ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოება

ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოება/აშშ-ის ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოება (ინგლ.

შტაბ-ბინა მდებარეობს ქალაქ ვაშინგტონში. დაარსდა 1888 წლის 27 იანვარს აშშ-ის ქალაქ ვაშინგტონში. ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოება დაიწყო ელიტარული კლუბით, სადაც თავს იყრიდნენ აკადემიური წრისა და ბიზნესის წარმომადგენლები. მისი ინტერესების წრეში შედიოდა გეოგრაფია, არქეოლოგია და ბუნებისმეტყველება. საზოგადოების ლოგოტიპი წარმოადგენს ყვითელ სწორკუთხედს; მისგან მარჯვნივ ორ მწკვრივად განლაგებულია შავი ფერის წარწერა: National Geographic.

ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოება
ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოება
ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოება
აბრევიატურა NGS
შეიქმნა 1888 წელი
ტიპი სამეცნიერო საზოგადოება, film production company და გამომცემლობა
მდებარეობა ვაშინგტონი, აშშ
წევრები 8,5 მლნ.
დამფუძნებელი (-ები) გრინ გარდინერ ჰაბარდი, Frank Baker და Charles J. Bell
ქვეყანა აშშ[1]
https://www.nationalgeographic.org/
ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოება
ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების ადმინისტრაციული შენობა ვაშინგტონში
ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოება

საზოგადოების წარმოქმნასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა დაიწყო 1888 წლის 13 იანვარს კერძო „კოსმოს-კლუბში“. იმ დროისათვის მასში გაწევრიანებულები იყვნენ სამეცნიერო ელიტის წარმომადგენლები საკუთრივ აშშ-იდან. ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოება დააარსა 33 მკვლევარმა, აშშ-ის ელიტის წარმომადგენელმა და მეცნიერმა, რომლებიც განიხილავდნენ გეოგრაფიული ცოდნის გაღრმავებისა და გავრცელების საკითხებს.

სათავეებთან იდგნენ გარდინერ გრინ ჰაბარდი, ადოლფ ვაშინგტონ გრილი, ჯორჯ კენანი, უილიამ დოლი და სხვები. ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების პირველი პრეზიდენტი გახდა ამერიკელი იურისტი, ბიზნესმენი და ფილანთროპი გარდინერ გრინ ჰაბარდი, რომლის საქმიანობა გააგრძელა მისმა სიძემ ალექსანდერ გრეიამ ბელმა. გარდინერ გრინ ჰაბარდის თანასწორუფლებიანობის იდეალზე დაფუძნებული პრინციპი „გავაღრმავოთ და გავავრცელოთ ცოდნა გეოგრაფიის შესახებ“ მომდევნო ასი წლის განმავლობაში ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების კრედოდ იქცა.

ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების მეორე პრეზიდენტი გახდა ალექსანდერ გრეიამ ბელი, რომელმაც დიდი წვლილი დასდო საზოგადოების განვითარებას. ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოება გამოსცემს ჟურნალს National Geographic, რომელიც პირველად გამოიცა 1888 წელს. აშუქებს მეცნიერების, მათ შორის გეოგრაფიის, ისტორიისა და კულტურის საკითხებს. გამოიცემა მრავალ ენაზე, მათ შორის ქართულად. გარდა ამისა ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოება აშშ-ში გამოსცემს აგრეთვე რამდენიმე გამოცემას. ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების ისტორიულ მისიას წარმოადგენს გეოგრაფიული ცოდნის გაღრმავება და გავრცელება, კულტურული, ისტორიული და ბუნებრივი ღირებულებების შემონახვა და მათთვის დახმარების გაწევა. დღეისათვის ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოება აქტიურად უჭერს მხარს სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობას.

ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების ხარჯზე არსებობს აგრეთვე ამერიკული ტელეარხი National Geographic Channel, რომელიც აშუქებს სამეცნიერო-პოპულარულ ფილმებს. ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების სამეცნიერო კვლევისა და შესწავლის კომიტეტი (CRE) შედგება სხვადასხვა დისციპლინებში მოღვაწე ექსპერტებისგან, რომლებიც განიხილავენ სამეცნიერო პროექტების გეგმებს.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

Tags:

188827 იანვარიარქეოლოგიააშშგეოგრაფიავაშინგტონიინგლისური ენაშტაბ-ბინა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაბაში-აჩუკი (ფილმი)ჭიაკოკონობასაქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024უქმე დღეები საქართველოშიანტიკური ხანაზურა ყიფშიძემონღოლთა ბატონობა საქართველოშინოდარ დუმბაძეფარავანითეიმურაზ IIცივი ომისიყვარულიკრიშტიანუ რონალდუდაუნის სინდრომიცხოველებიკილოგრამისოფლის მეურნეობაკაცხის სვეტიხერხემალიამერიგო ვესპუჩიშენგენის ზონათავისუფლების ქანდაკებასაქართველოს სახელმწიფო დროშაიგავ-არაკიასტრიდ ლინდგრენირუსეთ-საქართველოს ომი (1921)უინსტონ ჩერჩილინატურალური რიცხვიკონსტიტუციაFacebookგოგირდიბგერატონადიოკლეტიანევახტანგ VIდისკრიმინაციაჩინეთიბათუმიანდებიიმპრესიონიზმიბორჯომი (წყალი)ცისფერყანწელებივეშაპისნაირნინიუტონის კანონებიცენტნერითხის რქა (ასტროლოგია)კუებიკავკასიონითვალიდაცვის სიგელიძველი ეგვიპტელომი (ასტროლოგია)ქვემო ქართლის მხარებაგრატ III (საქართველოს მეფე)ყირიმის ომიგიორგი III (საქართველოს მეფე)ბერძენ-სპარსელთა ომებისოციალიზმისაქართველოს პარლამენტიკურდღელიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024მარტივი და შედგენილი რიცხვებიკორდილიერებირესპუბლიკაჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციარელიგიამარკ ტვენიქრისტეს თორმეტი მოციქულისაქართველოს ფაუნარიონილითიუმილაზეთიგრიგოლ ხანძთელიგიორგი VIIIჰორმონებიმაგნიუმიდიდი ბარიერული რიფი🡆 More