თერავადა

თერავადა, თჰერავადა, სთჰავირავადა (პალ: थेरवाद theravāda; სანს: स्थाविरवाद sthāviravāda - „უფროსთა სწავლება“) — ადრეული ბუდიზმის 18 სკოლათაგან ერთადერთი გადარჩენილი.

თერავადა თანამედროვე ბუდიზმის სამ ძირითად მიმდინარეობათაგან ერთ-ერთია. ამ სკოლას ადრე „ჰინაჲანადაც“ („მცირე ბორბალი“) მოიხსენიებდნენ, მაგრამ ახლა აღარ იხმარება, რადგან ითვლება, რომ მაჰაჲანასთან („დიდი ბორბალი“) უსამართლო შედარებაა; გარდა ამისა, შეურაცხმყოფელ აზრსაც ატარებს.

თერავადა

საფუძვლები

თერავადა ბუდისტურ სკოლათაგან ყველაზე კონსერვატულია. მის მიმდევართა მიზანია ყველანაირი დაბინძურებისა და ცდომილებისგან აბსოლუტური თავისუფლების მდგომარეობის მიღწევა. მაჰაიანასთან შედარებით, თერავადას ახასიათებს რაციონალისტური მიდგომა და რიტუალების შედარებით სიმარტივე.

თერავადას წმინდა წიგნია პალური კანონი, რომელიც დაწერილია პალურ ენაზე.

ისტორია

ითვლება, რომ თერავადა ჩამოყალიბდა მე-3 ბუდისტური კრებისას (დაახლ: ძვ.წ. 250) ინდოეთში იმპერატორ აშოკას მმართველობისას. მის პროზელიტურ საქმიანობათა გამო, თერავადა ელინისტურ დასავლეთშიც გახდა ცნობილი: ალექსანდრიაში, ანტიოქიაში, ათენსა და სხვ. აშოკას ზოგიერთი ედიქტი დაიწერა ძველბერძნულ და არამეულ ენებზე.

დღეს თერავადა ბუდიზმის მთავარი მიმდინარეობაა შრი-ლანკაზე (მოსახლეობის დაახლ. 70%) და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის უმეტეს ქვეყნებში (კამბოჯა, ლაოსი, მიანმა, ტაილანდი). თერავადას ასევე მიდევენ ეროვნული უმცირესობები ჩინეთში, ვიეტნამში, ბანგლადეშსა და მალაიზიაში. თერავადა შედარებით გავრცელდა სინგაპურსა და ავსტრალიაში.

დღეს, მსოფლიოში თერავადას 100 მილიონამდე მიმდევარია. ნელ-ნელა ვრცელდება აშშ-სა და ევროპაშიც.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

Tags:

თერავადა საფუძვლებითერავადა ისტორიათერავადა იხილეთ აგრეთვეთერავადა რესურსები ინტერნეტშითერავადამაჰაიანასანსკრიტი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

რეზოლუციასტუმარ-მასპინძელიდავით კაკაბაძეგრიგოლ ორბელიანიფემინიზმიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკასაქართველოს კონსტიტუციასაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაფუტკრებიმსოფლიოს ქვეყნები მოსახლეობის მიხედვით (2006-2012)ზურა ყიფშიძეუჯრედისვანური კოშკისაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიდაცვის სიგელიჟირაფისებრნიპრომეთემსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიაჭიანჭველასებრნი29 აპრილიერთეულთა საერთაშორისო სისტემაოქტავიანე ავგუსტუსიპოპ-მუსიკასამცხე-ჯავახეთის მხარესაქართველოს გეოგრაფიასვანეთიმინერალებივენერაკილიმანჯაროევროპა-აზიის საზღვარიევერესტიალექსანდრე მაკედონელიკალათბურთიხევსურეთიშინაური კატათეთრი დათვიაფრიკააზიაგლობალიზაციაავსტრალია (კონტინენტი)საქართველოს მთებიშუშანიკის წამებაპანკრეასიავსტრალიაკაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდაბარდა სკლიაროსიტურიზმიპეტუნიაბიძინა ჩოლოყაშვილიზებულონიეთერ ლიპარტელიანინიკოლა ტესლაქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოგერმანიალაშა ტალახაძეხორვატიაკურდღელიევროკავშირისაქართველოს თავდაცვის ძალებიეკონომიკადედამიწის ისტორიათბილისის მეტროპოლიტენიანდებიმართკუთხედიქართველები რუსეთშიგნეუს პომპეუს მაგნუსიგიორგი VIIIსელჩუკთა სახელმწიფო69 (სექსუალური პოზა)რუსეთის იმპერიალუი XIVსაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიაცხრა ძმა ხერხეულიძეჯიქიანბანიმონანიება (ფილმი)ქართველ მოღვაწეთა პანთეონები მოსკოვშიენერგია🡆 More