ელენე

ელენე (ძვ.

ბერძნ. Ἑλένη) — ძველ ბერძნულ მითოლოგიაში უმშვენიერესი მიწიერ ქალთა შორის, ზევსისა და ლედას ასული, დიოსკურებისა და კლიტემნესტრას და.

ელენე
ფაილი:Helene Paris Louvre K6.jpg, Francesco Primaticcio 003.jpg

მითოლოგია: ბერძნული მითოლოგია
სქესი: მდედრობითი
მამა: ზევსი [2]
დედა: ლედა [2]
და-ძმა: Castor, Pollux და კლიტემნესტრა
მეუღლე: თესევსი, მენელაე , პარისი, Deiphobus და აქილევსი
შვილები: იფიგენია, ჰერმიონე , Pleisthenes, Morraphius, Aethiolas , Corythus, Thronius, Nicostratus, Idaeus, Bunicus, Aganus, Helena და Euphorion
გამოსახულებები

ელენეს დაბადების ამბავს სხვადასხვაგვარად გადმოგვცემენ მითოგრაფოსები. მის დედად ზოგჯერ ნემესისს, შურისძიების ქალღმერთს, ასახელებენ. უფრო გავრცელებული ვერსიის თანახმად კი იგი ლედას ასულია, რომელსაც მდინარე ევროტასის სანაპიროზე თანაეყო გედად გარდასახული ზევსი. ამ ამბიდან რამდენიმე ხნის შემდეგ ლედამ დაბადა კვერცხი, საიდანაც გამოიჩეკა ელენე. ამავე გადმოცემით, მოგვიანებით ლედა ქალღმერთად აღიარეს და უწოდეს ნემესისი.

მალე ელენემ შორს გაითქვა სახელი თავისი მშვენიერებით. იგი, ჯერ კიდევ ნორჩი, მოიტაცეს თესევსმა და პირითოოსმა და გადამალეს ატიკაში. მას თესევსის დედა უვლიდა. დიოსკურებმა მიაგნეს დის კვალს და იგი შინ დააბრუნეს. მის ხელს მრავალი ეძიებდა, მათ შორის იყო ოდისევსიც. ელენე ცოლად გაჰყვა მენელაოსს და გაუჩინა ქალიშვილი, სახელად ჰერმიონე. სამი ქალღმერთის (ჰერას, ათენას და აფროდიტეს) ცნობილი დავის შემდეგ ელენემ აფროდიტეს შთაგონებით ტროას მეფისწული პარისი შეიყვარა. მან მიატოვა თავისი ქმარ-შვილი, სამეფო სასახლე და ზღვით მოსულ სტუმარს გაჰყვა ტროაში. მენელაოსმა შეკრიბა დიდძალი ლაშქარი და მშვენიერი მეუღლის დასაბრუნებლად გაემართა.

ასე დაიწყო საქვეყნოდ ცნობილი ტროის ომი, რომელმაც მრავალი სახელოვანი ვაჟკაცის სიცოცხლე შეიწირა. პარისის დაღუპვის შემდეგ ელენე ცოლად გაჰყვა მის ძმას, დეიფობოსს, რომელიც ტროას დამხობისთანავე მენელაოსს მოაკვლევინა და მასთან ერთად დაბრუნდა მშობლიურ სპარტაში.

მითოსის სხვა ვერსიით, პარისმა ტროაში მხოლოდ ელენეს აჩრდილი წაიყვანა, რომელიც ჰერამ (ან ზევსმა) შექმნა. ნამდვილი ელენე კი ჰერმესმა ეგვიპტეში გადამალა. ტროადან მომავალმა მენელაოსმა იპოვნა თავისი მშვენიერი მეუღლე და დააბრუნა სპარტაში. მენელაოსის გარდაცვალების შემდეგ სპარტადან გაძევებულმა ელენემ კუნძულ როდოსს შეაფარა თავი, სადაც მოკლეს კიდეც. აქ იგი ხედ გარდაისახა და დენდრიტისი ეწოდა. როდოსზე არსებობდა ელენე-დენდრიტისის კულტი.

