ავთო ვარაზი

ავთო (ავთანდილ) ვასილის ძე ვარაზი (ვარაზაშვილი) (დ.

25 ოქტომბერი, 1926, თბილისი ― გ. 3 მარტი, 1977, იქვე) — ქართველი ფერმწერი. საქართველოს სსრ-ის დამსახურებული მხატვარი (1967). იგი ქართულ მხატვრობაში პირველი იყო, ვინც კოლაჟის ტექნიკა გამოიყენა.

ავთო ვარაზი
ავთო ვარაზი
დაიბადა 25 ოქტომბერი, 1926(1926-10-25) ან 1926[1]
დაბადების ადგილი თბილისი
გარდაიცვალა 3 მარტი, 1977(1977-03-03) ან 1977[1]
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
ეროვნება ქართველი
სფერო ფერწერა, შერეული ტექნიკა
მომზადება თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი
მიმდინარეობა კოლაჟი
ჟანრი პორტრეტი
ცნობილი ნამუშევრები „ხარის თავი“, „ბუკინისტი“, „ვიოლინო და გიტარა“, „თევზი აჟურულ ჩარჩოში“

ბიოგრაფია

ავთო ვარაზი დაიბადა 1926 წლის 25 ოქტომბერს თბილისში, ბიოქიმიკოსის ვასილ ვარაზისა და ელისაბედ გასპარიანის ოჯახში.

1943-1948 წლებში ავთო ვარაზი სწავლობდა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტზე. 1948 წელს ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტი გახდა.

შემოქმედება

ავთო ვარაზის ტილოები მსოფლიოს მუზეუმებშია წარმოდგენილი, მაგრამ ზოგიერთი ნამუშევრის ბედი დღემდე უცნობია. ავთო ვარაზის ნამუშევრებიდან „ხარის თავის“ ადგილსამყოფელია თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (ნიუ-იორკი), მეორე, კვლავ „ხარის თავის“ სახელწოდებით, თუმცა სინამდვილეში „კრავის თავს“ წარმოადგენს, აშშ-ის ზიმერლის ნონკომფორმისტულ მუზეუმში ინახება; მესამე, „ხარის თავი“ - ალექსანდრე გლეზერთან, პარიზში ხოლო „რვაფეხა“ კი კოსტაკისის კერძო კოლექციაში საბერძნეთში. მისი 15 ნამუშევარი ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ასევე, ქუთაისის, ცაგერის, ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმის და სენაკის სახვითი ხელოვნების მუზეუმების ფონდებში.

ავთო ვარაზი ქართულ მხატვრობაში პირველი იყო ვინც კოლაჟის ტექნიკა გამოიყენა. მის შემოქმედებაში ყოველთვის მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა რელიგიურ მოტივებს. ავთო ვარაზი, როგორც ფერმწერი, უმთავრესად პორტრეტისა და ნატურმორტის ჟანრში მუშაობდა.

ავთო ვარაზი წლების განმავლობაში მუშაობდა სამუზეუმო ექსპოზიციის გაფორმებაზე. მან მხატვრულ გაფორმებაში მთავარ მაორგანიზებელ ელემენტად ფერი აქცია, სადაც მნიშვნელოვანი ობიექტები ფერადოვანი აქცენტების მეშვეობით იყო გამოყოფილი: 1961 წელს სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის არქეოლოგიური განყოფილების გამოფენა, ფეოდალიზმის ეპოქის განყოფილების გამოფენა; რუსთაველისადმი მიძღვნილი გამოფენა სურათების გალერეაში; საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი; იოსებ გრიშაშვილის და გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმები.

მან მხატვრულად გააფორმა აგრეთვე რეჟისორ გიორგი შენგელაიას კინოფილმი „ფიროსმანი“ (სცენარის ავტორი – ერლომ ახვლედიანი), სადაც ფიროსმანის როლი მანვე შეასრულა (1969).

ავთო ვარაზი 1977 წელს მარტში გარდაიცვალა, ამავე წლის მაისში შედგა მისი ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა - თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (ნიუ-იორკი), საიდანაც მის ოჯახს გამოფენაზე მოწვევა მოუვიდა.

ნამუშევრების არქივები

ასევე კერძო კოლექციებში.

