ელამი

ელამი (შუმერული ნიმ, აქადური ელამთუ, ელამური ჰათანთი) — ძველი სახელმწიფო სპარსეთის ყურის აღმოსავლეთ ნაპირზე, თანამედროვე ირანის ტერიტორიაზე.

არსებობდა ძვ. წ. IVIII ათასწლეულებში. დედაქალაქი სუზა.

ელამი
ელამის მდებარეობა
ძველი მესოპოტამია
ასირიოლოგია
ქვეყნები / იმპერიები
შუმერი: ურუქიურიერიდუ
ქიშილაგაშინიფური
აქადის იმპერია: აქადი
ბაბილონი – ისინი – სუზა
ასურეთი: აშურინინევია
დურ-შარუქინი – ნიმრუდი
ბაბილონიაქალდეა
ელამიამორიტები
ხურიტებიმითანი
კასიტებიურარტუ
ქრონოლოგია
შუმერის მეფეები
ასურეთის მეფეები
ბაბილონის მეფეები
ენა
ლურსმული დამწერლობა
შუმერული ენააქადური ენა
ელამური ენახურიტული ენა
მითოლოგია
ენუმა ელიში
გილგამეშიმარდუქი

ევფრატისა და ტიგროსის სამხრეთ შუამდინარეთის საზოგადოების ისტორიას მჭიდროდ უკავშიდება ელამის ისტორია. შუმერები ამ ქვეყანას ნიმს უწოდებდნენ, აქადელებიელამთუს, თვით ელამელები კი — ხალთამთის. ელამი შუმერის აღმოსავლეთით, ირანის ზეგნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობდა. ძველი სპარსელები მას „(ჰ)უჲას“ ეძახდნენ. სწორედ აქედან უნდა წარმოდგებოდეს ამ რაიონის თანამედროვე სახელწოდება — ხუზისტანი.

ისტორია

სუზა — დიდი გზაჯვარედინი

მთიან ადგილებში მოსახლეობა მესაქონლეობას მისდევდა, მაგრამ აქ ორი დიდი მდინარის — დასავლეთში ხოასპისა (თანამედროვე კერხე) და აღმოსავლეთში ევლეას (თანამედროვე ქარუნი) ნაპირებზე მოსავლიანი ველებიც იყო. სუზა მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე მდებარეობდა, ფართოდ იყო გაჩაღებული ვაჭრობა შუამდინარეთის ქალაქებთან. ელამიდან გაჰქონდათ ხე-ტყე, ვერცხლი, ლითონი, შემოჰქონდათ ქერი, და ზეთი. აქ, ისევე, როგორც შუმერში, არსებობდა ქალაქ-სახელმწიფოები: შუშანი (სუზა), ანშანი, სიმაში, ადამდუნი, ბარახშე და სხვ. ადრინდელ ხანაში მათგან ყველაზე ძლიერი ავანის სახელმწიფო უნდა ყოფილიყო.

სუზა I და სუზა II

დროთა განმავლობაში ელამში შეიქმნა მეტად თავისებური და თვითმყოფადი კულტურა, რომელიც მჭიდრო კავშირშია შუამდინარეთის ცივილიზაციასთან. ძვ. წ. IV ათასწლეულის ელამში (სუზა I) განვითარებული იყო პროტოელამური „შეღებილი კერამიკის“ ენეოლითური კულტურა. სუზა I ფენაში დასახლების ნაკვალევთან ერთად შემორჩენილია სასაფლაოც, რაც ქალაქის ძველ მოსახლეობაში გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი კულტის არსებობაზე მიგვანიშნებს. საგულდაგულოდ დამზადებულ და გაპრიალებულ ქვის სამუშაო იარაღებთან ერთად ზოგჯერ გვხვდება სპილენძის ნივთებიც. სუზა I დასახლება, როგორც ჩანს, ხანძარს შეეწირა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იგი მეზობელი მთიელი ტომების თავდასხმის დროს განადგურდა.

საკუთრივ ელამური კულტურა გავრცელებული ჩანს ძვ. წ. III ათასწლეულიდან. პროტოელამურისგან განსხვავებით, იგი სუზას გარდა გავრცელებული იყო ირანის სამხრეთ-დასავლეთის სხვა ადგილებშიც. მას ბევრი საერთო აქვს ელამისგან დასავლეთით მდებარე ქვეყნების, პირველ ყოვლისა კი შუმერის კულტურასთან.

ლაგაშის მმართველი გუდეა თავის ერთ-ერთ წარწერაში გვამცნობს, რომ მის დროს ქიმაშის მთებში, ელამის მოსაზღვრე ოლქში სპილენძს მოიპოვებდნენ. აქედანვე გამოჰქონდათ ოქროვანი სილა. ამავე ხანაში გაჩნდა ელამში ბრინჯაო. მეტალურგიასთან ერთად განვითარებულია კერამიკური წარმოება. სუზა II-ში ნაპოვნი ჭურჭლეულობა ისე საგულდაგულოდ არ არის დამზადებული, როგორც სუზა I-ისა, მაგრამ უფრო ფერადოვანია და გამოსახულებაშიც მდიდრულია. ეს არის პეიზაჟის კონტურები, ადამიანებისა და ცხოველების ფიგურები. ამ დროს გაჩნდა თავისებური ელამური იეროგლიფური დამწერლობა.