სხვა გადმოცემით, ღვთაებებმა ელენე მკვდრეთით აღადგინეს და აქილევსს გააყოლეს ცოლად. ისინი კუნძულ ლევკეზე დასახლდნენ. ელენეს კულტი დადასტურებულია ლაკონიაშიც, სადაც იგი უკავშირდებოდა მომაკვდავ და კვლავ გაცოცხლებად ბუნებას. მისი ძმების, დიოსკურების მსგავსად, ელენესაც მეზღვაურთა მფარველ ღვთაებად მიიჩნევდნენ ბერძნები.

ელენეს მითოსზე მრავალი დიდებული ნაწარმოები შეიქმნა. მათ შორის აღსანიშნავია ჰომეროსის, სოფოკლესა და ევრიპიდეს უკვდავი ქმნილებები, გოეთეს „ფაუსტი“ და სხვა მრავალი. ეს მითი აისახა სხვადასხვა დროის მხატვართა (ძევქსისი, პოლიგნოტოსი, რაფაელი, კლოდ ლორენი) ტილოებზეც და კომპოზიტორთა (გლუკი, სენ-სანსი, შტრაუსი, ოფენბახი) ნაწარმოებებშიც.

ბიბლიოგრაფია

რესურსები ინტერნენტში

სქოლიო

  • 2.0 2.1 2.2 2.3 Augias C. I segreti di Roma: Storie, luoghi e personaggi di una capitale — 2007. — P. 3. — 424 გვრ. — ISBN 978-88-04-56641-0
  • [[:ru:Любкер,_Фридрих|Любкер Ф.]]_[http://dlib.rsl.ru/01003599381_Menelaus]_//_''[[:d:Q30059240|Реальный_словарь_классических_древностей_по_Любкеру]]''_/_под_ред._[[:ru:Зелинский,_Фаддей_Францевич|Ф. Ф. Зелинский]],_[[:ru:Георгиевский,_Александр_Иванович|А. И. Георгиевский]],_[[:ru:Куторга,_Михаил_Семёнович|М. С. Куторга]]_и_др._—_[[:სანქტ-პეტერბურგი|СПб]]:_[[:ru:Филологическое_общество|Общество_классической_филологии_и_педагогики]],_1885._—_С. 855–856.3.0 3.1 Любкер Ф. Menelaus // Реальный словарь классических древностей по Любкеру / под ред. Ф. Ф. Зелинский, А. И. Георгиевский, М. С. Куторга и др. — СПб: Общество классической филологии и педагогики, 1885. — С. 855–856.
  • [[:d:Q2486846|''(not_translated_to_grc)'']]_Little_Iliad
  • -4">↑ 4.0 4.1 (not translated to grc) Little Iliad
    https://wikidata.org/wiki/Track:Q2486846">https://wikidata.org/wiki/Track:Q578605">https://wikidata.org/wiki/Track:Q34726">https://wikidata.org/wiki/Track:Q2087365">
  • [[:ru:s:ЭСБЕ/Гермиона,_в_мифологии|Гермиона]]_//_''[[:d:Q23892908|Энциклопедический_словарь]]''_—_[[:სანქტ-პეტერბურგი|СПб]]:_[[:ru:Брокгауз_—_Ефрон_(издательство)|Брокгауз_—_Ефрон]],_1893._—_Т. VIIIа._—_С. 539.
  • -5">↑ 5.0 5.1 Гермиона // Энциклопедический словарьСПб: Брокгауз — Ефрон, 1893. — Т. VIIIа. — С. 539.
    https://wikidata.org/wiki/Track:Q23892908">https://wikidata.org/wiki/Track:Q656">https://wikidata.org/wiki/Track:Q602358">https://wikidata.org/wiki/Track:Q24400570">https://wikidata.org/wiki/Track:Q19908137">
  • [[:ru:Любкер,_Фридрих|Любкер Ф.]]_[http://dlib.rsl.ru/01003599381_Hermione]_//_''[[:d:Q30059240|Реальный_словарь_классических_древностей_по_Любкеру]]''_/_под_ред._[[:ru:Зелинский,_Фаддей_Францевич|Ф. Ф. Зелинский]],_[[:ru:Георгиевский,_Александр_Иванович|А. И. Георгиевский]],_[[:ru:Куторга,_Михаил_Семёнович|М. С. Куторга]]_и_др._—_[[:სანქტ-პეტერბურგი|СПб]]:_[[:ru:Филологическое_общество|Общество_классической_филологии_и_педагогики]],_1885._—_С. 617.6.0 6.1 Любкер Ф. Hermione // Реальный словарь классических древностей по Любкеру / под ред. Ф. Ф. Зелинский, А. И. Георгиевский, М. С. Куторга и др. — СПб: Общество классической филологии и педагогики, 1885. — С. 617.
  • [[:de:Georg_Knaack|Knaack G.]]_[[:de:s:RE:Aithiolas|Aithiolas]]_//_''[[:d:Q26414644|Kategorie:RE:Band_I,1]]''_—_1893.
  • -7">↑ 7.0 7.1 Knaack G. Aithiolas // Kategorie:RE:Band I,1 — 1893.
    https://wikidata.org/wiki/Track:Q26414644">https://wikidata.org/wiki/Track:Q1505016">https://wikidata.org/wiki/Track:Q19983086">https://wikidata.org/wiki/Track:Q1138524">

