ენ ბაქსტერი

ენ ბაქსტერი (ინგლ.

7 მაისი, 1923, მიჩიგანი, ინდიანა, აშშ – გ. 12 დეკემბერი, 1985, ნიუ-იორკი, ნიუ-იორკის შტატი, აშშ) — ამერიკელი მსახიობი, ჰოლივუდის ფილმების, ბროდვეის პროდუქციის და სატელევიზიო სერიალების ვარსკვლავი. მან მოიგო ოსკარი და ოქროს გლობუსი, ასევე, ის იყო ნომინირებული Emmy-ზე. იგი მუშაობდა ჰოლივუდის რამდენიმე უდიდეს რეჟისორთან, მათ შორის ბილი უაილდერთან ფილმში Five Graves to Cairo (1943), ალფრედ ჰიჩკოკი ფილმში „I Confess“ (1953), ფრიც ლანგი ფილმში The Blue Gardenia (1953) და სესილ ბ. დემილი ფილმში The Ten Commandments 1956), რისთვისაც მან მოიგო Laurel Award.

ენ ბაქსტერი
ენ ბაქსტერი
დაბადების თარიღი 7 მაისი, 1923
მიჩიგანი, ინდიანა, აშშ
გარდაცვალების თარიღი 12 დეკემბერი, 1985 (62 წლის)
ნიუ-იორკი, აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1936 - 1985

ადრეული წლები

ბაქსტერი დაიბადა 1923 წლის 7 მაისს მიჩიგანში, ინდიანაში, კეტრინ დოროთის და კენეტ სტიუარტ ბაქსტერის ოჯახში. როდესაც ბაქსტერი ხუთი წლის იყო, ის გამოჩნდა სასკოლო სპექტაკლში. ექვსი წლისას, მისი ოჯახი საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც მან განაგრძო სამსახიობო კარიერა.

10 წლის ასაკში ენ ბაქსტერი დაესწრო ბროდვეის სპექტაკლს ჰელენ ჰეისის მონაწილეობით, რამაც ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ მან პირდაპირ განუცხადა ოჯახს, რომ მას სურდა მსახიობი გამხდარიყო. 13 წლის ასაკში იგი გამოჩნდა ბროდვეიზე ფილმში Seen, but Not Heard. ამ პერიოდში ბაქსტერმა სამსახიობო ხელოვნება შეისწავლა. მისი მასწავლებელი იყო მსახიობი და პედაგოგი მარია ოუსპენსკაია.

1939 წელს მან მიიღო კეტრინ ჰეპბერნის უმცროსი დის როლი სპექტაკლში „ფილადელფიის ისტორია“, მაგრამ ჰეპბერნს არ მოსწონდა ბაქსტერის სამსახიობო სტილი და ბაქსტერი შეცვალეს. ნაცვლად იმისა, რომ ბაქსტერი დანებებულიყო, იგი ჰოლივუდს ეწვია.

კარიერა

16 წლის ასაკში ენ ბაქსტერი ეკრანზე გამოჩნდა ქალბატონი დე ვინტერის როლით Rebecca-ში. რეჟისორმა ალფრედ ჰიჩკოკმა ბაქსტერი ძალიან ახალგაზრდად ჩათვალა როლისთვის, მაგრამ მსახიობმა მალევე გააფორმა შვიდწლიანი კონტრაქტი 20th Century Fox-თან. იგი მუშაობდა ჯონ ბერიმორთან ერთად მის შემდეგ ფილმზე The Great Profile (1940) და გამოჩნდა როგორც ინჟინერი Charley's Aunt-ში (1941). მან მიიღო ვარსკვლავური ანაზღაურება ფილმებისთვის Swamp Water (1941) და The Pied Piper (1942), რომელნიც ნომინირებული იყო ოსკარის ჯილდოზე საუკეთესო ფილმისთვის.

ენ ბაქსტერმა ითამაშა ტაირონ პაუერთან და ჯინ ტიერნისთან ერთად 1946 წელს ფილმში The Razor's Edge, რისთვისაც მან მოიპოვა ოსკარის და ოქროს გლობუსის ჯილდო საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის. მოგვიანებით ბაქსტერმა თქვა, რომ The Razor's Edge წარმოადგენს მის ერთადერთ შესანიშნავ შესრულებას, საავადმყოფოს სცენას, სადაც პერსონაჟი სოფი "კარგავს ქმარს, შვილს და ყველაფერს". მან თქვა, რომ მან გააცოცხლა ძმის სიკვდილი, რომელიც გარდაიცვალა სამი წლის ასაკში.

