ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2021

ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2021 — ყოველწლიური ევროვიზიის სიმღერის კონკურსის 65-ე გამოშვება.

ჩატარდა 2021 წელს ნიდერლანდებში, როტერდამში. ქვეყანამ ევროვიზიის საკუთარ ტერიტორიაზე ჩატარების უფლება მოიპოვა 2019 წელს დანკან ლორენსის გამარჯვებით(სიმღერით „arcade”). ნიდერლანდები, აგრეთვე, მასპინძლობდა 2020 წლის ევროვიზიას, თუმცა კოვიდ-პანდემიის პირობებში კონკურსი გაუქმდა. ნიდერლანდებისთვის 2021 წლის მასპინძლობა რიგით მეხუთე იყო. მანამდე უმასპინძლეს 1958, 1970, 1976 და 1980 წლებში. კონკურსი ჩატარდა „აჰოი არენაზე“ და მოიცავდა ორ ნახევარფინალს(18 და 20 მაისს) და ფინალს (22 მაისს). ლაივ-შოუს წამყვანები იყვნენ: Chantal Janzen, Edsilia Rombley, Jan Smit და Nikkie de Jager. კონკურსზე მონაწილეობდა 39 ქვეყანა. 2019 წლის შემდეგ კონკურსს დაუბრუნდა ბულგარეთი და უკრაინა, ხოლო მონტენეგრომ და უნგრეთმა მონაწილეობაზე კვლავ უარი განაცხადეს. სომხეთი და ბელარუსი, წინასწარ დაგეგმილი მონაწილეობის მიუხედავად, კონკურსს გამოეთიშნენ. სომხეთის გამოთიშვის ოფიციალურ მიზეზად ქვეყანაში არსებული ფინანსური და პოლიტიკური კრიზისი დასახელდა, რომელიც განვითარდა ყარაბაღის გარშემო წამოწყებული ომის გამო. ბელარუსი დისკვალიფიცირებულ იქნა ევროპული მაუწყებელთა კავშირის (EBU) მიერ. როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი ბელარუსის წარმომადგენლის სიმღერა პოლიტიკური შინაარსის მატარებელია და მხარს უჭერს ლუკაშენკოს(ბელარუსის პრეზიდენტის) პროპაგანდას, რაც კონკურსის წესების აშკარა დარღვევაა. გამარჯვება მოიპოვა იტალიამ სიმღერით: "Zitti e buoni", რომელიც შეასრულა ჯგუფმა „მონესკინმა“. სიმღერის ავტორები თავად ჯგუფის წევრები: დამიანო დავიდი, ითან ტორჩიო, ტომას რაგი და ვიქტორია დე ანგელისი არიან. იტალიისთვის ეს იყო რიგით მესამე გამარჯვება. მანამდე გაიმარჯვეს 1964 და 1990 წლებში. 2011 წლიდან იტალია „დიდი ხუთეული“ ქვეყნების კატეგორიაში შედის საფრანგეთთან, დიდ ბრიტანეთთან, გერმანიასთან და ესპანეთთან ერთად. „დიდი ხუთეულის“ ქვეყნები ავტომატურად ფინალში გადადიან. „მონესკინი“ გახდა პირველი ბენდი 2006 წლის შემდეგ, რომელმაც ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე გამარჯვება მოახერხა. საუკეთესო სამეულში მოხვდნენ საფრანგეთი და შვეიცარიაც. შვეიცარია გახდა ჟიურის რჩეული, ხოლო იტალია მაყურებლის. აღსანიშნავია რომ პირველად, 1995 წლის შემდეგ, საუკეთესო სამეულში გასული სიმღერები არაინგლისურენოვანი იყო. 2016 წლის შეცვლილი ხმის მიცემის სისტემის შემდეგ, 2021 წლის კონკურსზე დაფიქსირდა ერთზე მეტი ნული ქულის მქონე ქვეყანა. ეს ქვეყნებია: გერმანია, ესპანეთი, მასპინძელი ნიდერლანდები და დიდი ბრიტანეთი. აღსანიშნავია რომ დიდმა ბრიტანეთმა ჟიურისა და მაყურებლის ქულებიდანაც ნული ქულა მიიღო, რის გამოც ევროვიზიის ისტორიაში დამკვიდრდა ტერმინი „აბსოლუტური ნული“. 2021 წლის ევროვიზია გამოირჩეოდა იმითაც რომ პირველად ავსტრალია, მონაწილეობის ისტორიაში ნახევარფინალიდან გამოეთიშა კონკურსს. უკრაინა რჩება ერთადერთ ქვეყანად, რომელიც მონაწილეობის დღიდან (2004 ) მუდმივად გადადის ფინალში. ევროპის მაუწყებელთა კავშირმა(EBU) გამოაქვეყნა მონაცემები, რომ სიმღერის კონკურსს ერთდროულად 183 მილიონზე მეტმა ადამიანმა უყურა.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსი
ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2021
თარიღ(ებ)ი 2021 წელი
გამართვის ადგილი აჰოი არენა
გამარჯვებული სიმღერა იტალია
დაბრუნებული ქვეყნები უკრაინა, ბულგარეთი
გასული ქვეყნები სომხეთი, ბელარუსი
ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2021
ევროვიზია 2019     ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2021    ევროვიზია 2021

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

183918319581964197019761980199019952004200620112016201920202021ავსტრალიაალექსანდრე ლუკაშენკობელარუსიბულგარეთიგერმანიადამიანო დავიდიევროვიზიის სიმღერის კონკურსიევროპის მაუწყებელთა კავშირიესპანეთიიტალიანიდერლანდებისაფრანგეთისომხეთიუკრაინაყარაბაღის ომიშვეიცარია

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

სიყვარულისაქართველო XV საუკუნეშიშავი ზღვამათემატიკაჰემოგლობინითირკმელიველოსიპედინიდერლანდებიგველებისაქართველო VI საუკუნეშიელექტრული დენისამცხე-ჯავახეთის მხარესაუდის არაბეთიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიინფორმაციაევროპაირაკლი ღარიბაშვილიხრესილის ბრძოლაზმნიზედასაქართველოს პრემიერ-მინისტრიფაშიზმიიმპრესიონიზმიაბრაამ ლინკოლნიბრესტი (საფრანგეთი)კონსტანტინე გამსახურდიაქართლისინონიმებიგურიააფხაზეთის ომი (1992-1993)სამკუთხედიბენიტო მუსოლინიმამა გაბრიელიელისაბედ Iირანიაშშ-ის სამოქალაქო ომიბათუმის ბოტანიკური ბაღიკონსერვატიზმილაზებიკურო (ასტროლოგია)არსებითი სახელიინდოეთიგალაკტიონ ტაბიძეიოსებ სტალინითბილისის ისტორიაგიორგი XIIხელოვნებაფინეთიასპექტი (გრამატიკა)მონღოლთა ბატონობა საქართველოშისეკულარიზმიქუთაისილომიასკარიდისებრნიარაბობა საქართველოშისამთა კავშირიქეთევან დედოფალი27 აპრილიკილომეტრიიბერიამიხეილ სააკაშვილიქართლის სამეფოვეფხისტყაოსანითევდორე კველთელიქანი (გეოლოგია)დიმიტრი ყიფიანიფარსმან II ქველიმოგზაურობა ევროპაშიYouTubeგასტრიტიძაღლიშარკა ბლუავსტრალია (კონტინენტი)გამზრდელი (პოემა)ქართული დამწერლობაზღვა🡆 More