ეშმაკეული აიები — ბრიტანელ-ინდოელი მწერლის, სალმან რუშდის, მეოთხე რომანი, გამოქვეყნდა 1988 წელს.
ნაწილობრივ ეფუძნება წინასწარმეტყველი მუჰამედის ცხოვრებას. ისევე, როგორც წინა წიგნებში, ამ რომანშიც რუშდი თავისი პერსონაჟების შესაქმნელად მაგიურ რეალიზმს და თანამედროვე მოვლენებს იყენებს. „ეშმაკეული აიები“ მოგვითხრობს ორი ადამიანის შესახებ, რომლებიც ტერორისტების მიერ გატაცებული თვითმფრინავის აფეთქებას სასწაულებრივად გადაურჩებიან.
„ეშმაკეული აიები“ | |
---|---|
| |
ავტორი | სალმან რუშდი |
ენა | ინგლისური ენა |
გამომცემელი | Viking Press |
გამოცემის თარიღი | სექტემბერი, 1988[1] |
წინამორბედი | Shame |
მომდევნო | Haroun and the Sea of Stories |
გაერთიანებულ სამეფოში წიგნმა დადებითი გამოხმაურება მიიღო. მოიპოვა ვაითბრედის პრემია და წარდგენილი იყო ბუკერის პრემიაზე. მიუხედავად ამისა, მუსლიმებმა რუშდი ღვთისგმობაში და ისლამის შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს. 1989 წლის 14 თებერვალს აიათოლა რუჰოლა ხომეინმა, ირანის იმჟამინდელმა ლიდერმა, მწერალს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ამას მოჰყვა რუშდის მოკვლის რამდენიმე წარუმატებელი მცდელობა, რომელიც გაერთიანებული სამეფოს პოლიციის პროტექტორატის ქვეშ იმყოფებოდა. აგრეთვე თავს დაესხნენ რუშდისთან ახლოს მყოფ პირებს, მათ შორის მოკლეს მისი მთარგმნელი ჰიტოში იგარაში.
წიგნი აკრძალულია ინდოეთში, როგორც მუსლიმთა წინააღმდეგ მიმართული სიძულვილის ტექსტი.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ეშმაკეული აიები, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.