1950 წელს ბაქსტერი აირჩიეს ფილმისთვის „ყველაფერი ევას შესახებ“. ბაქსტერმა მიიღო ოსკარის ნომინაცია საუკეთესო მსახიობი ქალისთვის ევა ჰარინგტონის მთავარი როლისთვის.

მისი შემდეგი ფილმი იყო Fox-ის Follow the Sun (1951) გლენ ფორდთან ერთად; ბაქსტერი თამაშობდა ჰოგანის ცოლს ვალერიას. კომედია „ჩემი ცოლის საუკეთესო მეგობარი“, იყო მისი მეორე და უკანასკნელი ფილმი Fox-ზე, რომელიც გამოვიდა 1952 წელს. ბაქსტერმა დატოვა 20th Century Fox 1953 წელს.

პირადი ცხოვრება

ენ ბაქსტერი დაქორწინდა მსახიობ ჯონ ჰოდიაკზე 1946 წლის 7 ივლისს, მისი მშობლების სახლში ბურლინგეიმში, კალიფორნია. წყვილს ჰყავდა ერთი ქალიშვილი, კატრინა. ისინი განქორწინდნენ 1953 წელს. იმ დროისთვის ბაქსტერმა თქვა, რომ ისინი "შეუთავსებელი იყვნენ", მაგრამ თავის წიგნში იგი საკუთარ თავს ადანაშაულებდა განშორებაში: "მე მიყვარდა ჯონი ძალიან”, დაწერა მან. "მაგრამ ჩვენ საბოლოოდ დაგვიდგა მსოფლიოში ყველაზე გრძელი ზამთარი. ყოველდღიური გაუცხოება. ბევრი რამ უთქმელი. ჩემდა სამარცხვინოდ, ბოლოს და ბოლოს ავირჩიე სიტყვა "განქორწინება".

1960 წელს ენ ბაქსტერი დაოჯახდა მეორედ, რენდოლფ გალტზე, თუმცა ისინიც მალევე განქორწინდნენ.

1977 წელს ბაქსტერი დაქორწინდა დევიდ კლეზე, საფონდო ბროკერზე. ეს იყო ხანმოკლე ქორწინება; კლეი ავადმყოფობისგან მოულოდნელად გარდაიცვალა. ახალდაქორწინებულმა წყვილმა შეიძინა ფართო ქონება ისტონში, კონექტიკუტის შტატში, რომელიც მათ საფუძვლიანად გადააკეთეს; თუმცა, კლეიმ ვერ იცოცხლა რემონტის დასრულებამდე.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ენ ბაქსტერი ადრეული წლებიენ ბაქსტერი კარიერაენ ბაქსტერი პირადი ცხოვრებაენ ბაქსტერი რესურსები ინტერნეტშიენ ბაქსტერი სქოლიოენ ბაქსტერი12 დეკემბერი192319857 მაისიალფრედ ჰიჩკოკიამერიკის შეერთებული შტატებიბილი უაილდერიემის ჯილდოინგლისური ენაინდიანამიჩიგანინიუ-იორკინიუ-იორკის შტატიოსკარიოქროს გლობუსისესილ დემილიფრიც ლანგი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

კაცია-ადამიანი?!აზიაიოსებ კეჭაყმაძეზღვაგრენლანდიაფოთიუფლისციხესტუმარ-მასპინძელიკუალა-ლუმპურირითმალუარსაბ IIთბილისის ისტორიაჯაზიფეხბურთი საქართველოშიბერძნებითბოგამტარობაწინადადებაბიბლიაპარიზიღირსების მედალიკაცხის სვეტიტაიგაბაში-აჩუკითორნიკე ოქრიაშვილიქუთაისიიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოშიმინერალების სიაბუნებრივი რესურსებიილია ჭავჭავაძეგამზრდელი (პოემა)ილია თოფურიაბაიკალირიცხვითი სახელიმზეთეთრი დათვი69 (სექსუალური პოზა)ნატრიუმიენცეფალოპათიამასკულიზმიკორუფციაბარსელონაეგვიპტის პირამიდებიამირანი (მითოლოგია)ელინიზმიჩემი ცოლის დაქალებიძაღლიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2004როსტომი (ქართლის მეფე)ჟანგვა-აღდგენითი რეაქციებისამკურნალო მცენარეებიევროკავშირიმერაბ მამარდაშვილიალეგორიაფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგიაქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემაქრისტიანობანარიყალავახტანგ გორგასლის ორდენიკონსტიტუციასოციალიზმიტრაფალგარის ბრძოლათერგდალეულებიჟორჟი ამადუსაქართველო XVII საუკუნეშილაშა შავდათუაშვილიეკონომიკაადოლფ ჰიტლერიარწივიანბანიდადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიფარნავაზ Iკავკასიაალპებიგიორგი IV ლაშაირაკლი კობახიძე🡆 More