პერსონალური გამოფენა

  • პირველი პერსონალური გამოფენა გარდაცვალების შემდეგ, თბილისი, საქართველო - 1977
  • შოთა რუსთაველის საზოგადოება, თბილისი, საქართველო - 1997
  • TBC გალერეა, თბილისი, საქართველო - 2011
  • ზურაბ წერეთელის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, თბილისი, საქართველო - 2013

მხატვრული ფილმი

მხატვრის გამონათქვამები

  • როცა ტილოს უჯდება, თავად არ იცის მხატვარმა, რა გამოვა მისი ნამუშევრისგან, რადგან მხატვარი მხოლოდ მუშაობის დროს ცხოვრობს. მთავარია ნახატი გესაუბრებოდეს და სუნთქავდეს. მართალია, ნახატის ბოლო ლურსმანია, რომელზდაც იგი უნდა ეკიდოს მუდმივად თუ დროებით, მაგრამ მხატვარს არ უნდა ავიწყდებოდეს, რომ იგივე ლურსმანზე მისი ცხოვრების ნაწილი ჰკიდია.
  • ჰგავდეს შენი მუშაობა ფრინველთა ფრენას. როგორც კი იფიქრებ, როგორ უნდა გააკეთო, აღარაფერი გამოვა.
  • ფერწერა უნდა იყოს სიცოცხლის დამამკვიდრებელი, ხოლო თუ დეკორატიულია, მაშინ სიხარულით სავსე – მანჭვის, ძალდატანების, აგიტაციის გარეშე.
  • არ მჯერა იმ ცუდად მოწყობილი სათბურებისა, სადაც უცოდინრობასა და დილეტანტებს დრესირებული მხატვრების ახალი სახეობის გამოყვანა უნდა.
  • რაც უფრო დიდია მხატვარი, მით უფრო მეტად „ტყუის“ იგი ფერწერაში და გვაჯერებს.
  • ძველი ოსტატები „გვკარნახობენ“.
  • თავისი საქმის დიდოსტატი მისთვის უცხო სფეროში შეჭრის მცდელობის დროს გარდაისახება. გონებაჩლუნგად.
  • ნატურმორტის წერისას გახსოვდეს საგნებს შორის სივრცე, – ეს ისევე მნიშვნელოვანია, როგორც თვით საგანი.
  • ნუ დაიხმარ ნურავის ბუნების გარდა. ბოლომდე გამოხატე შენი დამოკიდებულება გარემოსადმი. ენდე შენ შინაგან გრძნობას. არავითარი ეჭვი და რიდი.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

Tags:

ავთო ვარაზი ბიოგრაფიაავთო ვარაზი შემოქმედებაავთო ვარაზი ნამუშევრების არქივებიავთო ვარაზი პერსონალური გამოფენაავთო ვარაზი მხატვრული ფილმიავთო ვარაზი მხატვრის გამონათქვამებიავთო ვარაზი ლიტერატურაავთო ვარაზი რესურსები ინტერნეტშიავთო ვარაზი1926197725 ოქტომბერი3 მარტითბილისისაქართველოს სსრქართველები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ბუღა თურქის შემოსევაევროკომისიაძვალიტოლგვერდა სამკუთხედინორვეგიასაქართველოს ქალაქებიკარტოფილიმიტოზითევზებიჩეხეთინიკოლოზ ბარათაშვილიხაჭაპურინიკო ნიკოლაძეირემიახალციხენარიყალადიდი დეპრესიაქეთევან დედოფალითესევსის გემისოციოლოგიათურქეთინაციონალიზმინაღვლის ბუშტიბასიანის ბრძოლაბუდაპეშტისაქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონისლოვაკეთისაქართველო XV საუკუნეშიარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველოს დემოგრაფიამარო მაყაშვილიმთავარი გვერდიქუთაისიდემეტრე Iბგერაფოტოსინთეზიდისლექსიაილია ჭავჭავაძექართული ღვინომარტივი რიცხვიძუძუმწოვრებიქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებათევზები (ასტროლოგია)ეგზისტენციალიზმიდიდი ხუთშაბათითითაობა25 აპრილისოკრატეაია-სოფიას ტაძარისაქართველოს მუნიციპალიტეტებისენსიტიურობარუსეთიყარსის ხელშეკრულებაეზიდებისაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშიევროპის პარლამენტიჩრდილოეთი კორეათავისუფლების დიდი ქარტიაირაკლი კობახიძეჰეტეროსექსუალობაგრიგოლ ორბელიანიქრისტესისხლავლადიმერ ლენინიმიგრაციაევერესტიიმერეთითაკო ჩხეიძერეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)ჯემალ ქარჩხაძეჰიპერბოლა (ენა)ფოთიანანურის ციხებოროდინოს ბრძოლაიუდაიზმიმუსიკაყირიმის ომიპრელუდია (სექსი)გერმანიის გაერთიანება (1871)🡆 More