დრაკონის ნავების ფესტივალი (ჩინ.: 午节 — „ტუან’უ ძიე“) — ჩინური ეროვნული, ტრადიციული დღესასწაულია, რომლის დროსაც ჩინეთში ოფიციალურად ისვენებენ.
დრაკონის ნავების ფესტივალს მაისის ფესტივალსაც უწოდებენ, იგი მეხუთე თვის მეხუთე დღეს აღინიშნება.
ლეგენდის თანახმად, ფესტივალი ძველი ჩინელი პატრიოტი პოეტის, ციუ იუანის (ჩინ.: 屈原 — ძვ. წ. 329–299), საპატივცემულოდ ტარდება. მებრძოლი სამეფოების პერიოდში იგი ჩუს სამეფოში ცხოვრობდა. ჩუს სამეფოს დაცემის შემდეგ, ის ძალზედ დამწუხრებული და აღშფოთებული იყო, „მან მდინარეში გადახტომით თავი მოიკლა მეხუთე თვის მეხუთე დღეს“. ციუ იუანი ძლიერ უყვარდა მის თანასოფლელებს, ასე, რომ ისინი მაშინვე მის საძებნელად ნავებით წავიდნენ. დღესდღეობით, დრაკონის ნავების ყოველ ფესტივალზე ტარდება ნავებით შეჯიბრი (ჩინ.: 龙舟竞渡 — „ლუნგ ჭოუ ძინგ ტუ“). საგანგებოდ მზადდება ხის ნავები, რომლებიც მორთული და დახატულია დრაკონის მსგავსად. საერთოდ, მათი სიგრძე 20-35 მეტრს შეადგენს და მის შესავსებად 30-60 ადამიანია საჭირო. ნაოსნობის დროს, მენავეები უსვამენ ნიჩბებს ჰარმონიულად და სწრაფად. ეს ხდება დასარტყამ ინსტრუმენტთა აკომპანიმენტის თანხლებით. მიჩნეულია, რომ გამარჯვებულ გუნდს მთელი წლის მანძილზე წარმატება ელის.
ციუ იუანის მდინარეში გადახტომის შემდეგ, იმის შიშით რომ მას თევზები შეჭამდნენ, ხალხმა წყალში წებოვანი ბრინჯის გორგლების ჩაყრა დაიწყო. დღეს დრაკონის ნავების ფესტივალის დამთავრებისას, ხალხი ჩინურ „წუნგ წის“ ბრინჯით (ჩინ.: 粽子 — „წუნგ წი“) ამზადებს.
დღესასწაულის დადგომამდე, მშობლები როგორც წესი ამზადებენ, პატარა სურნელოვან ჩანთებს თავიანთი შვილებისათვის. ისინი ქსოვენ პატარა ჩანთებს სხვადასხვა ფერის აბრეშუმისგან. ისინი ჩანთებს ავსებენ სუნამოებით ან მცენარეული მედიკამენტებით და შემდეგ, კრავენ აბრეშუმის ძაფებით. ღონისძიების დროს, ბავშვებს ის ან გულზე უკიდიათ, ყელსაბამის მსგავსად ან ამაგრებენ ტანსაცმელზე, როგორც ერთგვარი აქსესუარი. ერთ-ერთი ხალხური ლეგენდის მიხედვით, პატარა სურნელოვანი ჩანთები მათ იცავს ბოროტებისაგან.
დრაკონის ნავის ფესტივალის თარიღი განისაზღვრება მთვარის კალენდრის მიხედვით, ამიტომ თარიღი წლიდან წლამდე იცვლება. პირველად ის, როგორც სახალხო დღესასწაული ჩინეთში, აღინიშნა 2008 წელს. ხოლო, 2009 წლის 30 ოქტომბერს, იუნესკოს მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შევიდა.
This article uses material from the Wikipedia ქართული article დრაკონის ნავების ფესტივალი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.