    This article uses material from the Wikipedia ქართული article ელენე, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
    ®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.

    Tags:

    ბერძნული მითოლოგიადიოსკურებიზევსიკლიტემნესტრალედაძველი ბერძნული ენა

    🔥 Trending searches on Wiki ქართული:

    სიმკვრივეატლანტის ოკეანეაშშ-ის პრეზიდენტების სიააპრილის სოკოთბილისიქრისტიანობაათონის ივერთა მონასტერიდედამიწის სტრუქტურატელეფონების ნომრები საქართველოშიუნგრეთილეონიდ ბრეჟნევისაბერძნეთინიკო ბაგრატიონისაქართველოს მდინარეების სიადეციმეტრიტრეფიკინგიოქტავიანე ავგუსტუსილომი (ასტროლოგია)ნახშირორჟანგიერთეულთა საერთაშორისო სისტემააფრიკის ქვეყნების სიავეფხვიჩინგიზ-ყაენიმეორე მსოფლიო ომიიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოშიკონვექციანიკოლოზ ბარათაშვილინიკეის პირველი საეკლესიო კრებაირანისილიციუმინეაპოლიპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშითევდორე კველთელირუსეთ-საქართველოს ომი (1921)ლომირუსეთის იმპერიაევერესტიიაპონიამაიმუნებიThe Beatlesტოკუსაცუთავისუფლების ქანდაკებახეოფსის პირამიდაცივი ომიკარტოფილიგიორგი IV ლაშანილოსიედუარდ შევარდნაძემასონობამექსიკანარცისიეგვიპტის მუზეუმი (კაირო)რიტმიოტია იოსელიანილუვრირევაზ ინანიშვილიმიგრაციაერლინგ ჰოლანიხეშიშველთესლოვნებიკილოგრამიავსტრიასამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეფინეთიახალქალაქიჩარლი ჩაპლინისაქართველოს პრეზიდენტისოფელითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიწმინდა სამების საკათედრო ტაძარითევზებიმეტყველების ნაწილებიYouTubeვიქტორ დოლიძეფოლკლორიბაგრატ III (საქართველოს მეფე)გაუდაბნოება🡆 More