ეკონომიკური ეფექტიანობა — წარმოების (ან მომსახურების) პროცესის სასარგებლო შედეგის (ეფექტის) შეფარდება გაწეულ ხარჯებთან (ან გამოყენებულ რესურსებთან).
ეფექტიანობის საკითხს მრავალი მეცნიერული დისციპლინა შეისწავლის და მათ შორის ეკონომიკური ეფექტიანობა მრავალი ავტორის დაკვირვების საგანია, შესაბამისად, განსხვავებული არგუმენტაციებით მოიცემა. ეკონომიკური ეფექტიანობის გაანგარიშება სპეციფიკურ მიდგომებს საჭიროებს მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში, მშენებლობაში, ვაჭრობაში, მომსახურების სხვა სფეროებში, შესაბამისად, გარკვეულ გაანგარიშებით სირთულეებთან გვაქვს საქმე ეფექტიანობის კრებსითი მაჩვენებლების განსაზღვრისას. ეფექტიანობის საკითხებზე (ზოგადთეორიული, დარგობრივ-მიკროეკონომიკური, ფინანსური და ეკონომიკურ-მათემატიკური ასპექტები) გამოქვეყნებულია ქართველი მეცნიერ-ეკონომისტების (ავთანდილ გუნია, ვლადიმერ პაპავა, ლეო ჩიქავა, ავთანდილ სილაგაძე, ნოდარ ხადური, რამაზ აბესაძე, ნოდარ ჭითანავა, მიხეილ ჯიბუტი, ელგუჯა მექვაბიშვილი, იაკობ მესხია, იური ანანიაშვილი, როლანდ სარჩიმელია, ნიკოლოზ ბაკაშვილი, სლავა ფეტელავა, ლოიდ ქარჩავა, გიორგი შიხაშვილი, დავით ჩლაიძე და სხვ) შრომები.
იტალიელი ეკონომისტის — ვილფრედო პარეტოს მიხედვით, იდეალიზებულ ვარიანტში ეფექტიანია წარმოების შესაძლებლობათა გრაფიკის მხოლოდ ზღვრული სარგებლიანობის სიტუაციები. ეკონომიკური ეფექტიანობის საკითხზე ევროკომისიის ექსპერტთა მეთოდოლოგიის სრულყოფის საფუძველზე, ქართველი ეკონომისტი — რევაზ ლორთქიფანიძე განმარტავს, რომ ეკონომიკაში ზღვრული ეფექტიანობის მისაღწევად, როცა ზღვრული ხარჯები მინიმალური ხდება, საჭიროა განვითარდეს ეკონომიკის ის სტრუქტურული ძვრები, რომლებიც ყველაზე რენტაბელური იმ დარგების ეკონომიკურ ზრდას გამოიწვევს, რომლებსაც ბაზარზე, ამავდროულად, შედარებით მეტი სეგმენტი უჭირავს.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ეკონომიკური ეფექტიანობა, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.