ტყვარჩელი

ტყვარჩელი (აფხ.

Тҟәарчал; ქართ. ტრანს. ტყჿარჩალ) — ქალაქი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში. ქალაქის სტატუსი მიიღო 1942 წელს. ქალაქის ძირითადი ინდუსტრიებია ქვანახშირის მოპოვება, სამშენებლო მასალების და სხვა საწარმოები. განთქმულია ბალნეოლოგიური კურორტით.

ქალაქი
ტყვარჩელი
Тҟәарчал
ტყვარჩელი
ტყვარჩელის ხედი გრესის ფონზე
გერბი
ტყვარჩელი

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
მუნიციპალიტეტი ოჩამჩირე
კოორდინატები 42°51′00″ ჩ. გ. 41°41′00″ ა. გ. / 42.85000° ჩ. გ. 41.68333° ა. გ. / 42.85000; 41.68333
ამჟამინდელი სტატუსი 1942
ფართობი 16,85 კმ²
კლიმატის ტიპი სუბტროპიკული
მოსახლეობა 4800 კაცი (2003)
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი +995 446
საფოსტო ინდექსი 7200
საავტომობილო კოდი ABH
ტყვარჩელი — საქართველო
ტყვარჩელი
ტყვარჩელი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ტყვარჩელი
ტყვარჩელი
აქარმარის მიკრორაიონი ტყვარჩელში

გეოგრაფია

ქალაქი გაშენებულია მდინარე ღალიძგაზე, მდინარის გასწვრივ 17 კილომეტრზე, ზღვის დონიდან 200-600 მეტრის ფარგლებში. თბილისიდან რკინიგზით დაშორებულია 377 კმ-ით, სოხუმიდან 80 კმ. არის ოჩამჩირე-ტყვარჩელის სარკინიგზო ხაზის ბოლო პუნქტი.

ისტორია

ქალაქის წარმოშობა განაპირობა მის მიდამოებში ქვანახშირის საბადოს არსებობამ. ქვანახშირის მოპოვება ამ ადგილას იგეგმებოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში, რა მიზნითაც შეიქმნა იტალიურ-ქართული კონცენს, რომელსაც ტყვარჩელის საბადოები 45-წლიანი ვადით გადაეცა. 1935 წლიდან დაიწყო. ქვანახშირის მოპოვება და გაჩნდა დასახლება. 1938 წლის 16 ნოემბერს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით სოფელი აკარმარა გამოეყო ტყვარჩელის სადაბო საბჭოს, გარდაიქმნა დაბად და შეიქმნა აკარმარის სადაბო საბჭო. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დონბასის გერმანიის ხელში გადასვლის გამო ტყვარჩელმა დიდი მნიშვნელობა შეიძინა. ქალაქად გამოცხადდა 1942 წელს და მოიცვა დასახლებები კვეზანი, აკარმარა და ჯანტუხა.

1990-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთის ომის პერიოდში ქალაქი ალყაში იყო მოქცეული ქართული ჯარების მიერ და მისი დარჩენილი მოსახლეობა მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისს განიცდიდა. ქალაქს სურსათით, იარაღითა და დაქირავებული მებძოლებით რუსული სამხედრო ვერტმფრენები ამარაგებდა. ტყვარჩელის ბრძოლა მიმდინარეობდა 1992 წლის ოქტომბრიდან 1993 წლის სექტემბრამდე. ომის ბოლო ეტაპზე, ტყვარჩელიდან სისტემატურად იბომბებოდა კოდორის ხეობა. ქალაქი ქართულმა მოსახლეობამ ომის დასაწყისშივე დატოვა, მის გარშემო სოფელში დარჩენლი ქართველები კი ფაქტობრივად მძევლების მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

აფხაზეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციული მოწყობით ტყვარჩელი ამავე სახელწოდების რაიონის ცენტრია 1995 წლიდან.

ინდუსტრია

ქვანახშირის მოპოვება ქალაქის მთავარი ინდუსტრია იყო დაარსებიდან. მოქმედებდა ქვანახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა, რომლის პროდუქცია მთლიანად ეგზავნებოდა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას. მოქმედებდა ტყვარჩელის სახელმწიფო რაიონული ელექტროსადგური, რომელიც ქალაქსა და ოჩამჩირის რაიონს ელექტროენერგიით ამარაგებდა. 1980-იანი წლების ბოლოს ქვანახშირის მარაგის შემცირების გამო ის ბუნებრივ აირზე გადაიყვანეს. 1978 წლიდან მუშაობდა დოლომიტის მომპოვებელი საწარმო. ქალაქში მოქმედებდა ცემენტისა და აგურის ქარხნები.

