ერიკ ბანა

ერიკ ბანა (ინგლ.

9 აგვისტო, 1968) — ავსტრალიელი მსახიობი და კომიკოსი.

ერიკ ბანა
ერიკ ბანა
ბანა 2009 წლის ტრიბეკას კინოფესტივალზე
მშობლიური სახელი Eric Bana
დაბადების სახელი ერიკ ბანადინოვიჩი
დაბადების თარიღი 9 აგვისტო, 1968 (1968-08-09) (55 წლის)
მელბურნი, ავსტრალია
მოქალაქეობა ავსტრალიის დროშა ავსტრალია
საქმიანობა
  • მსახიობი
  • კომიკოსი
აქტიური 1993-დღემდე
მეუღლე(ები) რებეკა გლისონი (იქ. 1997)
შვილ(ებ)ი 2

ერიკ ბანა დაიბადა მელბურნში, ავსტრალიაში. მამამისი, ივან ბანადინოვიჩი ხორვატი ემიგრანტი იყო, რომელიც მუშაობდა კომპანია Caterpillar Inc.-ის ლოჯისტიკის მენეჯერად, ხოლო დედა, ელეონორი გერმანელი იყო და პარიკმახერად მუშაობდა.

ბანა პირველად გამოჩნდა ავსტრალიურ სატელევიზიო შოუში „Full Frontal“. 1997 წელს გადაიღეს კომედიურ-დრამატულ ფილმში „სასახლე“, ხოლო ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ბიოგრაფიული კრიმინალური ფილმით „ხედვა შიგნიდან“ (2000). ჰოლივუდის ყურადღება მიიპყრო პირველი კლასის სერჟანტ ნორმ „ჰუტ“ გიბსონის როლით ფილმში „შავი ქორის დაცემა“ (2001). 2003 წელს განსასახიერა ჰალკის როლი, ერთი წლის შემდეგ კი ჰექტორის როლი ფილმ „ტროაში. 2005 წელს მონაწილეობდა სტივენ სპილბერგის ისტორიულ დრამატულ და პოლიტიკურ თრილერში „მიუნხენი“ (2005). მისი სხვა განთქმული ფილმებია: „კიდევ ერთი ბოლეინის გვარიდან“, „ვარსკვლავური გზა“ (2009), „დროში მოგზაურის ცოლი“ (2009), „გადარჩენილი“ (2013), „გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან“ (2014) და სხვა.

როგორც გამოცდილმა მსახიობმა და კომიკოსმა, მიიღო ავსტრალიის უმაღლესი კინო-და სატელევიზიო ჯილდოები სხვადასხვა როლისთვის. იგი აგრეთვე მონაწილეობს რამდენიმე დაბალბიუჯეტიან ფილმში, დაწყებული რომანტიკული კომედიებით, დამთავრებული დრამატული, სამეცნიერო ფანტასტიკური და თრილერი ფილმებით.

ფილმოგრაფია

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1993–1996 Full Frontal Full Frontal სხვადასხვა (66 ეპიზოდი)
1997 სასახლე The Castle კონ პეტროპულოსი
2000 ხედვა შიგნიდან Chopper მარკ ბრენდონ რიდი
2001 შავი ქორის დაცემა Black Hawk Down ნორმ „ჰუტ“ გიბსონი
2002 თვითნაბადი The Nugget ლოტო
2003 ჰალკი Hulk ჰალკი
2003 ნემოს ძიებაში Finding Nemo ანქორი
2004 ტროა Troy ჰექტორი
2005 მიუნხენი Munich ავნერ კაუფმანი
2007 იღბლიანი Lucky You ჰაკ ჩივერი
2007 მამაჩემი რომული Romulus, My Father რომულუს გაიტა
2008 კიდევ ერთი ბოლეინის გვარიდან The Other Boleyn Girl ჰენრი ტიუდორი
2009 მერი და მაქსი Mary and Max დამიენ პოპოდოპულოსი
2009 ვარსკვლავური გზა Star Trek ნერო
2009 „დროში მოგზაურის ცოლი The Time Traveler's Wife ჰენრი დე ტაბლი
2009 მხიარული ადამიანები Funny People კლარკი
2011 ჰანა Hanna ერიკ ჰელერი
2012 მახე Deadfall ედისონი
2013 ჩაკეტილი წრედი Closed Circuit მარტინ როუზი
2013 გადარჩენილი Lone Survivor ერიკ კრისტენსენი
2014 გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან Deliver Us from Evil რალფ სარჩი
2016 საუკეთესო დრო The Finest Hours დენიელ კლაფი
2016 სპეციალური კორესპონდენტები Special Correspondents ფრენკ ბონევილი
2016 საიდუმლო ხელნაწერი The Secret Scripture უილიამ გრენე
2017 მეფე ართური: ლეგენდა მახვილზე King Arthur: Legend of the Sword უთერ პენდრაგონი
2018 შენდობილი The Forgiven პიტ ბლომფელდი

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

19689 აგვისტოავსტრალიელებიინგლისური ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ალექსანდრე ყაზბეგინიკეის პირველი საეკლესიო კრებამთვარედიდგორის ბრძოლაწმინდა ნინობრუნებაუკრაინაევროპის საბჭოლონდონითეიმურაზ Iსიონის ტაძარიარაბთა სახალიფორომის რესპუბლიკადოლიავტორიტარიზმიმერწყულიხინკალიკონვექციაკეთილშობილი ირემიჩუტყვავილაბზობადუნაიესპანეთიგიორგი მაზნიაშვილიჰეკლაალექსანდრე I დიდითურქეთითვალისაქართველოს ფრინველთა სიაალჟირინიკოლა ტესლაკომპიუტერისაქართველო VI საუკუნეშილუდვიგ ვან ბეთჰოვენისამკუთხედისაქართველოს ბრძოლების სიაგანათლება საქართველოშიდავითგარეჯაშინაური კატაგოდერძის ნამარხი ტყეტემპერამენტის ტიპებიდემოკრატიაცხრა ძმა ხერხეულიძეგველებიFacebookჩონგურივაჟა მარგველაშვილიფოთიდიდი პარასკევიირაკლი კობახიძეგიორგი ყიფშიძეინდუსტრიული რევოლუციასაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკანარიყალამტკვარილომი (ასტროლოგია)აფხაზებიხევსურეთირენესანსიტერორიზმისოკრატეკონსტანტინოპოლის დაცემათინათინ ჭულუხაძეკატასვანეთინოე სულაბერიძედედოფალატრეფიკინგირუსეთის შეჭრა უკრაინაში (2022)დემეტრე II თავდადებულიაბო თბილელის წამებაჰორმონებისტიგმატროპიკული სარტყლები🡆 More