებში, როგორიცაა ტყვარჩელი, ლაბრა და შრომა.

1993 წლის 4 ივლისს, სამხედრო დავალების წარმატებულად შესრულების შემდეგ, უკან დაბრუნებისას ჩასაფრებაში მოყვა და თავისი ჯგუფის გადასარჩენად თავი გაწირა. მისი თავგანწირვის შედეგად, 25-დან 30-მდე ჯარისკაცი გადარჩა.

იანვარ უმბატოვი გმირულად დაღუპვისას 43 წლის იყო. იგი თავისი და ოჯახის ანდერძით, მარნეულის სოფელ ალგეთში დაასაფლავეს, სადაც დაიბადა.

სიკვდილის შემდეგ

1994 წლის 30 დეკემბრის საქართველოს პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად, იანვარ უმბატოვს „საბრძოლო ველზე გამოჩენილი გამბედაობისა და თავგანწირვისთვის“ ვახტანგ გორგასლის ორდენი მიენიჭა, რომელიც ენიჭება საქართველოს მოქალაქეს სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირული თავდადებისთვის.

თბილისში, გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთათვის აღმართულ მემორიალურ დაფაზე იანვარ ორუჯის ძე უმბატოვის სახელიც წერია.

დავით მაისურაძის მიერ დაწერილ წიგნში „სამშობლოს შვილები“, რომელიც აზერბაიჯანულ-ქართულ მეგობრობას ეხება, უმბატოვს განსაკუთრებულად მოიხსენიებს. მაისურაძე წიგნში მოიხსენიებს 600-მდე საქართველოს აზერბაიჯანელს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისთვის იბრძოდნენ. აქედან 13 მებრძოლმა „ვახტანგ გორგასლის ორდენით“ დაჯილდოვდა.

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

Tags:

იანვარ უმბატოვი ადრეული წლებიიანვარ უმბატოვი აფხაზეთის ომიიანვარ უმბატოვი სიკვდილის შემდეგიანვარ უმბატოვი იხილეთ აგრეთვეიანვარ უმბატოვი სქოლიოიანვარ უმბატოვი1 იანვარი195019934 ივლისიაზერბაიჯანელებიაზერბაიჯანული ენაალგეთი (მარნეულის მუნიციპალიტეტი)აფხაზეთიაფხაზეთის ომი (1992-1993)ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენიმარნეულის მუნიციპალიტეტისაქართველო

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ესპანეთისაბერძნეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიენდომეტრიოზიშუშანიკის წამებათაშმიჯაბიდედა ენამიგრაციადადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიტერენტი გრანელითორნიკე ერისთავიუჯრედიკვარცისოლომონ დოდაშვილისაქართველოს დამოუკიდებლობის დღეგიორგი წიტაიშვილიწითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობაბრუნებადისკრიმინაციალონდონისანქტ-პეტერბურგიგიორგი ანწუხელიძეოქროს საწმისიენგურიყიზილბაშებიაშშ-ის პრეზიდენტების სიასიყვარულიგერმანიამერაბ მამარდაშვილიწყალდიდობაჰიმალაინიკოლოზ ბარათაშვილიასტრიდ ლინდგრენისაქართველოს სახელმწიფო გერბიდალი (მითოლოგია)კოლოსეუმიდავით VI ნარინიჯაბა კანკავაპოლონეთიდიდი გეოგრაფიული აღმოჩენებიმასტურბაციააბო თბილელის წამებარუსუდანილიონელ მესიბერნისლოვაკეთიჯვაროსნული ლაშქრობებიუდაბნოეგრისის დიდი ომიშარკა ბლუკოლხეთის სამეფოაჭარაგრეგორ მენდელიქართული დამწერლობაბიზანტიის იმპერიააზიასისხლიპრეისტორიალევან შენგელიამზის სისტემაოთარ კიტეიშვილიმიწისძვრაეგზისტენციალიზმიხინკალიგაერთიანებული სამეფოვენერამსოფლიო მიზიდულობის კანონითემურლენგიგიორგი V ბრწყინვალემთის არწივიეპილეფსიაბიზანტია-საქართველოს ურთიერთობებიჯიქიასურელი მამებიპაბლო პიკასოპროგრესული როკი🡆 More