ამჟამად საბჭოთა პერიოდის მაღაროები დახურულია და ქვანახშირს მოიპოვებს თურქული კომპანია „თამსაშ“ (Tamsaş) ღია მეთოდით. ამ კომპანიის გადასახადები ქალაქის ხაზინის შემოსავლების 75 % შეადგენს, თუმცა მას ეკოლოგიის უგულვებელყოფას აბრალებენ.

დემოგრაფია

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი ეთნიკური შემადგენლობა
1876 1139
1893 ტყვარჩელი  1426 აფხაზები
1989 ტყვარჩელი  21 744 აფხაზები (42,3 %), რუსები (24,5 %), ქართველები (23,4 %)
2003 ტყვარჩელი  4786
2011 ტყვარჩელი  5013

კურორტი

ტყვარჩელი ადგილობრივი მნიშვნელობის ბალნეოლოგიური კურორტია. ჰავა ზღვის ნოტიო სუბტროპიკულია. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 11,5 °C, იანვრისა 2,1 °C, ივლისისა 20,7 °C. ნალექები 2300 მმ წელიწადში. სამკურნალო ფაქტორია თერმული ქროლიდურ-სულფატური კალციუმიან-ნატრიუმიანი მინერალური წყალი, რომელსაც იყენებენ აბაზანებისთვის საყრდენ-სამოძრაო ორგანოების, პერიფერიული ნერვული სისტემის და გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა 3 საავადმყოფო, სანატორიუმი, სააბაზანო და პანსიონატი.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ტყვარჩელი გეოგრაფიატყვარჩელი ისტორიატყვარჩელი ინდუსტრიატყვარჩელი დემოგრაფიატყვარჩელი კურორტიტყვარჩელი ლიტერატურატყვარჩელი რესურსები ინტერნეტშიტყვარჩელი სქოლიოტყვარჩელი1942აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაოჩამჩირის რაიონისაქართველო

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

თურქეთიფრიდერიკ შოპენიქრომოსომაჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაკავკასიაკოლხეთის დაბლობისაიათნოვანარკოტიკიუცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი (აშშ)მიუზიკლიგიორგი სააკაძეაშშ-ის ისტორიაგონიოს ციხერასიზმიპოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა კავშირშიიაკობ გოგებაშვილისტერეოტიპიაფორიზმიცივი ომიფრიდრიხ ნიცშექართული ღვინოელინიზმიწითელაქართული ენამარო მაყაშვილიგოგი ცაბაძეკირჩხიბი (ასტროლოგია)ორალური სექსიგველებიმეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარიჩინეთიჩრდილოეთი კორეაჩონგურიტუტე ლითონებიკონცეფციაძუძუმწოვრებიქვეყნების სიაალუდა ქეთელაურისტიგმაუდაბნოპლუტონიგანათლება საქართველოშისაქართველოს ისტორიადედა ენაირანის ისტორიასიღნაღიბუდაპეშტიზმნაშუა საუკუნეებილამპრობამეორე მსოფლიო ომიანტარქტიდა69 (სექსუალური პოზა)წიგნი სიბრძნე სიცრუისაარაბთა გაერთიანებული საამიროებისპილოსებრნიისრაელის გეოგრაფიასაქართველო VI საუკუნეშისტიბიუმისამცხე-ჯავახეთის მხარესაქართველოს წითელი ნუსხაავსტრალიაათეროსკლეროზიკვადრატული კილომეტრიგელზენკირხენიევოლუციასაჭმლის მომნელებელი სისტემააპრილიზოდიაქოთეიმურაზ Iზაქარია ფალიაშვილიქართული ვაზის ჯიშებიტერენტი გრანელიეკვატორული კლიმატური სარტყელივიკიპედიასავიზო მოთხოვნები საქართველოს მოქალაქეებისთვისზვიგენებითბილისის კლასიკური გიმნაზია🡆 More