ზურაბ თოთიბაძე: ქართველი მხატვარი

ზურაბ გივის ძე თოთიბაძე (დ.

ზურაბ თოთიბაძე: ქართველი მხატვარი სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თოთიბაძე (მრავალმნიშვნელოვანი).

16 თებერვალი, 1964, თბილისი) — ქართველი მხატვარი-ანიმალისტი, გრაფიკოსი და ხატმწერი.

ზურაბ თოთიბაძე
ზურაბ თოთიბაძე: ქართველი მხატვარი
დაიბადა 16 თებერვალი, 1964(1964-02-16) (60 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი

ბიოგრაფია

ზურაბ თოთიბაძე: ქართველი მხატვარი 
ზურაბ თოთიბაძეს შემოქმედება

დაიბადა თბილისში 1964 წლის 16 თებერვალს არქიტექტორის ოჯახში. დაამთავრა 62-ე საშუალო სკოლა. 1983 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში დაზგური გრაფიკის ფაკულტეტზე. მანამდე, მას ხატვაში ამზადებდა საქართველოს სახალხო მხატვარი თამაზ ხუციშვილი. 1983 წელს ზ. თოთიბაძე პირველად იღებს მონაწილეობას გამოფენაში, რომელიც ჩატარდა გამომცემლობა „მერანის“ საგამოფენო დარბაზში. ამ ჯგუფურ გამოფენაში, მის გარდა მონაწილეობას იღებდნენ თეა ბოტკოველი, გელა კესიდი და გიორგი წულაძე. სტუდენტობის პერიოდში შქმნილი მისი ორი ნამუშევარი „ჯვრის მონასტერი“ და „ბავშვობა“ ინახება ქ.საარბრიუკენის მერიის კოლექციაში. 1987—1988 წწ. პრაქტიკას გადიოდა პრაღაში და ვარშავაში, ხოლო სადიპლომო ნამუშევრის დაცვამდე კვალიფიკაციის ასამაღლებლად იმყოფებოდა კრაკოვში, მოსკოვში, ლენინგრადში, რიგაში და იურმალაში პროფესორ კოკა იგნატოვის ხელმძღვანელობით. 1988 წელს მონაწილეობას იღებს მოსკოვის კრემლის, ხარების სახელობის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოებში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ილია გლაზუნოვი. სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ ზ. თოთიბაძე მუშაობას იწყებს საქართველოს დიზაინისა და ერგონომიკის ინსტიტუტში, გრაფიკის სტუდიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. ამის პარალელურად, მუშაობს ფერწერაში და დაზგურ გრაფიკაში, აფორმებს საბავშვო ჟურნალ „ჯეჯილს“. 1993 წელს მისი ხელნაწერი და ილუსტრირებული ორი პოემა „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“ და „ორი ქართველი“ ზყრაბ კალანდაძის თაოსნობით გამოიცა ჰოლანდიაში. 1989 წელს მონაწილეობს მსოფლიო კარიკატურისტთა წოველწლიურ კონკურსში სტამბოლში, რომელიც ტარდება აიდნა დოვგანის სახელობის კარიკატურის მუზეუმში. შესულია მსოფლიო კარიკატურისტთა კატალოგში. 1994 წელს ზ. თოთიბაძე მონაწილეობას იღებს მოსკოვში გამართულ ალექსანდრე პუშკინისადმი მიძღვნილ ბიენალე „პუშკინიადაში“, სადაც მის მიერ დასურათებულმა ხელნაწერმა წიგნმა მიიღო პირველი ადგილი და იმავე წელს იქნა გამოცემული. 2000 წელს მისი მეოხებით იქმნება ჟურნალი „მონადირე“, რომელიც პირველი ქართული ბეჭდური გამოცემაა ამ თემატიკასთან დაკავშირებით. ზ. თოთიბაძეს საქართველოს მონადირეთა კავშირისთვის შექმნილი აქვს არაერთი პლაკატი, კატალოგი, სიგელისა თუ დიპლომის მაკეტი. 2003 წელს გამოიცა ოტია იოსელიანის წიგნი „კოკა წყალზე ტყდება“, რომელიც მთლიანად გააფორმა თოთიბაძემ. იმავე წელს გამოიცა მის მიერ ილუსტრირებული ერიჰ კესტნერის „ტყუპთა ოინები“. ზ. თოთიბაძეს შექმნილი აქვს უამრავი ეტიკეტები და სასაქონლო ნიშნები ღვინისათვის, კონიაკისთვის, ლიმონათისთვის და ფარმაკოლოგიისთვის. 2000 წელს „ზულის“ ქარხნის დირექტორისთვის შექმნა სანადირო ვაზნის „ჰუბერშტუსის“ სარეკლამო პლაკატი. ზ. თოთიბაძე გარკვეული ხნით მუშაობდა არქიტექტურულ კომპანია „ფრონტონში“, რომელსაც გია ქინქლაძე ხელმძღვანელობდა. ამავე პერიოდში მან გააფორმა თბილისში მდებარე გერმანული ლუდის რესტორან „შტუტგარტის“ ინტერიერი. 2004 წლიდან თოთიბაძე აქტიურად მუშაობს ხატწერაში და ჰქმნის და ანახლებს ეკლესიებისთვის ქართულ ხატებს.

რესურსები ინტერნეტში

Tags:

16 თებერვალი1964თბილისიქართველები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

თვითმმართველობანოე ჟორდანიადინოზავრებითერგდალეულებიხოხობინიკოლოზ ბარათაშვილიიუდაიზმიჯუზეპე ვერდიასტრიდ ლინდგრენიზეგამტარობაკირჩხიბი (ასტროლოგია)მურვან ყრუს შემოსევა საქართველოშიამორძალებიმურა დათვიოქროს კვეთამტკვარისინგაპურიკალიებიჰაერიმთლიანი შიდა პროდუქტიბერიკაობაარაგვიმორფოლოგია (ენათმეცნიერება)ტრანსპლანტოლოგიაქართული დამწერლობაკლიმატისისხლიალცჰაიმერის დაავადებააფორიზმისამებამსოფლიოს უდიდესი ქალაქებიანალური სექსიგაუდაბნოებაგოგოთურ და აფშინაკილომეტრიტოკუსაცუთავისუფლება (ფილოსოფია)ნაყოფი (მცენარე)წყალდიდობაისააკ ნიუტონიბუღა თურქის შემოსევაევროკავშირიბელარუსიაზოტისპილოსებრნი1924 წლის აგვისტოს აჯანყებაქვევრი (ფილმი)ვინსენტ ვან გოგიგაერთიანებული ერების ორგანიზაციაქართული საბჭოთა ენციკლოპედიანინო ზურიაშვილიქვეწარმავლებიხმოვანიმიქელანჯელო ბუონაროტისელჩუკთა სახელმწიფოიუნესკოსისხლის მიმოქცევის სისტემასომხეთიუშგულის თემიწმინდა ნინოდიდგორის ბრძოლამერკურისომხეთის ისტორიასვეტიცხოველილადო ასათიანიბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონიგლობალიზაციაპროტესტანტიზმისაქართველო VI საუკუნეშიგნეუს პომპეუს მაგნუსივახტანგ VIოპერაენგურიმსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითკავკასიური ნაგაზიაჭარამოლინუა🡆 More