კულტურა

ორენოვანი წარწერა

ელამის კულტურის ყველაზე დიდი მიღწევაა საკუთარი დამწერლობის შექმნა, რომელსაც საფუძვლად პიქტოგრაფიული ნიშნები დაედო. ეს ნიშნები სწორ ხაზზე იწერებოდა. ფუზურინშუშინაქის ცნობილი წარწერებიდან ელამურ ენაზე ელამურივე იეროგლიფებით შესრულებულია მხოლოდ ნაწილი, ნაწილი კი სემატურ ენაზე ლურსმულითაა ნაწერი. ელამის მომდევნო მმართველების წარწერები მხოლოდ სემიტურია. ლურსმულით ელამურ ენაზე წერა მხოლოდ ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე ნახევრიდან დაიწყეს.

ეპიგრაფიული ძეგლები

ელამის ტერიტორიის შესწავლა XIX ს-ის მეორე ნახევარში დაიწყეს ფრანგმა არქეოლოგებმა. ქვეყნის ისტორიის კვლევის მნიშვნელოვანი წყარო — ეპიგრაფიკული ძეგლები — ორ ჯგუფად იყოფა. შემორჩენილია უცხოური (შუმერული, აქადური, ბაბილონური, ასურული, ხეთური) ტექსტები და ელამურ ენაზე შესრულებული წარწერები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქადურ ენაზე შედგენილი სამეურნეო და სამართლის დოკუმენტები.

მრგვალი ქანდაკებები

ძვ. წ. XXIV-XXIII საუკუნეებში სუზა აქადის სახელმწიფოს საზღვრებში იყო, რის გამოც ელამზე შუამდინარეთის კულტურის გავლენა გაძლიერდა. ამაზე მიუთითებს ელამის მმართველის ფუზურინშუშინაქის ჩვენამდე მოღწეული სტატუეტები, რომლებიც შესრულებულია შუამდინარეთის მრგვალი ქანდაკების ტრადიციების მიხედვით. აღსანიშნავია დედოფალ ნაფირასუს ბრინჯაოს ქანდაკება, მამაკაცების სკულპტურული პორტრეტები და ღვთაება ინშუშინაქის ვერცხლისგან დამზადებული ფიგურები, რომლებსაც ხელში სამსხვერპლო ცხოველები უჭირავთ. განვითარების მაღალ დონეს მიაღწია ელამურმა გლიპტიკამ, კლდეზე ნაკვეთმა რელიეფმა.

არქიტექტურა

ინშუშინაქის კომპლექსი

არქეოლოგებმა სუზას მახლობლად აღმოაჩინეს მეფე უნთაშ-ხუფმანის არქიტექტურული კომპლექსი, რომელშიც შედის ღვთაება ინშუშინაქისადმი მიძღვნილი ელიფსის ფორმის გალავნით შემოზღუდული, 25 მ სიმაღლის, ხუთსართულიანი ზიკურათი, ცხრა ტაძარი და სასახლეთა ჯგუფი. სასახლის მიღმა აღმოჩნდა დიდი აუზი რეზერვუარით, სადაც წყალი იწმინდებოდა და ცხრა არხით უკავშირდებოდა სუფთა წყლის შესანახ პატარა აუზს. აღმოაჩინეს აგრეთვე თავისებური სამარხი. ელამისთვის დამახასიათებელი იყო დაკრძალვის უნიკალური წესი — მიცვალებულის კრემაცია იარაღთან და სამკაულებთან ერთად.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

Tags:

ელამი ისტორიაელამი კულტურაელამი არქიტექტურაელამი ლიტერატურაელამი რესურსები ინტერნეტშიელამიირანისპარსეთის ყურესუზაძვ. წ. III ათასწლეულიძვ. წ. IV ათასწლეული

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ადამიანის ჩონჩხისაქართველოს ოქროს ხანადედა ენაქართლის სამეფობათუმის ბოტანიკური ბაღიერთეულთა საერთაშორისო სისტემადადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიინდუსტრიული რევოლუციალონდონიარაბობა საქართველოშიარაგვირელიეფის ფორმებისაბერძნეთიგიორგი ყარყარაშვილიინფორმაციაჰიმალაიჰაერის დაბინძურებაგრიგოლ რობაქიძეუჯრედიფაშიზმიბუნების დაცვახელისუფლების დანაწილებასაქართველოს ტერიტორიული მოწყობაჰიდროცეფალიასაქართველოდედამიწის დღესაქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტისაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშილოცვა ეფრემ ასურისასაქართველო XVI საუკუნეშიპოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა კავშირშიმდგრადი განვითარებაძალაბალდუინ IV იერუსალიმელიკოლხეთის სამეფონოდარ დუმბაძესომხების გენოციდითორნიკე ერისთავიბიძინა ივანიშვილინაწლავებისაქართველოს სახელმწიფო დროშადამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობასამებატელეფონების ნომრები საქართველოშილუი XIVკილოგრამიიალბუზიმურვან ყრუს შემოსევა საქართველოშიეპითეტიჭიაკოკონობასაჭმლის მომნელებელი სისტემაალექსანდრე I დიდიერთიანი ნაციონალური მოძრაობაბგერალურჯი ვეშაპიპირველი მსოფლიო ომითავისუფლების ქანდაკებაოტო ფონ ბისმარკიპრომეთეჯიხვიბუნებრივი რესურსებიიგავ-არაკიალბერტ აინშტაინიტონაღორის სოლიტერილეონარდო და ვინჩიEuropebetგოგონა მარგალიტის საყურითსამეგრელოდისიდენტიკრიშტიანუ რონალდუმალტასაქართველოს ფრინველთა სიაძველი ეგვიპტეწმინდა გიორგითბილისის პანსიონებიაშშ-ის სამოქალაქო ომი🡆 More