ვენეციის კოლონიები

ვენეციის კოლონიები (Stato da Mar ან Domini da Mar; „საზღვაო სამფლობელოები“) — ვენეციის რესპუბლიკის საზღვაო და ზღვისგადაღმა სამფლობელოების საერთო სახელწოდება, რომელიც მოიცავდა: ისტრიას, დალმაციას, ნეგროპონტეს, მორეას (მორეის სამეფო), ეგეოსის კუნძლებს (არქიპელაგოს სამთავრო), კუნძულ კრეტას (კანდიას სამეფო) და კვიპროს.

ეს სამფლობელობი ქმნიდნენ ვენეციის რესპუბლიკის ადმინისტრაციული მოწყობის სამიდან ერთ-ერთ ტიპს, დანარჩენი ორი კი იყო — დოჟადო, ანუ თვით ქალაქი ვენეცია და მატერიკული სამფლობელოები (Domini di Terraferma) ჩრდილოეთ იტალიაში.

Stato da Màr
საზღვაო სამფლობელოები

ვენეციის რესპუბლიკის კოლონია
ვენეციის კოლონიები
9921797 ვენეციის კოლონიები
ვენეციის კოლონიები
ვენეციის საზღვაო სამფლობელოები.

ისტორია

ვენეციის ზღვისგადაღმა იმპერიის შექმნა დაახლოებით 1000 წელს დალმაციის დაპყრობით დაიწყო და მის ზენიტს, 1204 წელს, მეოთხე ჯვაროსნულ ლაშქრობებში მიაღწია, რომლის შედეგადაც ვენეციას ბიზანტიის იმპერიის ყოფილი სამფლობელოები ერგო. მიუხედავად ამისა, ამ ტერიტორიების უდიდესი ნაწილი ვენეციის მიერ არ იმართებოდა, რადგან მას ყოფილი იმპერიის მემკვიდრე ბერძნულ/ბიზანტიური სახელმწიფოები დაეუფლნენ (ეპირის დესპოტატი, ნიკეის იმპერია და ტრაპიზონის იმპერია), ხოლო დარჩენილი ნაწილი ნიკეის იმპერიამ შთანთქა, მათ შორის კონსტანტინეპოლი, რომელიც 1261 წელს ნიკეის იმპერიამ გაათავისუფლა და შედეგად ბიზანტიისი იმპერია აღადგინა.

„საზღვაო სამფლობელოები“ ბალკანეთის დასავლეთ ნაწილში, ადრიატიკის ზღვის სანაპიროებზე შემორჩა, რომელსაც XVII და XVIII საუკუნეემდევენეციის ზღვასაც“ უწოდებდნენ. ოსმალეთის იმპერიის აღზევებას უკავშირდება ტერიტორიების უმნიშვნელოვანესი ნაწილის დაკარგვა. ისტრია, დალმაცია და იონიის კუნძლები, 1797 წლამდე ვენეციის ნაწილად ითვლებოდა, იქამდე სანამ ვენეციის რესპუბლიკას ნაპოლეონი გააუქმებდა.

ვენეციის სამფლობელოები

  • ვენეციის ისტრია, მოიცავდა ისტრიას, დღევანდელი ხორვატია.
  • ვენეციის დალმაცია, მოიცავდა დალმაციას და მცირე სამფლობელოებს მთიან ნაწილში, დღევანდელი ხორვატია.
  • ვენეციის ალბანეთ, მოიცავდა კოტორის ყურეს და მცირე სამფლობელოებს მთიან ნაწილში, თანამედროვე მონტენეგრო.
  • ვენეციის იონიის კუნძლები, კანდიის სამეფო და მრავალი სხვა მცირე სამფლობელოები, თანამედროვე საბერძნეთი.
  • ვენეციის კვიპროსი, ყოფილი კვიპროსის სამეფო.

ბიბლიოგრაფია

  • Crowley, Roger (2011). City of Fortune - How Venice Won and lost a Naval Empire. London: Faber and Faber. ISBN 978-0-571-24594-9. 
  • Da Mosto, Andrea (1937). L'Archivio di Stato di Venezia. Rome: Biblioteca d'Arte editrice. 
  • Mutinelli, Fabio (1851). Lessico Veneto. Venice: tipografia Giambattista Andreola. 

Tags:

დალმაციავენეციავენეციის რესპუბლიკაისტრიაიტალიაკვიპროსიკრეტა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

რენესანსიგიორგი ლორიაგიორგი II (საქართველოს მეფე)ძველი თბილისიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024კუნილინგუსიდიმიტრი ყიფიანისაქართველოს გეოგრაფიაშავი ზღვაფრინველთა მიმოფრენადავით VI ნარინიდავით IV აღმაშენებელიმდინარეზლატან იბრაჰიმოვიჩიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 1960ინდუსტრიული რევოლუციადორტმუნდიმარსისაღვთო რომის იმპერიადაუნის სინდრომიგია ყანჩელითრიაუჯრედილევან კობიაშვილიეროზიაურთხელირელიგიაგიორგი ჩაკვეტაძებახტრიონის ბრძოლავარდიფელტინს არენაალკოჰოლიზმიმსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითშუა საუკუნეებირუსეთ-საქართველოს ურთიერთობებიჟანგვა-აღდგენითი რეაქციებირუსეთიიუნესკოთამარ მეფესტამბოლიიმერეთირომის დაარსებაცენტრალური სტადიონი (თბილისი)ვერძი (ასტროლოგია)სამკურნალო მცენარეებიაშშ-ის ისტორიააფორიზმიყარსის ხელშეკრულებაუილიამ შექსპირიბორჯომიკლიმენტი წიტაიშვილი28 მარტითბილისური ეზომთვარეგრენლანდიაბაგრატის ტაძარიბერძნული კოლონიზაციამინერალებიკათოლიციზმიაფხაზეთის ტურიზმიმიგრაციაგრიგორიანული კალენდარიაფრიკის ქვეყნების სიაპენალტი (ფეხბურთი)თევდორე კველთელიეპითეტიაზიის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითადამიანის ჩონჩხიღვიძლიტირანიამთლიანი შიდა პროდუქტისერბეთიStray Kids (ჯგუფი)ბორის პაიჭაძეალუდა ქეთელაურივატიკანიღვარცოფი🡆 More